სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვლადიმერ კალატოზიშვილი 1951-92წ. გარდ. 41 წლის სოფ. კოჩარა, აფხაზეთი დაბ. თბილისი ვლადიმერ კალატოზიშვილი 1951-92წ. გარდ. 41 წლის სოფ. კოჩარა, აფხაზეთი დაბ. თბილისი ვლადიმერ კალატოზიშვილი 1951-92წ. გარდ. 41 წლის სოფ. კოჩარა, აფხაზეთი დაბ. თბილისი

1951-1992 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კალატოზიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

ვლადიმერ კალატოზიშვილი 1951-92წ. გარდ. 41 წლის სოფ. კოჩარა, აფხაზეთი დაბ. თბილისი

თუ შესძლებთ მოგვაწოდეთ ფოტო

ვლადიმერ კალატოზიშვილი დაიბადა 20 დეკემბერი 1950 წელს თბილისში. დაამთავრა 64-ე საშუალო სკოლა, შემდეგ – პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ერეთისკარის სკოლაში მასწავლებლად.


პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, საკვალიფიკაციო კურსებიც გაიარა. მიენიჭა თადარიგის ლეიტენანტის წოდება.

1974-76 წლებში მუშაობდა ცენტრალურ არქივში უფროს მეცნიერ მუშაკად. შემდეგ იქო გაერთიანებას „საქკინოვიდეოს“ უფროსი ინსპექტორი. 16 წელი მონაწილეობდა ქართველ კინემატოგრაფისტთა საქმიანობაში. ხშირად აქვეყნებდა პრესაში სტატიებს ამ სფეროს აქტიურ პრობლემებზე. დაწერილი ჰქონდა 100 ლექსი. დარჩა მშობლები, მეუღლე და ორი შვილი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩაეწერა დივიზია „თბილისელის“ ოფიცრად, იბრძოდა აფხაზეთში. 1992 წლის 7 დეკემბერს გმირულად დაეცა სოფ. კოჩარაში.

1992 წლის 2 – 7 დეკემბრის ბრძოლები (ანუა–რქუ, ათარა–აფხაზური, ათარა–სომხური, კოჩარა, ლაბრა, კუტოლი, ცხენისწყალი).

1992 წლის 1 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფლების გასანთავისუფლებლად, ფართომაშტაბიანი ოპერაცია დაიგეგმა (ოპერაციას გ. ყარყარაშვილი ხელმძღვანელობდა).

2 დეკემბერს ჩვენმა ძალებმა ანუა–რქუს სტრატეგიული სიმაღლის უდანაკარგოდ აღება შეძლეს. ერთ–ერთი აფსუა მებრძოლი (ვალერი ზანთარია) თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ქართველები მოულოდნელად დაგვადგნენ თავზე და ამის გამო იძულებულები გავხდით, რომ სიმაღლე დაგვეტოვებინაო. იგივე ავტორი ორ დაღუპულ მებრძოლს ახსენებს, თუმცა რეალურად მათი დანაკარგი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან რომ, ბრძოლაში მათი მეთაური – დაურ ზანთარია დაიღუპა.

3 დეკემბერს ჩვენებმა ათარა–აფხაზურისა და ათარა–სომხურის მიმართულებით შეუტიეს. ათარა–აფხაზურის აღება და იქ მყოფი ტყვეების (მშვიდობიანი მაცხოვრებლები) განთავისუფლება რამდენი საათში მოხერხდა, თუმცა დაბინდებამდე ჩვენმა ძალებმა უკან დახევის ბრძანება მიიღეს და სოფელი ისევ აფხაზების ხელში გადავიდა. არადა უმძაფრესი ბრძოლების შედეგად სოფელში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა (ჯემალ ქებურია, ინდერ სუბელიანი, ავთანდილ ლემონჯავა, გენადი თოდუა და თენგიზ ნემსიწვერიძე). ნუგზარ ქებურიას კარგად აქვს აღწერილი აქ განვითარებული მოვლენები (ჭიდილი მხეცებთან). მას გარდაცვლილი მეომრების ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული (მათ შორის არიან ოდნავ მოგვიანებით, კოდორის ხიდთან დაღუპული მებრძოლებიც). აფხაზური ვერსიის თანახმად კი ქართველებს მხოლოდ „რამდენიმე“ ადგილობრივი აფსუა უწევდა წინაარმდეგობას. უკან დახევის დროს ეს „რამდენიმე“ კაცი, ქართველებს სწრაფად წინსვლის საშვალებას არ აძლევდა და მარტო ერთ სამკილომეტრიან მონაკვეთზე, ათეულობით ქართველი მეომარი „დაუხოცავთ“. სინამდვილეში ათარა – აფხაზურსა და სომხურში აფსუებს საკმაოდ მოზრდილი ძალები ჰყავდათ მობილიზებული (მათ შორის გუმისთის ფრონტიდანაც). ათარა – სომხურთან ზაურ კვაშილავა (2018 წლის 29 ნოემბერს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა) და ზაზა ახალაია დაიღუპნენ (შესაძლოა სხვა მსხვერპლიც ყოფილიყო).

