სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამამულო ომი 1941-45
შალვა ლოლაძე  1904-1945წწ. ტექსელის აჯანყების მეთაური დაბ. სოფ. ქვემო ხოდაშენი თელავი შალვა ლოლაძე  1904-1945წწ. ტექსელის აჯანყების მეთაური დაბ. სოფ. ქვემო ხოდაშენი თელავი

1904-1945 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

სამამულო ომი 1941-45

გვარი ლოლაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

შალვა ლოლაძე 1904-1945წწ. ტექსელის აჯანყების მეთაური დაბ. სოფ. ქვემო ხოდაშენი თელავი

შალვა ლოლაძე (დ. 5 აპრილი1904თელავის რაიონი სოფ. ქვემო ხოდაშენი — გ. 24 აპრილი1945, კუნძული ტექსელი) — ქართველი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, გერმანელთა ტყვე და შემდგომში ვერმახტის ოფიცერი, რომელიც 1945 წელს სათავეში ჩაუდგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტი-გერმანულ ამბოხებას[1].


მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შალვა ლოლაძე საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1942 წელს იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი და საჰაერო ესკადრონის ხელმძღვანელი. მისი თვითმფრინავი გერმანელებმა უკრაინაში ჩამოაგდეს, ლოლაძე კი დაატყვევეს[2]. ტყვეობაში ყოფნის დროს ის აიყვანეს ვერმახტის შემადგენლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ ლეგიონსა და 822-ე ქვეით ბატალიონ „თამარ მეფეში“. 822 მუშათა ბატალიონი აგვისტოს ბოლოდან 1943 წლიდან იმყოფებოდა დაბა ზანდვორტში და 06 თებერვლის 1945 წლიდან ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე იქნა გადაყვანილი. 1945 წლის 6 აპრილს შალვა ლოლაძის მეთაურობით ბატალიონმა აჯანყება წამოიწყო დამპყრობელი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. შალვა ლოლაძე ამ უთანასწორო ბრძოლას გმირულად შეეწირა 24 აპრილს, რომელიც დაკრძალული იქნა კუნძულ ტექსელის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას — ჰოგე-ბერგზე შალვა ლოლაძის სახელობის ტექსელის ქართველთა ძმათა სასაფლაოზე.


ყოველი წლის 4 მაისს აღნიშნულ სასაფლაოზე 15:30-16:00 საათამდე, ტარდება გახსენების დღე, სადაც ჰოლანდიის, ბელგიის ქართველობა, საქართველოს ელჩი, კუნძულის ბუხემეიტერის, სულიერი მამა აბიბო ბელგიიდან, გულშემატკივრები მობრძანდებიან, რათა გვირგვინით და ყვავილებით შეამკონ და პატივი მიაგონ შალვა ლოლაძეს და მისი მეომრების სულებს და ხსოვნას.

ყოველი წლის 4 მაისს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ კუნძულ ტექსელზე აჯანყებულთა ხსოვნას და ყვავილებით ამკობენ მათ საფლავებს.


ქართველთა აჯანყება ტექსელზე (ნიდერლ. Opstand der Georgiërs) — ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის შეიარაღებული აჯანყება ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე (ნიდერლანდები1945 წლის 4 აპრილიდან 20 მაისამდე.

ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.

ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან დღეისათვის თითქმის აღარავინაა ცოცხალი. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი — ევგენი არტემიძე ომის დაწყებიდან ზუსტად 69 წლის თავზე, 2010 წლის 22 ივნისს, 90 წლისა გარდაიცვალა.


«« ფონდი დაბრუნება »» Фонд Возвращение»» სია ტექსელის სასაფლაოდან

 წარმოგიდგენთ ფოტომასალას ნიდერლანდებიდან, ( კუნძული ტექსელი - ქ. დე ბურგი.) სადაც აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე  ერთ - ერთ ბუნკერში განთავსებული იყო აჯანყებულ ქართველთა შტაბი. 

  დღეს ბუნკერში აღდგენილია შიდა სივრცე სადაც განთავსებულია პატარა საგამოფენო დარბაზი.  გამოფენილია  ირგვლივ მინდვრებში ნაპოვნი არტეფაქტები. (ქართველები თავდაპირველად  შეიარაღებულნი იყვნენ მხოლოდ ხანჯლებით) და მათი პირადი ნივთები.   ბუნკერის შესასვლელში გამოკრულია კაპიტან შალვა ლოლაძის  მიმართვა მოსახლეობისადმი -  გაიარონ რეგისტრაცია.  

  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კუნძულზე დღესაც იგრძნობა ქართული სული. ქართველთა სასაფლაო ერთ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირშესანიშნაობაა.   

  აქვე ვიწყებთ კუნძულზე დაკრძალულ  საქართველოს მკვიდრთა სიის გამოქვეყნებას.  

    დაღუპულთა სია 1945 წელს შედგენილია აჯანყების ერთ - ერთი ორგანიზატორის ევგენი არტემიძის მიერ.  სიაში არის მხოლოდ სახელები და გვარები. ყველა ითვლება უგზო - უკვლოდ დაკარგულად. სიაში შეყვანილია ის ქართველებიც რომლებიც დაკრძალულნი არიან ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე. დაახლოებით 590 გვარი. 

   ავღნიშნავ, რომ  ეს სია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო არქივში დაცული საარქივო მასალების   საფუძველზე  გადამუშავებულია  ჩვენს მიერ.  ჩასწორებულია გვარები და სახელები,  ზუსტი იდენტიფიცირებისათვის დამატებულია მამის სახელი, დაბადების წელი და ადგილი.

   1. აბზიანიძე კლიმენტი ილიას ძე. 1907 წ. ხონის რ-ნი. სოფ. გუბი. 

