ოთარ ჯომიდავა 1963-93წწ
მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე
ოთარ ლავრენტის ძე ჯომიდავა დაიბადა 1963 წლის 27 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხულაში. ოთარი 1988 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ოთარ ჯომიდავა ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის,სოხუმის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. იყო ასმეთაურის მოადგილე. მონაწილეობდა შრომა-ახალშენის,გუმისთის,ლინდავის, ბურსი-ბირცხას მიმართულებით განხორციელებულ ოპერაციებში.
ოთარ ჯომიდავა გმირულად დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს სოფელ ბურსთან.
ბირცხა — სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ბირცხისა და ქვემო ბირცხის ძველი სახელწოდება.
წყარო ნუგზარ ქებურია
...რამდენიმე საათის განმავლობაში საშინელი სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა ბურსის მთელ ტერიტორიაზე. რუს მედესანტეთა კბილებამდე შეიარაღებული მკვლელები ველური ყვირილით წინ მოიწევდნენ... მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადგილების ხელში ჩაგდება, ამიტომ ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინათ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სიმაღლეები...
გვარდიელები ძლიერ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ...
- ზდავაიტეს! ზდავაიტეს! რებიატა! - უკვე სულ ახლოდან მოისმოდა აფხაზ და რუსი მედესანტეთა შოკის მომგვრელი ხმა.
- რა ზდავაიტეს თქვენი!.. - და თითქმის სასიკვდილოდ დაჭრილ ოთარ ჯომიდავას ხელში ყუმბარმტყორცმა იღმუვლა... შეტევაზე გადმოსული, რამდენიმე მედესანტე მიწას გააკრა.
- მალადეც შენ, ოთარ, ძმაო!.. - შორიდან უყვირა რუსთაველმა ნოდარ ფუტკარაძემ. - დერჟის, ბრატ!.. მოვდივარ!.. და ფუტკარაძე ხოხვით გავარდა წინ, რადგან აფხაზები და მათი დაქირავებული მკვლელები გააფთრებით უტევდნენ ყოველი მხრიდან და თავის წამოწევის წამიერ საშუალებასაც არ იძლეოდნენ...
პატარა სახლის გვერდით მდგარ ფარეხიდან რამდენიმე რუსი მედესანტე გამოჩნდა ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულნი.
– თავს უშველეთ ბიჭებო!.. –მთელი ხმით იყვირა ქეთინო აღნიაშვილმა სანამ ბუჩქებში შეიმალებოდა, დაჭრილ ბიჭთან ერთად. – გომურში არიან მედესანტეები!.. ბევრნი არიან!.. – და ამ დროს გაისმა საშინელი ღმუილი, ნაღმმტყორცნის ჭურვმა ოთარ ჯომიდავას თავთან გადაიკივლა და ზედ რკინის ღობესთან აფეთქდა, სადაც ტარიელ კანთელაძე და ლაშა გვარამია იყო გამაგრებული.
- „პარაოზა“ დაჭრეს!... - მთელი ხმით იღრიალა ჩამბელმა მებრძოლმა, დათო დიდბერიძემ და მარტვილელ გია ხაჟომიას ხელის სწრაფი მოძრაობით უჩვენა დაჭრილი გვარდიელების ადგილმდებარეობა.
დაქირავებული მკვლელები გაშმაგებით დარბოდნენ ხეებსა და ბუჩქებს შორის, ნელ-ნელა უმატებდნენ სროლას, ბოლოს მტაცებელი ნადირისთვის დამახასიათებელი საშინელი ველური ყვირილით გადმოვიდნენ შეტევაზე…
დათო დიდბერიძემ და გია ხაჟომიამ გაჭირვებით მოახერხეს დაჭრილი ბიჭების სანგარიდან ამოყვანა და შტაბის მიმართულებით გაქცევა...
- ნუ გეშინია, ბიჭო, აგერ ვარ... - ტყვიების სეტყვაში ყრუდ გაისმოდა ღურზულელი მეზობელი ბიჭის, რამაზ კვაშილავას დაზაფრული ხმა.
ოთარი რამდენჯერაც ამ ხმას მოისმენდა,
იმდენჯერ სუნთქვა შეკრული ცას ახედავდა.. მხოლოდ ღმერთის იმედიღა ჰქონდა...