4 დეკემბერს აფხაზი პილოტი ოლეგ ჩანბა, სოხუმში მხედრიონის შტაბის თავზე, 370 კგ–იანი ბომბის ჩამოგდებას უშედეგოდ შეეცადა.

მეორე დღეს „საქმეში“ უკვე რუსული ავიაცია ჩაერთო. ორმა სუ –25მა ჩვენი საჯარისო ნაწილები ჯერ სოხუმში დაბომბა, შემდეგ კი მდინარე კოდორთან. დაბომბვის შედეგად კოდორის ხიდთან სამი ქართველი მებრძოლი – რომინო შონია, ვიტალი იოსავა და ჯამბულ ახობაძე დაიღუპა. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ქართულ პოზიციებზე, ოჩამჩირის რაიონშიც მიიტანესიერიშები. ერთ–ერთ ეპიზოდში, შეცდომით აფხაზური პოზიციებიც დაბომბეს.

5 დეკემბერს ჩვენი ძალები ისევ გააქტიურდნენ და მათი მორიგი სამიზნე ამჯერად სოფელი კოჩარა გახდა. ასმეთაური პაატა თევზაძე:

ცაგერელმა (ადგილობრივი სოფლიდან) დათო კოპალიანმა პირველმა გაარღვია მოწინააღმდეგის რკალი. დათო მედროშედ, უიარაღოდ მიგვიძღოდა წინ. მან კარგად იცოდა, რომ სიკვდილზე მიდიოდა, მაგრამ თავისი საქციელით ქართველ მებრძოლებს გულს უმაგრებდა. ის სოფელში შესვლისთანავე დაცხრილეს.“ ამ შეტევას მედროშის გარდა , სამი ხაშურელი მებრძოლიც ემსხვერპლა. იერიშის განვითარება ვეღარ მოხერხდა და უკან დავიხიეთ. კოჩარა ისევ აფხაზებს დარჩათ.

იმ დღეს დაიღუპა საჩხერის ბატალიონის მებრძოლი, ხარაგაულელი პაატა თაბაგარიც.

6 დეკემბერს ცხენისწყალს, კოჩარას მეზობელ სოფელს, ჩვენებმა ახალი ძალებით შეუტიეს. თავდაპირველად მოწინააღმდეგის რაოდენობა 50 კაცს არ აღემატებოდა (შარატინი, ჭლოუს შენაერთი და ოთარ ბარგანჯიას ჯგუფი), მაგრამ მალევე მათ გვადას და ჯგერდას ნაწილები შეუერთდნენ და მძაფრი ბრძოლები მეორე დღემდე გაგრძელდა. აფსუებმა თავდაპირველი ძალებიდან შვიდი კაცი დაკარგეს. დაღუპულთა შორის იყო მათი მეთაურიც – მუშნი ხვარცკია. ის აფსუების ერთ–ერთი საუკეთესო საველე მეთაური იყო (ბევრი აფხაზი მას ომის მთავარ გმირად მიიჩნევს.) სხვა დანაკარგები უცნობია. ჩვენი მხრიდან დივიზია „თბილისმა“ ცხრა კაცი დაკარგა (სხვა დანაკარგები???). დაღუპულთა შორის იყო – ვლადიმერ კალატოზიშვილი. მისი ვაჟის მონაგონარი:

მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ერთი კარიდან მამაჩემი შემოასვენეს საკაცეთი, ხოლო ჭიშკრის მეორე კარიდან დედაჩემი ბრუნდებოდა სამშობიაროდან. იმ დღეს ჩემს უფროს დას – შვილი შეეძინა!