2. აბრამიშვილი გიორგი 

3. აფთარიშვილი ვლადიმერი

4. ალავერდოვი სოლომონ (სანიკო) აბრამის ძე. 1914 წ. მცხეთის რ-ნი. სოფ. მუხრანი 

5. ალადაშვილი მიხეილი

6. ალფაიძე ტიხონ ამბაკოს ძე. 1910 წ. 

7. ალთუნაშვილი არსენ ბაგრატის ძე. 1909 წ. თეთრიწყაროს რ-ნი. სოფ, ტბისი

8. ამბოკაძე ნიკოლოზი 

9. ანანიძე რიპატ ჰასანის ძე. 1918 წ. ქობულეთის რ-ნი. სოფ. ლეღვა

10. ანჯაფარიძე აპოლონ ბოცოს ძე. 1920 წ. სენაკის რ-ნი. სოფ. ლეძაძამე

11. ანჯაფარიძე მიხეილ ბოცოს ძე. დაბ. 1907 წ. სენაკის რ-ნი. სოფ. ლეძაძამე. 

12. ანდრიაძე იოსები

13. ანთიძე გივი

14. აფციაური გიორგი

15. არჯევანიძე ვეზირი

16. არსენიძე (უნდა იყოს არძენაძე) ჯემალ  ზუბის ძე. 1906 წ. ქედის რ-ნი. სოფ. დანდალო

17. არუთინოვი გრიგოლი

18. არჩვაძე პავლე

19. არჯევანიშვილი სოლომონ ალექსის ძე.  1907 წ. ყვარლის რ-ნი. სოფ. შილდა. 

20. ასანიშვილი არსენ ილიას ძე. 1911 . თბილისი

21. ასპანიძე ნიკოლოზი (კოლა) ესტატეს ძე. 1918 წ. თეთრიწყაროს რ-ნი

22. ახალაური ვასილ თედოს ძე. 1907 წ. თელავის რ-ნი. სოფ. კონდოლი

23. ახალაია თეოფილე (თომა) ხარლამპრეს ძე. 1910 წ. ლანჩხუთის რ-ნი. 

24. ახალბედაშვილი დარჩო ალექსანდრეს ძე. 1914 წ. გორის რ-ნი. სოფ. ბერშუეთი. 

25. ბებიაშვილი შალვა სპირიდონის ძე. 1897 წ. ზესტაფონის რ-ნი. სოფ. პირველი სვირი

26. ბაბუნაშვილი ალექსანდრე დომენტის ძე. 1923 წ. წყალტუბოს რ-ნი. სოფ. ქვიტირი

27. ბაღათურია მიხეილ იონას ძე. 1923 წ. სენაკის რ-ნი. სოფ. ნოქალაქევი

28. ბაღაშვილი კონსტანტინე (კოტე) მიხეილის ძე. 1921 წ. დედოფლისწყაროს რ-ნი, სოფ. არბოშიკი

29. ბაღაშვილი რომან გიგოს ძე. 1917 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ბოდბე

30. ბაიაშვილი ვასილი 

31. ბაიდოშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. 1918 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ნუკრიანი. 

32. ბაიდოშვილი გიორგი

33. ბალანჩივაძე ვახტანგ ლავრენტის ძე. 1919 წ. სამტრედიის რ-ნი. სოფ. დიდი ჯიხაიში

34. ბალარჯიშვილი მიხეილ ქარუმას ძე. 1912 წ. დედოფლისწყაროსრ-ნი. სოფ. ზემო მაჩხაანი

35. ბალახაშვილი პეტრე

36. ბარჯაძე გაბრიელ გიორგის ძე. 1920 წ. გორის რ-ნი. სოფ. გარდატენი

37. ბაჩალეიშვილი მიხეილი

38. ბაჩანაშვილი ალექსანდრე 

39. ბებრიშვილი დავით ილიას ძე. 1911 წ. ლაგოდეხის რ-ნი. სოფ. საქობო. 

40. ბედოშვილი სიკო ალექსანდრეს ძე. 1905 წ. გორის რ-ნი. სოფ. ოლოზა. 

41. ბეჟუაშვილი ალექსანდრე (ალექსი) ზაქარიას ძე. 1921 წ. ქ. თელავი

42. ბექაური (უნდა იყოს ბაგაური)  ადამ ალიბეგის ძე. 1917 წ. ახმეტის რ-ნი. სოფ. ფიჩხოვანი

43. ბენდელიანი ინდიკო

44. ბენდელიანი ტრიფონი

45.  ბერაია სერაფიონ სოგრატეს ძე. 1920 წ. ხობის რ-ნი. სოფ. შუა ხორგა

46. ბერიშვილი ვასილი

47. ბერუაშვილი არჩილ ივანეს ძე. 1915 წ. ცხინვალის რ-ნი. სოფ. ერედვი

48. ბერუაშვილი ილია ალექსანდრეს ძე. 1911 წ. ქ. ცხინვალი

49. ბერუაშვილი სერგო ალექსის ძე. 1920 წ. ახმეტის რ-ნი. სოფ. მატანი

50. ბეშიძე არქიფო დიმიტრის ძე. 1906 წ. ამბროლაურის რ-ნი. სოფ. ლიხეთი.

51. ბიძინაშვილი ზაქარია. 

