სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
დიმიტრი ბაქრაძე 1826-90წწ. გარდ. 64 წლის, აკადემიკოსი, ეთნოგრაფი.  დაბ. სოფ. ხაშმი, საგარეჯო, კახეთი.

1826-1890 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ბაქრაძე სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

330       ბეჭდვა

დიმიტრი ბაქრაძე 1826-90წწ. გარდ. 64 წლის, აკადემიკოსი, ეთნოგრაფი. დაბ. სოფ. ხაშმი, საგარეჯო, კახეთი.

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე (დ. 26 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1826, სოფელი ხაშმი, თბილისის გუბერნია — გ. 10 (22) თებერვალი, 1890, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1879). 1970 წლიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში


დაიბადა მღვდლის ოჯახში. მამა მას სასულიერო მოღვაწედ ამზადებდა. დაწყებითო განათლება სოფლად მიიღო. 1841 წელს წარმატებით ჩააბარა მისარები გამოცდები თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (1850). 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1852-1857 წლებში ბაქრაძე მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას. ბაქრაძის ინიცოატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886).



1873 წლის 28 ივლისიდან — 1874 წლის 4 იანვრამდე დიმიტრი ბაქრაძემ სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (გურიააჭარაშავშეთიარტანიკლარჯეთი და სხვა). მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ (1878), „შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვა. 1881 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში – თბილისის საეკლესიო მუზეუმი.

ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887) და სხვა. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე). 1880-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი გასცა ქერობე პატკანოვს, რომელიც ხელაღებით უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“, როგორც ისტორიის წყაროს მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბაქრაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ნივთიერი კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“ (რუსულ ენაზე), რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოს და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ.

ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფია და სხვა).


დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

  • „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“. თხზულება. თბილისი. 1880 წ.
  • „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“. თხზულება. თბილისი. 1880 წ.
  • Д. Бакрадзе и Н. Берзенов „Тифлис в историческом и этнографическом отношениях“. 1870г.
  • Д. Бакрадзе „Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“. СПб. 1878г.
  • Д. Бакрадзе „Сборник законов грузинского царя Вахтанга VI. Под редакцией Бакрадзе“. Тифлис. 1887г.
  • ხანთაძე შ.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 240-241.
  • დუმბაძე მ., ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა) — ბათუმი, 1950;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 74, თბ., 1994

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.03.2021
ბოლო რედაქტირება 29.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0