„ჩაინიკა“ (თემურ ერქვანია) ნელ-ნელა მიუახლოვდა მედესანტეთა სამალავს. იგი მთლიანად დაფარული იყო მაღალი ბუჩქნარით. ზოგ ადგილას ბუჩქის ტოტები პირდაპირ, ღრმად ჩაჭრილ სანგარში ეშვებოდა. სოხუმელ მებრძოლს ასეთი საბედისწერო მომენტისთვის დამახასიათებელი ფრთხილი, ხოხვითი მოძრაობა არ შეუნელებია. გვარდიელები მიხვდნენ, „ჩაინიკას“ უნდოდა ხელყუმბარა ზუსტი სროლით ტოტებს შორის გაეძვრინა და მედესანტეთა ხროვა საკუთარ ბუნაგშივე ჩაეხოცა. ასეც მოხდა... „ჩაინიკა“ ელვისებური სისწრაფით აიჭრა ჰაერში, საშინელი სიკვდილი ზუსტი ტყორცნით გააძვრინა ტოტებს შუა და ოკუპანტთა მაგრად მოწყობილ ბუნაგში ჩაუშვა... აფეთქების ტალღამ შეარყია ბურსის მთელი ტერიტორია...
გაფითრებულმა ნუგზარ საგინაძემ, ჩაინიკას გახედა და როცა დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო, ხმადაბლა გასძახა:
- ნუ, კაკ?..
- ვსიო ნარმალნოო!.. - იყო პასუხი.
- საღოლ, ბრატ!.. ნე ოჟიდალ!.. - სიამაყით ჩაილაპარაკა სოხუმელმა ბიჭმა, შერვაშიძის ქუჩიდან. მერე ხელმოჩრდილვით გახედა მეთაურის უმცროს ძმას, ოთარ ჯომიდავას, რომელიც ოციოდე მეტრის დაშორებით იწვა ბრძოლის ველზე მძიმედ დაჭრილი.
- ხომ ცოცხალი ხარ ბიჭოო...
და ყური მიუგდო.
- ოჰოო!.. - იყო პასუხი... ეტყობოდა მძიმედ იყო დაჭრილი, რადგან თავის წამოწევა უჭირდა. ცდილობდა გახოხებას, მაგრამ ამაოდ... ერთი ხელის ფრჩხილები მიწით ჰქონდა სავსე, მეორე კი სისხლით, რადგან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდა ალბათ, ან კიდევ ვინ იცის, იქნებ თითების მიწაზე დაჭერით ტკივილს იყუჩებდა...
მალე მეთაურის მოადგილე ზაალ ბოკუჩავა ხოხვა-ხოხვით მივიდა დაჭრილ ბიჭთან... იგი სისხლში ცურავდა და ღმერთისგან და კაცისგან განწირული მარტოდმარტო ებრძოდა სიკვდილს...
მეთაურის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ბოკუჩავა.
მალე მეთაურიც გამოჩნდა და მოსხლეტით ჩაიკეცა დაჭრილი ძმის წინ, მკერდზე ყური დაადო, უნდოდა გაეგო, ცოცხალი იყო თუ არა. წამით მოეჩვენა თითქოს ძამიკომ რაღაც წაიჩურჩულა... მაგრამ არაა... უკვე გვიანი იყო ყველაფერიი...ოთარს მუცელში ჰქონდა ერთი ტყვია მოხვედრილი... მეორე მუხლს ქვემოთ... მკერდი დაცხრილული ჰქონდა... მის გვერდით პირაღმა იწვა რუსთაველი მებრძოლი ნოდარ ფუტკარაძე, რომელიც ოთარის დახმარებას შეეცადა, მაგრამ რუსმა სნაიპერმა არ დაინდო... მოშორებით, ბირცხის მხარეს, მოკრუნჩხული იწვა სოხუმელი მებრძოლი ოთარ გაგუა. მარჯვენა ხელის სისხლიანი თითები ავტომატისთვის ჩაევლო და ისე დაეტოვებინა წუთისოფელი... ნური საკანდელია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და ძალა თანდათან ელეოდა...