52.  ბიტაროვი იაკობ (იაშა) სანდროს ძე. 1901 წ. ბორჯომის რ-ნი. სოფ. გინტური

53.  ბიტიევი ნიკოლოზი

54.  ბიჭიაშვილი სიმონ (სიკო) იოსების ძე. 1910 წ. თბილისი. ლიხაურის ქ. #9 

55.  ბოლქვაძე იუსუფ  დაბ. 1921 წ. ხულოს რ-ნი. სოფ. ციცნცქალაშვილები

56.  ბოლოთაევი დიმიტრი 

57.  ბოლოთაშვილი გრიგოლ ალექსის ძე. 1915 წ. ქარელის რ-ნი. სოფ. ფცა

58.  ბოხაშვილი ვალერიანი (ვალიკო) სანდროს ძე. 1921 წ. ამბროლაურის რ-ნი. სოფ. ურავი

59.  ბოხუა ვლადიმერ ქუტის ძე. 1920 წ. გალის რ-ნი. სოფ. ზემო ბარდღები

60.  ბოჭოროშვილი შოთა

61.  ბუკაშვილი (უნდა იყოს ბიკაშვილი) გიორგი. დედოფლისწყაროს რ-ნი. სოფ. მირზაანი

62.  ბურჯანაძე გიორგი მიხეილის ძე. 1900 წ. ბაღდათის რ-ნი. სოფ. ზეგანი

63.  ბურჯანაძე ზაქარია (შაქრო) უშანგის ძე. 1923 წ. ბაღდათის რ-ნი. სოფ. მეორე ობჩა

64.  ბურჯანიშვილი გიორგი იოსების ძე. 1915 წ. ქ. ქუთაისი

65.  ბუჩაშვილი ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე. 1908 წ. საგარეჯოს რ-ნი. სოფ. გიორგიწმინდა

66.  ვალიევი მიხეილ ბორისის ძე. 1908 წ. ზნაურის რ-ნი. სოფ. ზივლეთი

67.  ვანჯელაშვილი (გვარი დამახინჯებულია) სიმონი 

68.  ვანიშვილი სიმონ გიორგის ძე. 1913 წ.  გორის რ-ნი. სოფ. ატენი

69.  ვაჩეიშვილი ივანე 

70.  ვაშაკიძე შალვა 

71.  ვეროშვილი (უნდა იყოს ბეროშვილი) ვასილ კონსტანტინეს ძე. 1900 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. ზემო კაჭრეთი 

72. ვოლაშვილი (უნდა იყოს მოლაშვილი) არსენ ქიტას ძე. 1921 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ჯუგაანი 

73.  გაბედავა ბენია

74.  გაბუნია პავლე 

75.  გაგნიძე ვალერიან (ვალიკო) ალექსის ძე. 1909 წ. ონის რ-ნი. სოფ. შქმერი

76.  გაგუა ვიქტორი

77.  გაზაშვილი ბაგრატ ვასილის ძე. 1915 წ. თბილისი. ახლ. დ. აღმაშენებლის გამზ. #41

78.  ღარიბაშვილი ალექსანდრე (ალექსი) ალექსანდრეს ძე. 1911 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. ახატანი

79.  გატენოვი წყალობა ილოს ძე. 1910 წ. ახალგორი. 

80.  გვენეტაძე სამსონი  

81.  ღვინიაშვილი ანტონ ალექსანდრეს ძე  1911 წ. ქ. კასპი 

82.  ღვინიაშვილი იორამ ნიკოლოზის ძე. 1909 წ. ყვარლის რ-ნი. სოფ. შილდა 

83.  გეგეშიძე დავითი 

84.  გეგეშეძე მიხეილი

85.  გელაშვილი გიორგი

86.  გელაშვილი სერგო

87.  გეწაძე ბარნაბა

88.  გიგაშვილი დიმიტრი გრიგოლის ძე. 1923 წ. ქ. გორი

89.  გიგლაშვილი (უნდა იყოს გაგლოშვილი) ესტატე ნიკოლოზის ძე. 1905 წ. ქ. ბორჯომი 

90.  გიროევი ვასილი 

91.  გობოზოვი ვიქტორ კოტეს ძე. 1920 წ. ცხინვალის რ-ნი

92.  გოგიაშვილი დავითი 

93.  გოგიაშვილი არმენ 

94.  გოგინაშვილი შალვა

95.  გოგიტაშვილი აბრამ

96.  გოგიტიძე იუსუფი. ქობულეთის რ-ნი. (ოჯახის წევრი გოგიტიძე მ. ) 

97.  გოგიჩაშვილი შალვა ალექსის ძე. 1901 წ. გორის რ-ნი. სოფ. კარალეთი. 

98.  გოგნაძე შალვა

99.  გოგია გიორგი (სავარაუდოდ გრიგოლი) 

100.  გოგნაშვილი ივანე

101.  გოგოლაძე სოლომონი

102.  გოგოლაური ზაქარია

103.  გოგოხია მიხეილი

104.  გოქაძე სერგო გიორგის ძე. 1906 წ. ქ. ქუთაისი

105.  გოლოევი სამსონ კუპას ძე. 1918 წ. ახალგორის რ-ნი

106.  გორგაძე აკაკი

107.  გოცირიძე სიმონ დავითის ძე. 1919 წ. ამბროლაურის რ-ნი. სოფ. ხოტევი

108.  გრძელიშვილი სილიბისტრო ონისიმეს ძე. 1903 წ. ონის რ-ნი. სოფ. სევა 

109.  გრიგორია (უნდა იყოს გრიგოლავა) ხუტა ალექსანდრეს ძე. 1920 წ. სენაკის რ-ნი. შხეფი

110.  გუდუაშვილი გიორგი

111.  გუჯაბიძე სერგო დიმიტრის ძე. 1906 წ. ქ. ბათუმი. 

112.  გუკაშვილი გიორგი

113.  გუკაშვილი მოსე

114.  გულუა ნიკოლოზ სოგრატეს ძე. 1910 წ. ჩხოროწყუს რ-ნი. სოფ. ლეწურწუმე

115.  გურგენიძე კარლო ბალავარის ძე. 1922 წ. ლანჩხუთის რ-ნი. სოფ. ჩოჩხათი

116.  ღურწკაია  ავქსენტი

117.  ღურწკაია ლევანი

118.  დავიდოვი დავითი

119.  დავიდოვი იგორი

120.  დავითაშვილი იოსები

121.  დადუნაშვილი ვლადიმერი

122.  დანდუროვი არმენ გრიგოლის ძე. 1911 წ. კასპის რ-ნი. სოფ. ახალქალაქი 

123.  დანიელაშვილი (უნდა იყოს დანიტაშვილი) შალვა ზაქარიას ძე. 1912 წ. ბორჯომის რ-ნი. სოფ. კიმოთესუბანი

124.  დარბაისელი გიორგი ივანეს ძე. 1920 წ. საგარეჯოს რ-ნი. 

