სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ლავრენტი ივანეს ძე ავალიანი  1923-1943წწ სამამულო ომის გმირი 20წლის. გუმათი, წყალტუბო, იმერეთი.

1923-1943 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ავალიანი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ლავრენტი ივანეს ძე ავალიანი 1923-1943წწ სამამულო ომის გმირი 20წლის. გუმათი, წყალტუბო, იმერეთი.

ლავრენტი ივანეს ძე ავალიანი (დ. 6 ოქტომბერი1923სოფ. გუმათი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ― გ. 10 ოქტომბერი 1943) — საბჭოთა კავშირის გმირი (მიენიჭა სიკვდილის შემდეგ 1943 წლის 1 ნოემბერს), მეავტომატე.


დაიბადა გლეხის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს წითელ არმიაში. მდინარე დნეპრის ქვემოწელთან ბრძოლების დროს (1943) ავალიანი შეიჭრა მტრის სანგარში და 30 გერმანელი მოკლა. მომდევნო ბრძოლებში მტრის 18 ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. ქ. მელიტოპოლთან ბრძოლაში (ამ დროს ოცეულს მეთაურობდა) ხელყუმბარით ტანკს ქვეშ შეუვარდა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია სოფელ ნოვოლიუბიმოვკის ძმათა სასაფლაო, ზაპაროჟიეს ოლქის ტომსკის რაიონი(უკრაინა) 

ლავრენტი ივანეს ძე ავალიანი დაიბადა 1923 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1943 წლებში. დაჯილდოებული იყო ლენინისა და წითელი დროშის ორდენით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა ბრძოლაში გამოვლენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის 1943 წლის 16 ნოემბერს (სიკვდილის შემდეგ).


18 წლის მორიდებული ჭაბუკი, კომკავშირის წევრი, თავისი ნებით ჩაერთო დიდ სამამულო ომში. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან დავალებებს აძლევდა. სამჯერ იყო დაჭრილი ბრძოლებში და არც ერთხელ არ დაიცადა, რომ ჭრილობები ბოლომდე მოშუშებოდა - ისევ ომში ერთვებოდა.

სერჟანტმა ავალიანმა 1943 წლის 10 ოქტომბერს უკრაინაში, ზაპოროჟიეში, მოწინააღმდეგის მძლავრი კონტრშეტევის დროს გამოაჩინა მთელი თავისი გმირული ხასიათი. მან ზუსტი ცეცხლით გაანადგურა ერთი გერმანული ტანკი, ხოლო მეორე, რომელმაც თავად იგი სამიზნეში ამოიღო, 40-45 მეტრით ახლოს მოუშვა, შემდეგ კი, ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან განხორციელებული რამდენიმე ზუსტი გასროლით, ისიც გაანადგურა.

მაგრამ ტანკებს ქვეითები მოჰყვებოდნენ, მეავტომატეები. ლავრენტი ავალიანმა ხელის ტყვიამფრქვევით არაერთი მათგანი გაანადგურა - ბოლო ტყვიამდე. როდესაც ტყვიები და ხელყუმბარები მთლიანად დაუმთავრდა, ქართველი გმირი მრავალრიცხოვან მტერს ფინური დანით ეკვეთა. ხელჩართულ ბრძოლაში მან 12 გერმანელი მოსპო და თავადაც დაეცა გმირული სიკვდილით.

ეს მოხდა ხუტორ კანადსკისთან. ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ ქუჩას ლავრენტი ავალიანის სახელი მიენიჭა, ისევე, როგორც წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საშუალო სკოლას.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0