- ღმერთო ჩემო! რა ვქნა? - თავი დახარა მეთაურმა, სოსო ჯომიდავამ. წამით გაფითრდა, თითქოს სისხლი გაუშრაო. - როგორი გულანთებული ბიჭები, როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ სამშობლოსათვის... მაგრამ, რისთვისაც ვიბრძოდით, ყველაფერი უკუღმა მოგვიტრიალდა ჩვენი სულგაყიდული მოღალატე ქართველების გადამკიდეე... - გატანჯული, ცრემლიანი სახე ნერვიულად მოიწმინდა, მერე სწრაფად დაიხარა ძმისკენ, ხელები ფრთხილად შემოხვია, მუდამ მომღიმარი, მხიარული ბიჭი გულში ჩაიხუტა და ასე ჩახუტებულმა ძმებმა სათითაოდ ჩამოუარეს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ გვარდიელებს...
მეთაური სოსო ჯომიდავა
ითანამშრომლა დამ ქეთი ჯომიდავამ
„ ჭიდილი მხეცებთან “ ავტორი ნუგზარ ქებურია
ოთარ ჯომიდავა
სოფელ ბირცხის მაღლობიდან ხელისგულივით მოჩანდა წარმოუდგენლად ლამაზი ზღვა. ლურჯი, გამჭვირვალე, სუფთა... მაღლობზე მდგომი პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე, ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 ბატალიონის გვარდიელები ნაღვლიანი მზერით გასცქეროდნენ ფერდობზე შეფენილ, მწვანეში ჩაფლულ სახლებს, ზღვაში შეჭრილ პატარა კუნძულებს, რომლებიც ლაჟვარდოვან ცასა და ლურჯ ზღვასთან ერთად საოცარ ჰარმონიას ჰქმნიდა...
- ომის დაწყებამდე ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ჩვენ და აფხაზები როდესმე ერთმანეთს ტყვიას ვესროდით.- როგორღაც ტკივილნარევი ხმით უთხრა მეგობრებს, ოთარ ჯომიდავამ, - არ ვიცი, როგორ შევძელით ტყვიების სროლა ერთმანეთის მოსაკლავად, როცა პატარაობაში ფეხშიშველი ვთამაშობდით ერთად ზღვაზე თუ ფეხბურთის მოედანზე...
- როდესაც ახლობლებს და ძმაკაცებს მოგიკლავენ მხოლოდ იმისთვის რომ ქართველია, მაშინ რა ვქნათ?.. ერთი მაგათი დედაც!.. - ყოველგვარი თავშეკავების გარეშე მიუგო სოხუმელმა, გვარდიის ასმეთაურმა ზვიად ნაჭყებიამ. - ყველა აფხაზს და ყველა გადამთიელს მირჩევნია ჩემი ქალაქი, ჩემი ოჯახი, მას თუ საფრთხე ემუქრება ყველას და ყველაფერს გავანადგურებ სანამ ცოცხალი ვიქნები!..
ქეთინო აღნიაშვილი აღშფოთებულ თანამებრძოლებს დიდხანს უცქერდა, ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ხმადაბლა თქვა: - ქალაქი ჩრდილოეთის მხრიდან ბლოკირებულია. აფხაზებმა, რუსი სამხედრო დამკვირვებლების თვალწინ გუმისთის
ხაზს მოუარეს და ქართველთა პოზიციების ზურგში გამაგრდნენ. ასეთ ვითარებაში ქალაქის
დაცვა, ჩემი პატარა ჭკუით, უკიდურესად რთული საქმეა, მეგობრებო... - მებრძოლ გოგონას ამერიკული სამხედრო ქურთუკი მჭიდროდ შემოტმასნოდა ზურგსა და თეძოებზე საოცრად სწორი, ჩამოქანდაკებული ტან-ფეხი მის მშვენიერებას აათკეცებდა, მაგრამ რატომღაც ზედმეტად თავდაჯერებულად იქცეოდა და სოხუმის ბატალიონის გვარდიელებს ძლიერ უჭირდათ მისი დაცვა. - რას მიყურებთ?.. ასე მშვიდად ნუ ხართ ბიჭებო, რუსეთის სამხედრო ნაწილების მიერ სოხუმის აღება
მხოლოდ დროის ამბავია... მითუმეტეს, იუდა-სატანა ედიკასა და ჩვენი უდღეური გენერლების მოღალატური ხელმოწერის შემდეგ...
- ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას სამარადიოროდ ჩამოსული ქართული შეიარაღებული ჯგუფების უფრო ეშინია ვიდრე აფხაზების და რუსების... - თქვა რამაზ კვაშილავამ, ღურძულელმა მებრძოლმა ბიჭმა, უცნაური მეტსახელით „გუსლიკმა“, რომელიც ავტომატის ლულაზე დამაგრებულ ოპტიკური სამიზნედან ზვერავდა ბურსის ტყიან ტერიტორიაზე მდგარ ადგილობრივი მოსახლეობის მწვანეში ჩაფლულ ულამაზეს სახლებს. - მიუხედავად ამდენი სისხლისმღვრელი ბრძოლებისა და უმამოდ დარჩენილი ბავშვებისა საკუთარი სამშობლოს გამყიდველი ქართველი იუდასა და მისი მონა პოლიტიკოსების ძალისხმევით, პირველ სექტემბერს ქალაქის ყველა
საშუალო სკოლაში სწავლა დაიწყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი პუტჩისტების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა...
- ამათი დედაც! - ნერვიულად და მეგრულად იგინებოდა სოხუმელი ასმეთაური ზვიად ნაჭყებია. - არიეს ყველაფერი და მოხიეს აქედან... ეს მამაძაღლი ედიკა სულ იძახდა რუსებმა მომატყუეს... მომატყუესო... არადა ამბობდა პოლიტიკაში უკანალით ვაჩერებ გრადის ჭურვებსო... აფხაზები მეორე დღეა მთელი ძალით რომ გვიტევენ და ახლა სადღაა ეს დედა აფეთქებული?!..
ბირცხის სიმაღლის აღება რუსებმა, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, ერთი ხელის მოსმით ვერ შეძლეს. გვარდიელების გვერდით თავგანწირვით იბრძოდნენ ადგილობრივი მოხალისეთა არცთუ ისე ცუდად შეიარეღებული ჯგუფები, რომელთაც ქონდათ უდიდესი უპირატესობა ადგილმდებარეობის ზედმიწევნით ცოდნის, ხოლო მტრის მეგზურები გვარდიელებმა გაანადგურეს თითქმის ყველა, მაგრამ... რუსებმა დესანტი
ჩამოსხეს... უჩინარი, საშინელი დესანტი...
სადღაც, ქვემოთ ბურსის ტერიტორიიდან მგელმა თუ ტურამ, იქნებ უპატრონო ძაღლმა საზარლად დაიყმუვლა, მაგრამ ოთარი არ შემკრთალა, უკვე ისე მობეზრდა ყველაფერი უბრალო რამეზე არ კრთებოდა. ოღონდ რაღაც იაზრაო, ასეთ დროს მგლის ყმუილი საეჭვოდ მოეჩვენა, უფრო ღრმად მიჯდა ბუჩქის კუთხეში, უფრო განზე გაიწია, გასწორდა. პატარა, უკაცრიელი სახლის მარჯვენა კედელთან რუსი მედესანტეს აშოლტილ ტანს თვალი შეავლო და გაირინდა.
გაღმა ხეობიდან ცივმა ქარმა დაჰბერა, ნაძვის ხეები მძიმედ ააშრიალა. ირგვლივ გახიზნული მოსახლეობის უპატრონოდ მიტოვებული სახლები იდგა. სწორედ ეს ადგილი იყო ხაკისფერფორმიანი რუს მედესანტეთა სამალავი. აქედან ესხმოდნენ თავს ქართველ გვარდიელებს, დაუნდობლად ხოცავდნენ მათ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. მერე გვამებს ასახიჩრებდნენ და მდინარეში ყრიდნენ. ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდა ქართველი მეომრები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
- ჯამბულ, ძმაო, არავითარი შეიარაღებული ადგილობრივი ჯგუფები იქ არაა საჭირო. - ჩუმად უთხრა ოთარმა თავის ახლო მეგობარს, ჯამბულ ბერიას. - მათი ლიკვიდირება უნდა მოვახდინოთ!.. რაც შეიძლება სწრაფად და უყოყმანოდ!.. ყოველგვარი რატომ და რისთვის გარეშე. - და ოთარმა ქეთინო აღნიაშვილს გადახედა. - შენ აქ დარჩები ქეთი, ჩვენ სამი წავალთ და ოც წუთში ალყაში მოვაქცევთ იმ დედა აფეთქებულებს. იმ ადგილას, სხვა არავინაა...
