სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ტარიელ შარიფაშვილი 1960-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ზემო ხანდაკი კასპი ტარიელ შარიფაშვილი 1960-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ზემო ხანდაკი კასპი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შარიფაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

ტარიელ შარიფაშვილი 1960-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ზემო ხანდაკი კასპი

ტარიელ ვალერიანის ძე შარიფაშვილი (დ. 20 დეკემბერი1960, სოფ. ზემო ხანდაკი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 სექტემბერი1993სოხუმი) — ქართველი სამხედრო მეთაური, აფხაზეთის ომის (1992-1993) მონაწილე.


1992–1993 წლებში იყო კასპის რაიონის (ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი) გამგებელი. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს მეთაურობდა ძირითადად მოხალისეებისგან დაკომპლექტებულ ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონს; ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.


დაიღუპა 1993 წლის სექტემბერში სოხუმისთვის უკანასკნელი ბრძოლების დროს ქალაქის სადგურის მიდამოებში. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. შარიფაშვილის სახელი ეწოდა ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, ზემო ხანდაკის ცენტრში მოწყობილია მისივე სახელობის სკვერი და დგას ბიუსტი (ავტორი - კასპელი მოქანდაკე დავით ნავროზაშვილი).  ტარიელ შარიფაშვილის სახელი მიკუთვნებული აქვს, ასევე, ქუჩას ქ. კასპში.

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხანდაკი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი.


1992–1993წწ. იყო კასპის რაიონის (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) გამგებელი; აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს მეთაურობდა ძირითადად მოხალისეებისგან დაკომპლექტებულ ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონს; დაიღუპა 1993 წლის სექტემბერში სოხუმისთვის უკანასკნელი ბრძოლების დროს ქალაქის სადგურის მიდამოებში. შარიფაშვილის სახელი ეწოდა ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი; მისი სახელობის სკვერი და ბიუსტი არის ასევე ქ. კასპში. სამხედრო მეთაური, აფხაზეთის ომის (1992-1993) მონაწილე, პოლკოვნიკი.

წყარო: kvira.ge


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)



წინასიტყვაოზის მაგიერ ის ვინც ილიაზე ფიქრისას. საქართველოზე არ ფიქრობს, ის, ვინც მატერიალური გაჭირვების გამო. მხოლოდ საკუთარ, კერძო მომავლის გეგმებს აწყობს. ის, ვისაც. მიაჩნია, რომ. სულიერების. აღორძინების. გარეშე შეიძლება წინ წასვლა, ვერასოდეს გაიგებს.

საქართველოს. დამოუკიდებლობის. მნიშვნელობას რამდენმა თაობამ წაიღო საიქიოში დარდი. საქართველოს დამოუკიდებლობის ვერ აღდგენის გამო. რამდენი დრო, ენერგია, თავდადება და სიცოცხლე შეეწირა ყველაზე მთავარის თავისუფლების მოპოვების ყოვლისმომცველ. სურვილს მაშინ, როცა ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა ღრმა იატაკქვეშეთში აერთიანებდა ნამდვილ.


ქართველებს, ყველაზე დიდ ოპტიმისტ პატრიოტსაც უჭირდა თავისუფალი საქართველოს წარმოდგენა. მზად იყვნენ საბრძოლველად, მაგრამ ერთი წუთითაც. არ ტოვებდათ შიში, რომ დიდი იმპერიები გერ დათმობდნენ ბგემი ილევა, ხალი, როცა ბრძოლა იწყება, მრავალ დამნაშავეს შეიძლება უდანაშაულოც მიჰყვეს, დროში გავრცობილი ბრძოლა კი ყველაზე ძნელი მოსაგებია, რამდენ მოლოდინს იტევდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

კიდევ კარგი, სამშობლოს სიყვარული ჯიუტია და მძლეთამძლე, ცარიელ შარიფაშვილი.

მრავალთაგან განსხვავებით ტარიელ. შარიფაშეილს ჰქონდა მტკიცე შეგნება იმისა, რომ სამშობლოს ბედნიერი მომავლისათვის მსახურების ბევრი. გზა არსებობს და თითოეული მთავარი და ერთადერთია.