125.  დარჩიაშვილი იოსებ ლაზარეს ძე. 1919 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ანაგა

126.  დაჩკერავა დავითი

127.  დვალი შალვა

128.  დევდარიძე დავით ფიდოს ძე. 1901 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. შრომა 

129.  დევიძე აკაკი ბარნაბას ძე. 1919 წ. სამტრედიის რ-ნი. სოფ. დიდი ჯიხაიში

130.  დეკანოზიშვილი რამინი

131.  ჯაჯანაშვილი მიხეილ ივანეს ძე. 1922 წ. ქ. გურჯაანი. 

132.  ჯანაშია გიორგი ვასილის ძე. 1914 წ. თბილისი

133.  ჯანგველაძე ავქსენტი (უნდა იყოს არსენი) თევდორეს ძე. 1905. აბაშის რ-ნი. სოფ. სამიქაო 

134.  ჯანდაგაშვილი სიმონ ზაქარიას ძე. 1918 წ. საგარეჯოს რ-ნი. სოფ. პატარძეული

135.  ჯაჯნჯღავა აპოლონ დიმიტრის ძე. 1923 წ. მარტვილის რ-ნი. სოფ. ხუნწი 

136.  ჯანჯღავა იაკინთე 

137.  ჯარაშვილი

138.  ჯღარკავა აპოლონ ანდროს ძე. 1919 წ. მარტვილის რ-ნი. სიფ. ნაგვაზაო

139.  ჯღარკავა ნიკოლოზი (ტყვედ ჩავარდა ქერჩში 1942 წლის მაისში) 

140.  ჯღამაძე სპირიდონ იონას ძე. 1920 წ. ქ. სენაკი 

141.  ძაგანია იპოლიტე ალექსის ძე. 1914 წ. მარტვილის რ-ნი. სოფ. ნაჯახავო 

142.  ძაგანია ხუტა

143. ძამაშვილი რევაზი (რეზო) ალექსის ძე. 1921 წ. გარდაბნის რ-ნი. სოფ. მარტყოფი

144. ძიმისტარიშვილი ვარდენი

145. დიდებულიძე იოსები

146. დოღაძე ალექსანდრე იოსების ძე. 1903 წ. საჩხერის რ-ნი. სოფ. ჯილაურთა. 

147. დოკაძე იოსები (სოსო) ვასილის ძე. 1914 წ. ცხინვალის რ-ნი. სოფ. საბაწმინდა

148. ელიზბარაშვილი მიხეილ გიორგის ძე. 1906 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. გურჯაანი 

149. ემიშ ოღლი სულეიმანი 

150. ეპიტაშვილი ვახტანგ დავითის ძე. 1919 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. ბაზალეთი.

151. ერაძე დავითი ივანეს ძე. საჩხერის რ-ნი. სოფ. ბახიოთი

152. ეცედეიშვილი (უნდა იყოს ეცადიეშვილი) დავით მელქოს ძე. 1917 წ. ჩოხატაურის რ-ნი. ძმა გრიშა. 

153. ჟვანია ალექსანდრე

154. ჟვანია ჭიჭიკო 1906 წ, გალის რ-ნი. სოფ. ქვემო ბარდღები

155. ზაალიშვილი მარკოდი (უნდა იყოს ერდო) ფიდოს ძე. 1920 წ. გორის რ-ნი. სოფ. დიდი ატენი

156. ზაქაიძე ნოე 

157. ზაქარიაშვილი ივანე მიხეილის ძე. 

158. ზაკირ ალი ოღლი 

159. ზალდასტანიშვილი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე. 1914 წ. დედოფლისწყაროს რ-ნი. სოფ. ზემო მაჩხაანი

160. ზამთარაძე ვიქტორ მიხეილის ძე. 1910 წ. ქ. სამტრედია. 

161. ზარიძე ვიქტორ გიორგის ძე. 1916 წ. თიანეთის რ-ნი. სოფ. გუდანელები.

162. ზაუტაშვილი რომან ივანეს ძე. 1909 წ. ქ. ყვარელი 

163. ზვიადაძე გრიგოლ სელიმის ძე. 1920 წ. ხარაგაულის რ-ნი. სოფ. კიცხი

164. ზვიადაძე ვარლამ გიორგის ძე. 1911 წ. წყალტუბოს რ-ნი. სოფ. ბანოჯა

165. ზოიძე სულეიმან 

166. ზურაბიშვილი კონსტანტინე

167. ზურაშვილი კონსტანტინე სანდროს ძე. 1916 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ძველი ანაგა 

168. იაგორაშვილი  აბრამ (აბო) დავითის ძე. 1912 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. კალაური  

169. ივანიძე ივანე პავლეს ძე. 1909 წ. ასპინძის რ-ნი. სოფ. აწყვიტა. 

170. იდაძე შოთა ვლადიმერის ძე. 1920 წ. ტყიბულის რ-ნი. სოფ. კურსები

171. ინჯია ნესტორ ივანეს ძე. 1913 წ. მარტვილის რ-ნი. სოფ. სერგიეთი. 

172. იობაშვილი მაკარ ნესტორის ძე. 1921 წ. ონის რ-ნი. სოფ. მთისკალთა

173. ირემაძე ლეონიდე ??