- არც იფიქრო, ოთარ!... მეც თქვენთან მოვდივარ!.. - და უმშვენიერესი გვარდიელი გოგონა უხმოდ, უსიტყვოდ მოემზადა მათთან ერთად ამ ურთულესი სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად...
რამდენიმე წუთის შემდეგ ოთარ ჯომიდავა, მისი განუყრელი მეგობარი რამაზ კვაშილავა ღურძულიდან, ჯამბულ ბერია და საოცრად ჯიუტი და გულადი მებრძოლი გოგონა პატარა სახლის ეზოში შევიდნენ... ცოტა მოშორებით დაზღვევის მიზნით, ნოდარ ფუტკარაძე რუსთავიდან და რამდენიმე ადგილობრივი მებრძოლი მიჰყვებოდა.
ბატალიონის მზვერავთა ჯგუფის მეომრები ორმოციოდე მეტრის დაშორებით
ბუჩქებში იყვნენ გატრუნული და ბინოკლით ხელში მოუთმენლად ზვერავდნენ მათ ყოველ მოძრაობას.
მოულოდნელად ბურსის თავზე შავი ღრუბელივით ჩამოწვა რუსული ბომბდამშენი. საშინელი ბომბები ჩამოყარე და გაუჩინარდა.
დაბომბვის შემდეგ, გვარდიელები სამალავიდან გამოძვრნენ, მაგრამ სამზარეულოს კარს უკან რაღაც ახმაურდა, კარი შეინძრა, ალბათ სნაიპერმა მათი ხმა გაიგონა, ერთმანეთს მიშტერებულნი, გამოუთქმელ ტანჯვაში იცდიდნენ. სამზარეულოს კარი ხელახლა გაინძრა, მაგრამ არ გაღებულა ოთარ ჯომიდავამ თავშეკავებულად ამოიხვნეშა. ეს, ალბათ, უპატრონოდ მიტოვებული კატა ან გახიზნულთა მშიერი ძაღლი იყო, რომელმაც ოთახში სირბილი მორთო, როცა ადამიანის სუნი იყნოსა.
- ოთარ წავიდეთ აქედან. - უთხრა ჯამბულ ბერიამ ასმეთაურის მოადგილეს. - შენმა ძმამ რომ გაიგოს მისი ნებართვის გარეშე ჩვენი აქ ყოფნა ისეთ ყვირილს მორთავს, შეიძლება არძინბაც კი დაფრთხეს და დესანტიც უკან გაიწვიოს...
ამის თქმა და კართან მდგომ ადგილობრივი მებრძოლი ბიჭის გვერდით უსაშველოდ მაღალი, თხისწვერებიანი რუსი სნაიპერი გაჩნდა, რომელსაც ჟილეტის ჯიბეები პირთამდე დატენილი მჭიდეებით ჰქონდა სავსე, როგორღას გვარდიელს პირზე ცალი ხელი ააფარა, მეორეთი დანა იშიშვლა, რომ მსხვერპლი სწრაფად და უხმაუროდ მიესიკვდილებინა. ოთარმა საოცარი სისწრაფით დაავლო ხელი ავტომატის ლულას, მთელი ძალით მოიქნია და სნაიპერს თავში ჩასცხო. თხისწვერიანი რუსი მთვრალი კაცივით დაბარბაცდა და მოცელილივით პირქვე გაიჭიმა იატაკზე...
დაფეთებული გვარდიელი ხმას ვეღარ იღებდა, თვალები ძლივს-ძლივობით გაახილა და შეეცადა გარკვეულიყო თუ რა მოხდა, იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელი სტაცა, ერთი წუთით შიშმა შეიპყრო, მაგრამ მაშინვე ყურში ძალიან ნაცნობი ხმა ჩაესმა. ბუნდოვნად მიხვდა, რომ ეს მისი მეგობრის, ოთარ ჯომიდავას ხმა იყო, რომელმაც ეს-ეს იყო სიკვდილს გადაარჩინა, ამან ძლიერ ააღელვა, მაგრამ არც წამოდგომის ძალა შესწევდა და არც რაიმეს თქმის თავი ჰქონდა.