მან იცოდა, რომ ბედნიერება არ არის ბევრი. სახლი (ქალაქში, ზღვაზე, მთაში), ბარაქიანი საბანკო ანგარიშები (ურყევ ვალუტაში), გავლენიანი ''მეგობრები,” საჩვენებელი კოლექციები: იარაღების, ძაღლების, ანკესების .. და საერთოდ, საჩვენებელი. ცხოერება.

მისთვის ისეთივე გაუგებარი იყო, როგორც ყველაფერი. არაბუნებრივი. მატერიალურ კეთილდღეობას ამოებული მედროვეები ძალიან არაკომფორტულად გრძნობდნენ მასთან თავს, თუმც რატომ, ამას ვერ ხვდებოდნენ. ისე კი ყველა სიკეთეს იმსახურებდა, სწორედ იმიტომ, რომ მისი ბედნიერება ადამიანებთან ურთიერთობას, სამშობლოს მსახურება-სიყვარულს, ღირსეულ, ვაჟკაცურ ცხოვრებას გულისხმობდა და საერთოდ ბუნებრივი იყო მოქმედებით, მსახურებით, პოზიცია



 პირველ შეხვედრაზე თქვა, რომ ძალიან უყვარდა ისტორიული წიგნები მეფეებზე, რაინდებზე, ქართველების გამარჯვებაზე. მაშინ ვიფიქრე – ეს. რა ნამდვილი მხედართმთავარივით ლაპარაკობს მეთქი. აბა, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს წინ ჩვენი. დროის გმირი იჯდა. გმირი ამ სიტყვის. საუკეთესო გაგებით. ის უკვე გამგებელი იყო და ეს სინამდვილე განსხვავებულ ასპექტში გვაჩვენებდა მის. სახეს. მაშინ ნამდვილი ომი იყო უშუქობით, უგაზობით, უშაქრობით თუმც, პურს კასპიდან. ეზიდებოდნენ გორში, ქარელში, ხაშურში. სახელმწიფო შეთაურის აპარატში, რომ გაიგეს კასპელი ვიყავი პირველი ეს მკითხეს – 'კასპში მართლა თეთრი პური ცხვებაო? 

აქ დატვირთვა მართლა თეთრ პურზე მოდიოდა, ქვეტექსტი კი ასეთი გახლღათ "თეთრი. პური თბილისში არა გეაქვს და თქვენ დედაქალაქზე. კარგი

პური გქონიათო?!.


რა, შრომა, გარჯა და თავდადება უჯდებოდა: ტარიელ  შარიფაშვილს იმ პურით მომარაგება, მარტო.

მან იცოდა. ბატალიონსაც პატრონობდა, თუმცა იმ დროს ის უფრო პოპულარული ამბავი იყო მარიფაშვილის ჯარისკაცები როგორ ვერ სარგებლობდნენ ომის კანონით და უალაფოდ ბრუნდებოდნენ სახლში, 

მან იცოდა, რომ სხვებზე ზემოქმედების უნარი ჰქონდა და უფრთხილდებოდა ამ უნარს, სასიკეთოდ სურდა მისი წარმართვა. შინაგანი დისციპლინით იგი ყოველთვის აღწევდა წარმატებას. მაგრამ შორს იყო ასკეტიზმისაგან. რამდენად უცნაურად უნდა მოგექჩვენოს.

ჩვენ ვინც ვიცნობდით მას პირადად პოეტურის გაგება შეეძლო, მაგრამ არ იყო კაეშანს მიცემული კაცი.

იგი მხნე, კეთილი, თავისი. ხალხის წარსულით და ღირსეულ მხედართმთავართა ისტორიით დაინტერესებული და მოხიბლული ვაჟკაცი გახლდათ.

მან იცოდა გაზეთის ფასი, მნიშვნელობა, და მართლაც ღირსეულად ედგა გვერდში რედაქციას გაზეთი რომ გამოდის და სკოლაში სწავლა არ ჩერდება ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისო, ხშირად მომისმენია მისგან. იმ უშუქობაში გაზეთი შეუფერხებლად გამოდიოდა ღა როგორც სამხედრო ჟურნალისტებმა თქვეს მაშინდელი განთიადის” მასალებმა. ფასდაუდებელი სამსახური გაუწია უახლესი ისტორიის აღდგენის საქმეს. ტარიელ შარიფაშვილის თანადგოით გამომავალ გაზეთში დაბეჭდილი ინფორმაციული.