7 დეკემბერს ჩვენი ძალების მიერ ტამიშიდან – კუტოლის და ლაბრას მიმართულებით წამოწყებული ოპერაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. მხედრიონელებმა ლაბრა მთლიანად დაიკავეს, მაგრამ მის შესანარჩუნებლად ძალები აღარ ეყოთ და იძულებულები გახდნენ, რომ უკან დაეხიათ. მტერმა სოფელი კუტოლიც შეინარჩუნა. კუტოლი–ლაბრას მონაკვეთზე ჩვენმა დანაკარგმა ექვსი კაცი შეადგინა (ცხრა კაცმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო).

იმავე დღეებში ჩვენი ავიაცია ქალაქ ტყვარჩელს უტევდა. აფხაზური წყაროების თანახმად, დაბომბვების შედეგად დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მაცხოვრებლებიც იყვნენ. 6 დეკემბერს ტყვარჩელის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა რუსულმა ვერთფრენმა, რომელსაც დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავდა (აფსუები ცხადია, რომ უარყოფენ ამ ინფორმაციას).

ჩვენი ძალები სოხუმის რაიონშიც აქტიურობდნენ. 7 დეკემბერს ზემო ეშერის აფხაზური პოზიციების დაბომბვისას, პირველად იქნა გაოყენებული სისტემა – „ურაგანი“.

P.S. 2 – 7 დეკემბრის ბრძოლებისას, ოჩამჩირის რაიონში 30–ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა (ასევე დავკარგეთ ორი ტანკი და ერთი ბმპ–ე). დანაკარგები გვქონდა სოხუმის რაიონშიც.

წარმატებით დასრულდა ანუა–რქუს სიმაღლის და სამოქალაქო ტყვეების განთავისუფლების ოპერაცია. არაკოორდინირებული ქმედებების გამო, ორი აღებული სოფლის (ლაბრა, ათარა–აფხაზური) დატოვება მოგვიწია. ვერ შევძელით ნოემბრის ბოლოს დაკარგული სოფლების (ქეთევანა – კოჩარა – ცხენისწყალი) დაბრუნებაც. საერთო ჯამში ოპერაცია წარმატებული იყო თუ წარუმატებელი, ეს სამხედრო ექსპერტების დავის საგანია. მთავარი თითოეული დაღუპული სამხედროს ვინაობის დადგენა და მათი ხსოვნისადმი სათანადო პატივის მიგებაა.

სურათზე გამოსახული მებრძოლები, დაღუპულთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ (ამ მომენტისთვის ათამდე დაღუპულის ფოტო მომეპოვება). იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში, თითოეული დაღუპულის ვინაობის დადგენას შევძლებ.


რ. როსტიაშვილი (7.12. ლაბრა), თ, ნემსიწვერიძე (3.12. ათარა–აფხაზური)


ზ. ახალაია (3.12. ათარა–სომხური), ვ. კალატოზიშვილი (7.12. ცხენისწყალი)

წყარო ლაშა სირანაშვილი


ვლადიმერ კალატოზიშვილი დაიბადა 1951 წლის 2 იანვარს თბილისში, დაამთავრა 64-ე საშუალო სკოლა, შემდეგ – პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა სოფ. ერეთისკარის სკოლაში მასწავლებლად.პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, საკვალიფიკაციო კურსებიც გაიარა. მიენიჭა თადარიგის ლეიტენანტის წოდება. 1975-76 წლებში მუშაობდა ცენტრალურ არქივში უფროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ იყო გაერთიანება „საქკინოს“ უფროსი ინსპექტორი. 16 წელი მონაწილეობდა ქართველ კინემატოგრაფისტთა საქმიანობაში. ხშირად აქვეყნებდა პრესაში სტატიებს ამ სფეროს აქტიურ პრობლემებზე. წერდა ლექსებს. დარჩა მშობლები, მეუღლე და ორი შვილი.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩაეწერა დივიზია „თბილისში“ ოფიცრად, იბრძოდა აფხაზეთში. 1992 წლის 7 დეკემბერს გმირულად დაეცა სოფ. კოჩარაში.