ქეთინო აღნიაშვილმა სწრაფად აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება... ჟგუტი მაგრად მოუჭირა მარჯვენა მკლავზე, სადაც სნაიპერს გვარიანად დაეჭრა ადგილობრივი ბიჭი... სისხლის დენამ იკლო თან სახეში ურტყამდა ხელს გრძნობა რომ არ დაეკარგა ჯერ კიდევ ჯანღონით სავსე მებრძოლს.
- გარეთ, სუფთა ჰაერზე გავიყვანოთ... - თვალებში ველური ცეცხლი უელავდა ქეთინო აღნიაშვილს, დაფეთებული ჩანდა, სახეზე ფერი აღარ ედო, თუმცა ჯიქურ ქედს არ იხრიდა. - დაჭრილი თანამებრძოლი მხარზე გადაიწვინა და ჯამბულ ბერიას დახმარებით გარეთ, საეჭვო სახლის უკან, ეკალ-ბარდებიან ბუჩქნარებში, პატარა ხის ძირას მოკალათდნენ.
ცოტა მოშორებით, ბუჩქნარის მხარეს საშუალო სიმაღლის, სანდომიანი სახის, მონაცისფრო თვალებიანი კაცი ავტომატს აწვალებდა ხელში. მის გვერდით მაღალი, აშოლტილი, ყმაწვილი ბიჭი იდგა და გაშმაგებით ზვერავდა მიმდებარე ტერიტორიების საეჭვო ადგილებს. მათ უკან ოცამდე იარაღში ჩამჯდარი
სოხუმელი მებრძოლი მოუსვენრობდა.
ოთარმა ხელმოჩრდლლვით გახედა სოხუმელ მებრძოლებს და ჩუმად გასძახა:
- ბატონო ოთარ, ვის ელოდებით?
- არძინბას! ჩემო ძმაო, არძინბას! - იყო პასუხი.
- მეგობარი დაგვიჭრეს... - და ადგილობრივ გვარდიელ ბიჭზე ანიშნა სოხუმელ მებრძოლებს, ემზარ კვაშილავას და გია ხაჟომიას. - მომეხმარეთ! რუსმა მედესანტემ კინაღამ მოგვიკლა ეს უბედური!
სოხუმელი ოთარ გაგუა ( 8 მარტის ქუჩიდან ) სწრაფად მივიდა თავისი მეგობრის, სოსო ჯომიდავას უმცროს ძმასთან:
- მალადეც შენ, სეხნიავ!.. კარგი ბიჭი ხარ!.. - უთხრა მან და მხარზე ხელი დაჰკრა. - მაგრამ, ხომ ხედავ აფხაზების დაქირავებული მკვლელები გააფთრებით რომ გვიტევენ ყოველი მხრიდან, თანაც მათ ზურგს უკან აი, ნახე, უახლესი სამხედრო ტექნიკა როგორ მოვარვალებს, შენი ერთი კაკალი ყუმბარმტყორცნით და რამდენიმე კაკალი ავტომატით კი მათი შეჩერება, სასაცილოზე მეტია...
- ამ სატანის მოღალატეობრივ ხელშეკრულებამდე კბილებით ვიცავდით ამ ადგილებს ჩვენ და ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპანტთა გააფთრებული შემოსევებისგან და შევინარჩუნეთ კიდეც, ჩვენი თანამებრძოლების სისხლის ფასად... - აღელვებული ხმით მიუგო ოთარ ჯომიდავამ, თავისი უფროსი ძმის, სოსო ჯომიდავას მეგობარს, ბატონ ოთარ გაგუას.
- კი, ასე იყო... ყველა ქართველმა ვიცოდით რა სულგაყიდული იყო ედიკა მაგრამ კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი, ლანჩავა... და საერთოდ ყველა ვინც კანონიერ ხელისუფლებას ტყვიას ესროდა მათი დამსახურებაა ეს უბედურება რაშიც დღეს ჩვენი ხალხია... - ხმადაბლა აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა სოხუმელი კაცი... - ამ პუტჩისტებმა დიდი ძალისხმევით გადაწვეს რუსთაველი, დახვრიტეს კანონიერი პრეზიდენტის მომხრე მშვიდობიანი მოსახლეობა... მერე ეს კრემლის შემოგზავნილი გამყიდველები ჩამოგრიალდნენ ჩვენთან აფხაზეთში რკინიგზის დაცვის საბაბით... ჯერ აფხაზებს დედა უტირეს, მერე ქართველების გაძარცვა დაიწყეს და ნაძარცვს ენგურს გაღმა ტანკებით მიაცილბდნენ...