შენიშვნები თუ ინტერვიუები დღეს უკვე ჩვენი. სამშობლოს ისტორიის უტყუარი დოკუმენტებია.



ფოტო გადაღებულია სოფელი ხანდაკი კასპი, დავით ფეიქრიშვილი


გარდაცვალებამდე სამი დღით აღრე, გამგეობის. შენობის წინ დაგვპირდა “- თუ არ მოვკვდი გაზეთის გავრცელების პრობლემას აუცილებლად. მოვაგვარებო  ისეთი მხნე იყო, ძლიერი, სიცოცხლით სავსე. მის სიკვდილს როგორ წარმოვიდგენდით, როგორ ვიფიქრებდით, როგორ დავუშვებდით.

ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მისთვის საქართველოს ჯარისკაცობა პროფესია არ იყო, ჯარისკაცობა მისი ბედისწერა გახლდათ. მის გარშემო მყოფთ (ვინ იცის, ზოგმა თვალის შევლებაც ვერ მოასწრო) გვიზიდავდა სიალალის განუმეორებელი ხიბლი. იგი თავისთავად გამორიცხავდა ყოველგვარ ყალბს, მოგონილს, ნიღაბისმიერ ურთიერთობებს, მოიცავდა მხოლოდ ნამდვილს, მართალს.

ჩვენ, ჟურნალისტებს, ხშირად გვსაყვედურობენ. უფერული და საშუალო მონაცემების სუბიექტთა მაღალ პიროვნებებად წარმოსახვა რომ შეგვიძლია.

მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ხერხი უადგილოა. ტარიელ შარიფაშვილი ომის თაობის რეალური წარმომადგენელია, შესაბამისი სიმამაცით, უდრეკელობით, ტრაგიზმით. იგი იმ ქართველ ჭაბუკთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც განგება ფართო სარბიელზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს, მათ კი შესწევთ ძალა თავი. დააღწიონ იმ გრძნეულ გარსს, რასაც ჩვეულებრივ პროვინციალიზმს უწოდებენ. ნუ შეგვაშინებს ეს სიტყვა, უნდა სწორად გავიგოთ, რომ პროვინციალიზმში დასახლებულ პუნქტს კი არ ვგულისხმობთ, არამედ აზროვნების სტილსა და მანერას.

დარწმუნებული ვართ ტარიელ შარიფაშვილის ხასიათის მრავალი საინტერესო რამ ჩვენთვის ჩაკეტილ კარს მიღმა დარჩა და ახალი აღმოჩენებიც.

აღარ გველის, მაგრამ ერთი ფაქტია, ასეთი ვაჟკაცების. სიკვდილით ძალიან ბევრი აკლდება ეროვნულ სულს. ტარიელი კი ჩაქრა ისე, როგორც დელგმაში გატანილი ჩირაღდანი.


აკაკი ბასლანძე

აკაკი ბასლნძის (დაბადებულია სოხუმი 1959 წელს ვეტერანი, სოხუმის და აფხაზეთის მხედრიონის უფროსი) მოგონება, 16 სექტემბერს სოფელ ბირცხაში შეტევის დროს აფეთქების შემდეგ მივიღე მრავლობითი ჭრილობები, გადამიყვანეს აგუძერის სამხედრო გოსპიტალში, იქ შემხვდა კასპის გამგებელი ტარიელ შარიფაშვილი, რომელიც დაჭრილი იყო მუცლის არეში, ტვყიით გამჭოლი ჭრილობა, ექიმი იყო გენო ადამიას შვილი ელგუჯა, რომელმაც ჭრილობები დაუმუშავა, მიუხედავად ექიმის დაჟინებული მოთხოვნისა ტარიელი არ დარჩა საავადმყოფოში, ჩემს ბიჭებს ვერ მივატოვებ მელოდებიანო.`



ნანა მერებაშვილი გაზეთი განთიადის რედაქტორი (კასპი) დაბ. 1958წწ



წყარო გიორგი მარგიშვილი შვილთან ნიკოლოზთან ერთად



ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.03.2021
ბოლო რედაქტირება 04.06.2023
სულ რედაქტირებულია 7

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0