174. ქავთარაძე გიორგი

175. კაგოშვილი მელიტონ ივანეს ძე. 1915 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. ჭანდარი

176. ქაჯაია ილია

177. კაკაბაძე გიორგი დიმიტრის ძე 1915 წ. სამტრედიის რ-ნი. სოფ. დიდი ჯიხაიში

178. კაკაბაძე დავით დიმიტრის ძე  1919 წ. სამტრედიის რ-ნი. სოფ. დიდი ჯიხაიში 

179. კაკაურიძე ვალერიანი

180. კაკულია ვასილ ილარიონის ძე 1907 წ. ზუგდიდის რ-ნი. სოფ. კახათი

181. კაკულია კონსტანტინე

182. კალამაშვილი რევაზი

183. ქალიაშვილი ივანე

184. კალმახელიძე დათიკო მალაქიას ძე. 1918 წ. ონის რ-ნი. სოფ. სომიწო

185. ქამუშაძე ალექსანდრე მიხეილის ძე. 1908 წ. ქ. ხაშური 

186. კანანოვი გრიგოლ ( გიორგი) ზაქარიას ძე. 1911 წ. თბილისი

187. კანდელაკი მიხეილი

188. ყანდაშვილი გიორგი (გოგია) გიორგის ძე. 1921 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. მაღარო

189. კამჩხაძე (გვარი დამახინჯებულია) ალექსანდრე 

190. კაპანაძე ალექსანდრე

191. კაპანაძე გრიგოლი

192. კარაპეტოვი არმენი

193. კარაული ნიკოლოზი

194. კარსანიძე ვალერიანი (უნდა იყოს ვლადიმერი) 1917 წ. ხონის რ-ნი. სოფ. მათხოჯი 

195. კახაძე (უნდა იყოს კახიძე) მამედ 

196. კაცაძე ვახტანგ გრიგოლის ძე. 1921 წ. თბილისი

197. კაციტაძე გიორგი

198. კაჩირაშვილი (უნდა იყოს ხაჩირაშვილი)  ვლადიმერ დიმიტრის ძე. 1912 წ. ქ. ფოთი 

199. კაჩირაშვილი (უნდა იყოს ხაჩირაშვილი)  შალვა 

200. ყაჭიური ვალერიანი (უნდა იყოს ვლადიმერი) გიორგის ძე. 1908 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. გრემისხევი

201. კაჩმაზოვი იოსებ ანდროს ძე. 1908 წ. ლაგოდეხის რ-ნი. სოფ. ფონა

202. ქაშაკაშვილი ვალერიან (ვალერი) პარმენის ძე. 1913 წ. თერჯოლის რ-ნი. სოფ. სიმონეთი

203. ქვალორია (უნდა იყოს ქვილორია) გერასიმე ბართლომეს ძე. დაბ. 1906 წ. ლანჩხუთის რ-ნი.  

204. კვანტალიანი გიორგი მათეს ძე. 1910 წ. სამტრედიის რ-ნი. სოფ. ღანირი

205. კვარაცხელია იოსებ კონდრატეს ძე. 

206. ქვაცაბაია მეგონა ჯოტოს ძე. 1922 წ. გალის რ-ნი. სოფ. ცხირი

207. კვაჭანტირაძე მიხეილ დიმიტრის ძე. 1910 წ. ჩოხატაურის რ-ნი. სოფ. ზომლეთი 

208. კოკოსკერია სერაფიონი (საიდ) მისოს ძე. 1918 წ. გუდაუთის რ-ნი. სოფ. ჯირხვა

209. კვიტატიანი ნიკოლოზ ვასილის ძე. 1902 წ. მარტვილის რ-ნი. სოფ. აბედათი

210. ქელეხსაევი იაგორ გრიგოლის ძე. 1918 წ. 

211. ქენქაძე ნიკოლოზი

212. ქერაშვილი გიორგი დავითის ძე. 1920 წ. ლაგოდეხის რ-ნი. სოფ. მშვიდობიანი

213. კერ ოღლი კონსტანტინე

214. კეჩხუაშვილი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე. 1915 წ. გორის რ-ნი. სოფ. ძევერა

215. კიკაბიძე ვასილ სერაფიონის ძე. 1908 წ. აბაშის რ-ნი. სოფ. გეზათი

216. კიკნაძე მიხეილი 

217. კიკუტაძე მიხეილ დავითის ძე. 1920 წ. ვანის რ-ნი. სოფ. ყუმური

218. კილაძე ვლადიმერი

219. კილასარიძე შალვა

220. ქისიშვილი ელიზბარი

221. კობალაძე შალვა (შალიკო) ვასილის ძე. 1907 წ. ზნაურის რ-ნი. 

222. კობახიძე დავითი

223. კობიაშვილი ივანე სანდროს ძე. 1914 წ. ყვარლის რ-ნი. სოფ. ჭიკაანი

224. ყოლბაია ვლადიმერი - გალის რ-ნი

225. კორაევი ვასილ გიორგის ძე. 1918 წ. დუშეთის რ-ნი. 

226. ქორიძე აკაკი გერასიმეს ძე. 1918 წ. წყალტუბოს რ-ნი. სოფ. ოფურჩხეთი

227. ქოზაშვილი იოსები

228. კოტრიკაძე გიორგი

229. ყოჩიშვილი ილარიონ ილიას ძე. 1920 წ. ქ. ცხინვალი 

230. ქოაიავა მიხეილ ილარიონის ძე. 1902 წ. ქ. აბაშა

231. კრაწაშვილი დავით ივანეს ძე. 1915 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ნუკრიანი

232. კუდუხოვი დანიელ ვასილის ძე. 1908 წ. 

233. კუკულავა შალვა კალენიკეს ძე. 1914 წ. ლანჩხუთის რ-ნი. სოფ. ზემო აკეთი. 

234. კულუმბეგაშვილი ივანე კონსტანენეს ძე. 1914 წ. ქარელის რ-ნი. სოფ. ახალსოფელი

235. კუპატაძე ალექსანდრე

236. კუპატაძე ბაგრატ ივლიანეს ძე. 1907 წ. ზესტაფონის რ-ნი. სოფ. ქვედა საზანო

237. კუპრაშვილი სავლე

238. კუტარიშვილი (უნდა იყოს კუპრაშვილი) ვალერიან (ვალიკო) ალექსანდრეს ძე. 1905 წ. საჩხერის რ-ნი. სოფ. არგვეთი. 