- ბოღმა მკლავს ამ მთავრობის გაყიდული ომის გამო ჩვენი გამორჩეული საჯიშე ბიჭები რომ იღუპებიან...
ამის თქმა და... პატარა სახლის გვერდით მდგარ ფარეხიდან რამდენიმე რუსი მედესანტე გამოჩნდა ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულნი.
– თავს უშველეთ ბიჭებო!.. –მთელი ხმით იყვირა ქეთინო აღნიაშვილმა სანამ ბუჩქებში შეიმალებოდა, დაჭრილ ბიჭთან ერთად. – გომურში არიან მედესანტეები!.. ბევრნი არიან!.. – და ამ დროს გაისმა საშინელი ღმუილი, ნაღმმტყორცნის ჭურვმა ოთარ ჯომიდავას თავთან გადაიკივლა და ზედ რკინის ღობესთან აფეთქდა, სადაც ტარიელ კანთელაძე და ლაშა გვარამია იყო გამაგრებული.
- „პარაოზა“ დაჭრეს!... - მთელი ხმით იღრიალა ჩამბელმა მებრძოლმა, დათო დიდბერიძემ და მარტვილელ გია ხაჟომიას ხელის სწრაფი მოძრაობით უჩვენა დაჭრილი გვარდიელების ადგილმდებარეობა.
დაქირავებული მკვლელები გაშმაგებით დარბოდნენ ხეებსა და ბუჩქებს შორის, ნელ-ნელა უმატებდნენ სროლას, ბოლოს მტაცებელი ნადირისთვის დამახასიათებელი საშინელი ველური ყვირილით გადმოვიდნენ შეტევაზე…
დათო დიდბერიძემ და მიხეილ ღურწკაიამ გაჭირვებით მოახერხეს დაჭრილი ბიჭების სანგარიდან ამოყვანა და შტაბის მიმართულებით გაქცევა...
ნახევარი საათის განმავლობაში საშინელი სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა ბურსის მთელ ტერიტორიაზე. რუს მედესანტეთა იარაღში ჩამჯდარი მკვლელები ველური ყვირილით წინ მოიწევდნენ... მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადგილების ხელში ჩაგდება, ამიტომ ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინათ ბურსი და შემდეგ შტურმით აეღოთ ბირცხის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაღლობი...
გვარდიელები ძლიერ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ...
- ზდავაიტეს! ზდავაიტეს! რებიატა! - უკვე სულ ახლოდან მოისმოდა აფხაზ და რუსი მედესანტეთა შოკის მომგვრელი ხმა.
- რა ზდავაიტეს თქვენი!.. - და თითქმის სასიკვდილოდ დაჭრილ ოთარ ჯომიდავას ხელში ყუმბარ მტყორცმა იღმუვლა... შეტევაზე გადმოსული, რამდენიმე მედესანტე მიწას გააკრა.
- მალადეც შენ, ოთარ, ძმაო!.. - შორიდან უყვირა რუსთაველმა ნოდარ ფუტკარაძემ. - დერჟის, ბრატ!.. მოვდივარ!.. და ფუტკარაძესთან ერთად ნური საკანდელიაც ხოხვით გავარდა წინ, რადგან აფხაზები და მათი დაქირავებული მკვლელები გააფთრებით უტევდნენ ყოველი მხრიდან და თავის წამოწევის წამიერ საშუალებასაც არ იძლეოდნენ... ახლოს მისვლამდე, მოულოდნელად, იქვე ბუჩქებში ჩამალულმა რუსმა სნაიპერმა, ავტომატზე დამაგრებული ოპტიკური სამიზნე ნელა გაუსწორა საკანდელიას ვაჟკაცურ მკერდს და...