მარინა ნაჭყებია


შვილი ნანკა კალატოზიშვილი 

ჰყავს დარჩა ვაჟიც, 

შვილი ნანა კალატოზიშვილის ინტერვიუ

ბოლო პე­რი­ოდ­ში მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი ტე­ლეეკ­რან­ზე ხში­რად ჩნდე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის ამ­პლუ­ა­ში. არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს ის სხვა­დას­ხვა დროს პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე. ამის გამო, რო­გორც თა­ვად ჰყვე­ბა, "ტრო­ლე­ბის" აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტია, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ეს სუ­ლაც არ ანაღ­ვლებს.

მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის სურ­ვი­ლი მას შემ­დეგ გა­უმ­ძაფ­რდა, რაც მისი შვი­ლი, დანი, და­ი­ბა­და. და­ნი­ე­ლი ნა­ნ­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილს 2013 წელს კა­ლათ­ბურ­თელ ირაკ­ლი კე­დი­ას­გან შე­ე­ძი­ნა. წყვი­ლი ახლა და­შო­რე­ბუ­ლია.

"მას შემ­დეგ, რაც შვი­ლი გა­მიჩ­ნდა, სამ­ყა­როს მი­მართ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით, შვი­ლის მი­მართ.

ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ვლა­პა­რა­კობ ბევ­რს რა­ღა­ც­ებ­ზე და ვაპ­რო­ტეს­ტებ. მა­ნამ­დეც არ ვი­ყა­ვი ჩუ­მად, თუ რამე არ მომ­წონ­და, მაგ­რამ ბავ­შვის მერე გა­ას­მა­გე­ბუ­ლად და­მე­წყო. მივ­ხვდი, რომ ჩემი ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი და ზო­გა­დად, ახა­ლი თა­ო­ბის მო­მა­ვა­ლი, წყდე­ბა და სი­ჩუ­მე და­ნა­შა­უ­ლია! ეს რომ არ გა­ვა­კე­თო, მერე დანი მოტ­რი­ალ­დე­ბა და მე­ტყვის - "რას აკე­თებ­დი, არ შე­გა­წუ­ხა ამან?!"

ზო­გა­დად, კო­მენ­ტა­რე­ბით დი­დად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. მივ­ხვდი, რომ არ ვარ ექი­მი. ასე რომ იყოს, დი­აგ­ნო­ზის­თვის, კვლე­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რა დო­ნის სი­გი­ჟეს­თან გვაქვს საქ­მე, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ასე გლან­ძღა­ვენ. მაგ­რამ სჯობს, ასე და­ი­ცა­ლონ ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში და გა­რეთ ნაკ­ლე­ბი ზი­ზღით გა­მო­ვიდ­ნენ. მგო­ნია, რომ მე მათ ვეხ­მა­რე­ბი. რო­დე­საც შენი შვი­ლი გა­იზ­რდე­ბა და გკი­თხავს, რას აკე­თებ­დი და "ვტრო­ლა­ობ­დიო", რომ ეტყვი, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, ამით რომ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი და მეტი საქ­მე რომ არ გაქვს. არ­ცერ­თი ეს ადა­მი­ა­ნი მე არ მიც­ნობს. სა­ო­ცა­რი ცი­ლის­წა­მე­ბე­ბია, ისეთ რა­მე­ებს მაბ­რა­ლე­ბენ, ასე რომ მე­ცხოვ­რა, ალ­ბათ, ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი." - თქვა მსა­ხი­ობ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი".

მან ასე­ვე, რამ­დე­ნა­დაც შე­ეძ­ლო, ილა­პა­რა­კა გარ­დაც­ვლილ მა­მა­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომში გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან ომში სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ფა­სად ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა.

"ვერ ვყვე­ბი ამ თე­მა­ზე, ვფუჭ­დე­ბი... 30 წელი გა­ვი­და და ვერ ვხვდე­ბი, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, ომი გინ­დაო. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მე მინ­და ომი, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, ეს რა ტკი­ვი­ლია. სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მი... როცა აცი­ლებ, რო­გორ ბრუნ­დე­ბა... მამა ჩემ­ზე პა­ტა­რა იყო, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, პა­ცი­ფის­ტი და სუ­ლაც არ უნ­დო­და, ვინ­მე მო­ეკ­ლა. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მერე კარ­გა ხანი მისი ფეხ­საც­მე­ლე­ბით დავ­დი­ო­დი..." - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი გადაცემაში "სთორი


ფოტო მოგვაწოდა ლევან ჟვანიამ დაბადებულია სოხუმი აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 08.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0