სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
მერაბ ალექსიძე 1930-93წწ აკადემიკოსი, ფიზიკა, მათემატიკა. წარ. სოფ. ატენი, გორი.

1930-1993 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ალექსიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

378       ბეჭდვა

მერაბ ალექსიძე 1930-93წწ აკადემიკოსი, ფიზიკა, მათემატიკა. წარ. სოფ. ატენი, გორი.

მერაბ ალექსიძე (დ. 8 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1993) — ქართველი მეცნიერი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი.


1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1958-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში. 1964 წელს მოსკოვში, ო. შმიდტის სახელობის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1967 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1973-1975, 1977-1986 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო ნაწილში.

1987 წელს აირჩიეს გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად. 1992 წელს მან პირადი ინიციატივით უარი თქვა დირექტორობაზე და დაიკავა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა. მერაბ ალექსიძემ წარმატებით შეიმუშავა და დანერგა გამოთვლითი მათემატიკის თანამედროვე მეთოდები. საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ახალი მეთოდების დამუშავებას. დიდია მისი წვლილი თეორიული და გამოყენებითი გრავიმეტრიის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი შრომები გეოთერმიის სფეროში, რომლებშიც პირველად არის მოცემული სითბოგამტარებლობისა და თერმოდრეკადობის სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნები. უკანასკნელ წლებში შეასრულა მთელი რიგი გამოკვლევები სეისმოლოგიის, სეისმომეტრიისა და გეოთერმიის სფეროში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.


ჯგუფური ფოტო 1957წ. ბერულავა რევაზ, კიკნაძე ლევან, ალექსიძე მერაბ, შახოვი იური

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ევროპის გეოფიზიკური საბჭო, წევრი

საერთაშორისო გეოფიზიკური საზოგადოება, წევრი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიის ნამდვილი წევრი (1988-)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1982-)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1991-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია



"გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის გრავიმეტრიული მეთოდების დამუშავება და რეალიზაცია"

ბიბლიოგრაფია

Фундаментальные функции уравнений математической физики в приближенных решениях граничных задач : Ч. 2. (ავტორი). - Тбилиси, ТГУ, 2005. - 239с.

Решение некоторых основных прямых и обратных задач сейсмологии (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1990. - 430с.

Фундаментальные функции уравнений математической физики в приближенных решениях граничных задач : Ч. 1. (ავტორი). - Тбилиси, ТГУ, 1989. - 410с.

Решение некоторых основных задач гравиметрии (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1985. - 410с.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.03.2021
ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0