სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 ნოე პეტრეს ძე ადამია 1917-1942წწ  სამამულო ომის გმირი, 24 წლის.  მათხოჯი, ხონი, იმერეთი.

1917-1942 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ადამია სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

ნოე პეტრეს ძე ადამია 1917-1942წწ სამამულო ომის გმირი, 24 წლის. მათხოჯი, ხონი, იმერეთი.

ადამია ნოე პეტრეს ძე 21 დეკემბერი 1917 წელი დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.


1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში,  ჩარიცხეს შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1940 წელს სწავლობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ზემდეგად სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილში ქალაქ სევასტოპოლში. 1941-1942 წლებში ნოე ადამიამ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა სევასტოპოლის ბრძოლებში. 1942 წლის 16-22 ივნისს მეავტომატეთა მცირე ჯგუფით მოიგერია ათზე მეტი იერიში, გაანადგურა მტრის 200 ჯარისკაცი და მოსპო 2 ტანკი. მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ოცეულის მეთაური, სნაიპერი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 24 ივლისს.

ნოე პეტრეს ძე ადამია დაიბადა 1917 წლის 21 დეკემბერს წულუკიძის რაიონის სოფელ მათხოჯში. სკკპ წევრი.  დიდ  სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1942 წლებში. მეზღვაური, დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, მედლებით "მამაცობისათვის" და "საბრძოლო დამსახურებისათვის". საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 24 ივლისს (სიკვდილის შემდეგ) - სევასტოპოლის დაცვისას გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის.



შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეით ძალებში კარგად იცნობდნენ სნაიპერ ნოე ადამიას. 1942 წლის 17 ივნისს, მოწინააღმდეგემგაარღვია 775-ე მსროლელი პოლკის დაცვის ხაზი და ზურგიდან დაემუქრა საზღვაო ბრიგადის 1-ლ ბატალიონს. ვითარება მძიმე იყო. საბჭოთა ხელმძღვანელობას არ ჰყავდა რეზერვი, ხოლო მოწინააღმდეგე ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევდა სევასტოპოლისკენ. ხელმძღვანელობამ 1-ლ ბატალიონს სამი სნაიპერი - ნოე ადამია და მის მიერვე აღზრდილი სნაიპერები - ზამკოვი და გაი დაახმარა. საბჭოთა სნაიპერებმა 50 ფაშისტი გაანადგურეს. გერმანელები პანიკამ მოიცვა და მათ უკან მოკურცხლეს.



ამ ფაქტიდან სამი დღის შემდეგ, ნოე ადამია წინ გაუძღვა 15 წითელარმიელს და მოწინააღმდეგე სანგრებიდან გაყარა.

21 ივნისს ადამია, 11 საბჭოთა მსროლელთან ერთად, მტრის ალყაში მოექცა. გერმანელმა ჯარისკაცებმა მათ დანებება შესთავაზეს, თუმცა სნაიპერები არც კი განიხილავდნენ ასეთ ვარიანტს. მათ 180 გერმანელი დახოცეს და მოახერხეს, მიეღწიათ თავიანთი ბრიგადისთვის.

ნოე ადამია სნაიპერული მოძრაობის დამაარსებელი იყო. მან 80 სნაიპერი აღზარდა. ნოე ადამიას პირადი სნაიპერული რეკორდია 200 დახოცილი ფაშისტი ჯარისკაცი, მან ასევე ვერმახტის ორი ტანკი ააფეთქა.

იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1942 წლის 3 ივლისს, საბჭოთა ჯარის სევასტოპოლიდან ევაკუაციისას, ბრძოლის დროს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 21.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.06.2023
სულ რედაქტირებულია 2



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0