239. კუხალაშვილი ვალერიანი (ვალიკო) ლუკიანეს ძე. 1913 წ. ხონის რ-ნის სოფ. კინჩხა

240. კუხალეიშვილი ნიკოლოზ (კოლია) ივანეს ძე. 1914 წ. ზუგდიდის რ-ნი. სოფ. ჩხორია

241. კუჭუხიძე ივანე

242. ლაზარაშვილი ვახტანგ ვასილის ძე. 1915 წ. გორის რ-ნი. სოფ. ნიქოზი

243. ლაკსური (გვარი დამახინჯებულია) სიმონი

244. ლალიანი (უნდა იყოს ლალაიანი) რუბენ გრიგოლის ძე. 1915 წ. თბილისი


245. ლელაძე შოთა ვასილის ძე. 1920 წ. ჭიათურის რ-ნი. სოფ. ხრეითი

246. ლიპარტია გრიგოლ ძუკუს ძე. 1916 წ. სენაკის რ-ნი. სოფ. მენჯი 

247. ლობჟანიძე მიხეილი 

248. ლობჟანიძე შალვა


249. ლოლაძე შალვა გიორგის ძე. 1914 წ. ქ. თელავი

250. ლომთაძე ალექსანდრე

251. ლორია ტარას მოსეს ძე. 1915 წ. სამტრედიის რ-ნი. 

252. ლუხუტაშვილი გრიგოლი

253. მალზაგიშვილი (უნდა იყოს მარსაგიშვილი) ილია

254. მაძღარაშვილი მიხეილ ბესარიონის ძე. 1916 წ. დედოფლისწყაროს რ-ნი. სოფ. ზემო მაჩხაანი

255. მაზანაშვილი გიორგი (გიგო) ნიკოლოზის ძე. 1898 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. ზემო კაჭრეთი

256. მაღლაკელიძე ვლადიმერ მათეს ძე. 1915 წ. სოფ. სამება. 

257. მაღლარიძე ( გცარი დამახინჯებულია) დავითი

258. მაისურაშვილი ისააკ

259. მაისურაძე ოქრო ფილიპეს ძე. 1909 წ. ახალქალაქის რ-ნი

260. მაკარიძე ივანე

261. მამაჯანაშვილი დავით ზაქარიას ძე. 1916 წ. სოფ. ახალსოფელი

262. მამისაშვილი დავით ქიტესას ძე. 1908 წ. საგარეჯოს რ-ნი. სოფ. მანავი

263. მამუკაძე ნიკოლოზ თევდორეს ძე. 1905 წ. კასპის რ-ნი. სოფ. გარიყულა

264. მამუჩაშვილი სიმონ დავითის ძე. 1919 წ. ცაგერის რ-ნი. სოფ. ლაილაში

265. მარგალიტაძე შერე

266. მარგველაშვილი აკაკი დომენტის ძე. 1906 წ. თერჯოლის რ-ნი. სოფ. ნაგარევი

267. მარქაროვი ისააკ ვოსკანის ძე. 1916 წ. დმანისის რ-ნი. სოფ. მაშავერა (გორინჯუკი). 

268. მარქაროვი ნიკოლოზი

269. მატარაძე ნოდარი

270. მატეტიშვილი ალექსანდრე

271. მათიაშვილი ( ამ შემთხვევაში მოთიაშვილი) პავლე მიხეილის ძე. დუშეთის რ-ნი. სოფ. მეჯილაურები.

272. მაურაშვილი (უნდა იყოს მასურაშვილი) ბაგრატ ილიას ძე. 1915 წ. გორის რ-ნი. სოფ. მეჯვრისცევი

273. მახარაძე ნიკოლოზ მაქსიმეს ძე. 1907 წ. ქ. ჭიათურა. 

274. მაჭავარიანი სერგო ნიკოლოზის ძე. 1908 წ. ბაღდათის რ-ნი. სოფ. საკრაულა 

275. მაჭარაშვილი ბაგრატი

276. მღებრიშვილი ანტონი

277. მღებრიშვილი სტეფანე ალექსის ძე. 1897 წ. ქარელის რ-ნი. 

278. მებონია შოთა როსტომის ძე. 1912 წ. წალენჯიხის რ-ნი. სოფ. ობუჯი

279. მეზვრიშვილი ნოე ტარიელის ძე. 1922წ. გორის რ-ნი. სოფ. ქვემო რეხა

280. მეკოკიშვილი აბელ ყაზარის ძე. 1910 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. ვაზისუბანი

281. მეკოკიშვილი გიორგი

282. მექუდიშვილი ( სახელი და მამის სახელი უცნობია) ახმეტის რ-ნი. სოფ. მატანი

283. მელაძე დავითი

284. მელიქიძე ზურაბი

285. მრელაშვილი ალექსანდრე (სანდრო) იოსების  ძე. 1913 წ. თელავის რ-ნი. სოფ. იყალთო

286. მესხი ბენედიქტე

287. მეტრეველი ამბროსი მარკოზის ძე. 1913 წ. ონის რ-ნი. სოფ. ბარი

288. მეცხვარიშვილი ანდრო გიორგის ძე. 1919 წ. გორის რ-ნი. სოფ. მერეთი

289. მიქავა რომან კოწიას ძე. 1901 წ. წალენჯიხის რ-ნი. სოფ. ჯგალი

290. მიქაძე მიხეილი

291. მინდიაშვილი ვიქტორ ვარლამის ძე. 1911 წ. ტყიბულის რ-ნი. სოფ. კითხიჯი

292. მინდიაშვილი გივი 

293. მირზანაშვილი (უნდა იყოს მირზაშვილი)  ალექსანდრე (სანდრო) ივანეს ძე. 1912 წ. ტყიბულის რ-ნი. სოფ. ოჯოლა

294. მირცხულავა ღუღუნი ვიქტორის ძე. 1920 წ. სენაკის რ-ნი. 