თემურ ერქვანია ნელ-ნელა მიუახლოვდა მედესანტეთა სამალავს. იგი მთლიანად დაფარული იყო მაღალი ბუჩქნარით. ზოგ ადგილას ბუჩქის ტოტები პირდაპირ, ღრმად ჩაჭრილ სანგარში ეშვებოდა. ნუგზარ საგინაძე მიხვდა, „ჩაინიკას“ უნდოდა ხელყუმბარა ზუსტი სროლით ტოტებს შორის გაეძვრინა და მედესანტეთა ხროვა საკუთარ ბუნაგშივე ჩაეხოცა. ასეც მოხდა, „ჩაინიკა“ ელვისებური სისწრაფით აიჭრა ჰაერში, საშინელი სიკვდილი ზუსტი ტყორცნით გააძვრინა ტოტებს შუა და ოკუპანტთა მაგრად მოწყობილ ბუნაგში ჩაუშვა... აფეთქების ტალღამ შეარყია ბურსის მთელი ტერიტორია...
გაფითრებულმა საგინაძემ, ჩაინიკას გახედა და როცა დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო, ხმადაბლა გასძახა:
- ნუ, კაკ?..
- ვსიო ნარმალნო!.. - იყო პასუხი.
- საღოლ, ბრატ!.. ნე ოჟიდალ!.. - სიამაყით ჩაილაპარაკა სოხუმელმა ბიჭმა, შერვაშიძის ქუჩიდან. მერე ხელმოჩრდილვით გახედა მეთაურის უმცროს ძმას, ოთარ ჯომიდავას, რომელიც ოციოდე მეტრის დაშორებით იწვა ბრძოლის ველზე მძიმედ დაჭრილი.
- ხომ ცოცხალი ხარ ბიჭოო...
და ყური მიუგდო.
- ოჰოო!.. - იყო პასუხი... ეტყობოდა მძიმედ იყო დაჭრილი, რადგან თავის წამოწევა უჭირდა. ცდილობდა გახოხებას, მაგრამ ამაოდ... ერთი ხელის ფრჩხილები მიწით ჰქონდა სავსე, მეორე კი სისხლით, რადგან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდა ალბათ, ან კიდევ ვინ იცის, იქნებ თითების მიწაზე დაჭერით ტკივილს იყუჩებდა...
მეთაურის მოადგილე ზაალ ბოკუჩავა ფრთხილად, ხოხვა-ხოხვით მივიდა დაჭრილ ბიჭთან...
იგი სისხლში ცურავდა და ღმერთისგან და კაცისგან განწირული მარტოდმარტო ებრძოდა სიკვდილს...
მალე მეთაურიც გამოჩნდა და მოსხლეტით ჩაიკეცა დაჭრილი ძმის წინ, მკერდზე ყური დაადო, უნდოდა გაეგო, ცოცხალი იყო თუ არა. წამით მოეჩვენა თითქოს ძამიკომ რაღაც წაიჩურჩულა... მაგრამ არაა... უკვე გვიანი იყო ყველაფერიი...ოთარს მუცელში ჰქონდა ერთი ტყვია მოხვედრილი... მეორე მუხლს ქვემოთ... მკერდი დაცხრილული ჰქონდა... მის გვერდით პირაღმა იწვა რუსთაველი მებრძოლი ნოდარ ფუტკარაძე, რომელიც ოთარის დახმარებას შეეცადა, მაგრამ რუსმა სნაიპერმა არ დაინდო... მოშორებით, შრომის მხარეს, მოკრუნჩხული იწვა სოხუმელი მებრძოლი ოთარ გაგუა. მარჯვენა ხელის სისხლიანი თითები ავტომატისთვის ჩაევლო და ისე დაეტოვებინა წუთისოფელი... ნური საკანდელია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და ძალა თანდათან ელეოდა...
- ღმერთო ჩემო! რა ვქნა? - თავი დახარა მეთაურმა. წამით გაფითრდა, თითქოს სისხლი გაუშრაო. - როგორი გულანთებული ბიჭები, როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ სამშობლოსათვის... მაგრამ, რისთვისაც ვიბრძოდით, ყველაფერი უკუღმა მოგვიტრიალდა ჩვენი სულგაყიდული მოღალატე ქართველების გადამკიდეე... - გატანჯული, ცრემლიანი სახე ნერვიულად მოიწმინდა, მერე სწრაფად დაიხარა ძმისკენ, ხელები ფრთხილად შემოხვია, მუდამ მომღიმარი, მხიარული ბიჭი გულში ჩაიხუტა და ასე ჩახუტებულმა ძმებმა სათითაოდ ჩამოუარეს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ გვარდიელებს...