295. მიშვიძე ლევანი 

296. მოისწრაფიშვილი ისააკი

297. მოლაშვილი (ამ შემთხვევაში უნდა იყოს მილაშვილი) ილია ვასილის ძე. 1912 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. მაღარო 

298. მორბელაძე  დავითი 

299. მოწონელიძე რომან პავლეს ძე. 1898 წ. ამბროლაურის რ-ნი. 

300. მთავრიშვილი შალვა მიხეილის ძე. 1915 წ. თბილისი.

301. მურჯიკნელი გრიგოლი

302. მურჯიკნელი მიხეილ გიორგის ძე. 1920 წ. დმანისის რ-ნი. სოფ. გომარეთი. 

303. მუხაშვილი (უნდა იყოს მუსაშვილი)  ვლადიმერ გიორგის ძე. 1912 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. ბაზალეთი

304. მჭედლიშვილი ვალერიან (ვალიკო) ივანეს ძე. 1920 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. ახატანი 

305. მჭედლიშვილი ზაქარია

306. ნადარაია ილია

307. ნადარეიშვილი შოთა ვლადიმერის ძე.. 1919 წ. აბაშის რ-ნი. ონტოფო. 

308. ნანობაშვილი გაბრიელ ზაქარიას ძე. 1923 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ვაქირი 

309. ნაობაშვილი (უნდა იყოს ნანობაშვილი)  ნიკოლოზ დავითის ძე. 1918 წ, სიღნაღის რ-ნი. სოფ. ვაქირი

310. ნაფეტვარიძე ილია პარმენის ძე. 1916 წ, ვანის რ-ნი. სოფ. შუამთა

311. ნაროუშვილი ვარდენ მათეს ძე. 1910 წ. ჩხოროწყუს რ-ნი. სოფ. ახუთი

312. ნატაბელაძე (გვარი დამახინჯებულია)  დავითი

313. ნადიბაიძე (აქ უნდა იყოს ნადიბაძე) მიხეილ გაბრიელის ძე. 1918 წ, მცხეთის რ-ნი. სოფ. ახალდაბა

314. ნატროშვილი გიორგი 

315. ნატროშვილი იოსებ დავითის ძე. 1919 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. შრომა 

316. ნატროშვილი თეიმურაზ ილიას ძე. 1920 წ. დედოფლიწყაროს რ-ნი. სოფ. მაჩხაანი

317. ნაცვლიშვილი ლავრენტი პოლიკარპეს ძე. 1906 წ. გარდაბნის რ-ნი. სოფ. მარტყოფი

318. ნაცვლიშვილი შოთა

319. ნიკოლაშვილი ვასილ არჩილის ძე. 1912 წ. ოზურგეთის რ-ნი. სოფ. შუა ბახვი

320. ნიკოლაიშვილი გრიგოლ შალვას ძე. 1921 წ. ოზურგეთის რ-ნი. 

321. ნიკოლაიშვილი მურმანი

322. ნიკოლოზაშვილი ვასილ ერმილეს ძე. 1912 წ. ხაშურის რ-ნი. 

323. ნიკოლოზიშვილი გაბრიელი

324. ნიკუაშვილი სარდიონ ბასას ძე. 1915 წ. ლაგოდეხის რ-ნი. სოფ. საქობო

325. ნიკურაძე სიმონი

326. ნონიაშვილი ბადალ მიხეილის ძე. 1912 წ. დმანისის რ-ნი. 

327. ოგრაფიშვილი (უნდა იყოს ოღრაფიშვილი) რუბენ - საგარეჯოს რ-ნი. სოფ, ხაშმი

328. ოდიშარია გიორგი მიხეილის ძე. 1921 წ. სენაკის რ-ნი. სოფ. ნოსირი

329. ოქროულიძე (უნდა იყოს ოქრომელიძე)  გაბრიელ ბესარიონის ძე. 1904 წ. ახალციხის რ-ნი. სოფ. მუსხი

330. ომერ ოღლი იოსები

331. ომიაძე ვალერიანი

332. ბოდაველი  არჩილ ალექსის ძე. 1917 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. ლამოვანი

333. ოსორაული ივანე

334. ოსეფაშვილი გიორგი

335. ოსიტაშვილი გიორგი

336. ოსტანჯიევი ვალერიანი

337. ოთარაშვილი შოთა

338. ოტიაშვილი გიორგი

339. პავლიაშვილი გურგენი

340. ფანცულაია ალექსანდრე ერასტის ძე. 1906 წ. სენაკის რ-ნი. სოფ. ნოქალაქევი

341. პაპავა გრიგოლ გაბრიელის ძე. 1910 წ. სამტრედიის რ-ნი. სოფ. ნაბაკევი 

342. პეტრიაშვილი ანტონ სანდროს ძე. 1917 წ.  ყვარელი. 

343. ფილიევი ექვთიმე კიმას ძე. 1919 წ. ზნაურის რ-ნი. 

344. ფირცხალაიშვილი ვახტანგი


345. ფიცხელაური ვახტანგ გიორგის ძე. 1906 წ. ქ. ბაქო. 

346. ფოფხაძე კარპე

347. ფოთოლაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე. 1920 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. მჭადიჯვარი

348. ფოჩხუა სპირიდონი

349. ფუხაშვილი შალვა

350. ფუხაშვილი იასონ ალექსანდრეს ძე. 1903 წ. ქარელის რ-ნი. სოფ. აბისი

351. ფხაკაძე კონსტანტინე

352. ფხაკაძე ვალერიანი 

353. რაზმაძე გიორგი

354. რევაზიშვილი სარქის ბაღდოს ძე. 1915 წ. გურჯაანის რ-ნი. სოფ. ვაზისუბანი

355. რეხვიაშვილი ვასილი

356. როგავა სპირიდონი

357. რთველაძე პარმენ გიორგის ძე.  1922 წ. ონის რ-ნი. 

358. რთველიევი არსენი  თელავის რ-ნი. 

359. რუაძე ნიკოლოზი.  გურჯაანის რ-ნი. სოფ. ჩუმლაყი

360. საბანაძე პავლე იაკობის ძე. 1921 წ. ონის რ-ნი. სოფ. სორგითი

361. ცაგარეიშვილი აკაკი დავითის ძე. 1921 წ. ხონის რ-ნი. სოფ. გოჩაჯიხაიში

362. საღირაძე (ამ შემთხვევაში საღინაძე) ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. 1911 წ. ცაგერის რ-ნი. სოფ. ლუხვანო

363.  სადაღაშვილი ბაგრატ გიორგის ძე. 1907 წ. გორის რ-ნი. სოფ. ქვახვრელი

364. სალარიძე ვლადიმერ ილიას ძე. 1906 წ. ქ. ფოთი. 

365. სალუქვაძე ვალერიანი (ვალიკო) გიორგის ძე. 1908 წ.  ლანჩხუთის რ-ნი. სოფ. ქვემო აკეთი

366. სამადაშვილი ივანე. დმანისის რ-ნი. სოფ. გომარეთი. 

367. სამხარაძე დავითი

368. სამხარაძე პეტრე

369. სანაძე ბესარიონი

370. სანაძე სერგო

371. სანაკოევი სპირიდონი

372. სანაკოევი ნიკოლოზ ზაქარიას ძე. 1912 წ. ბორჯომის რ-ნი

373. სანდაძე (უნდა იყოს სანდოძე) ირაკლი გიორგის ძე. 1920 წ. ასპინძის რ-ნი. სოფ. სარო

374. სანიკიძე კარლო (კალისტრატე) ალექსანდრეს ძე. 1914 წ. ვანის რ-ნი. სოფ. ფერეთა. 

375. სანთელაძე ნიკოლოზ სპირიდონის ძე. 1909 წ. ამბროლაურის რ-ნი. სოფ. ჭრებალო

376. სარქისაშვილი გიორგი 

377. სარჯველაძე ალექსანდრე ივანეს ძე. 1918 წ. ლანჩხუთის რ-ნი.

378. სარდლიშვილი ივანე გიორგის ძე. 1917 წ. თეთრიწყაროს რ-ნი. სოფ. თონეთი

379. სარიშვილი ვალერიან სერაფიონის ძე. 1913 წ. ლანჩხუთის რ-ნი

380. სართანია გრიგოლი

381. საცერაძე  ალექსანდრე სიმონის ძე. 1909 წ. ზესტაფონის რ-ნი. სოფ. საზანო. 

382. სვანიძე ერმილე 1911 წ. ხობის რ-ნი. 

383. სელიმაშვილი დიმიტრი ივანეს ძე. 1907 წ. ქ. დმანისი. 

384. სილაგაძე ალექსანდრე ანთიმოზის ძე. 1919 წ. ცაგერის რ-ნი. სოფ. ზოგიში

385. სიმონიშვილი ბაგრატ ზაქარიას ძე. 1919 წ. გორის რ-ნი. სოფ. მერეთი. 

386. სიმონია კლიმენტი ლუკას ძე. 1915 წ. აბაშის რ-ნი. სოფ. ნორიო

387. სიმონია პლატონ ფილიპეს ძე. 1906 წ. აბაშის რ-ნი. მცხ. თბილისი. ლერმონტოვის ქ. # 4

388. სიორდია აკაკი

389. სიორდია სევერიანი

390. სირაძე აპოლონ ილარიონის ძე. 1923 წ. ამბროლაურის რ-ნი. სოფ. შხივანა

391. სირაძე მიხეილი

392. სირანაშვილი გიორგი ზაქარიას ძე. 1916 წ. გორის რ-ნი. სოფ. უფლისციხე

393. სიხუაშვილი გალაქტიონ ივანეს ძე. 1907 წ. დმანისის რ-ნი. სოფ. გომარეთი

394. სომხიშვილი ნიკოლოზი 

395. სტურუა ალექსანდრე

396. სტურუა ვალერიან დომენტის ძე. 1923 წ. სამტრედიის რ-ნი. სოფ. კულაში

397. სულაძე პლატონ ტიმოთეს ძე. 1908 წ. თბილისი. ბოჭორიშვილის ქ. 11 

398. სუნგულია (უნდა იყოს სონგულია) გრიგოლ ბ -ს ძე. 1907 წ. ოჩამჩირის რ-ნი. 

399. სხირტლაძე ვახტანგ კონსტანტინეს ძე. 1919 წ. ყვარლის რ-ნი. სოფ. ენისელი 

400. სხირტლაძე დავით ალექსის ძე. 1916 წ. ონის რ-ნი. სოფ. მთისკალთა

401. სხირტლაძე კონსტანტინე სარდიონის ძე. 1911 წ. ჭიათურის რ-ნი. სოფ. ზოდი

402. სხირტლაძე უშანგი პავლეს ძე. 1921 წ. ყვარლის რ-ნი. სოფ. ბალღოჯიანი.

403. თაბაგარი 

404. თაგვიაშვილი ნიკოლოზი

405. თაგვიაშვილი სიმონ  (სიკო) სიმონის ძე. 1911 წ. კასპის რ-ნი. სოფ. კავთისხევი

406. თაგიევი პავლე

407. თაგნიაშვილი ფილიპე

408. თედეევი ალექსანდრე ტატოს ძე. 1917 წ. ზნაურის რ-ნი. 

409. თამაზაშვილი სერგო ივანეს ძე. 1917 წ. ბოლნისის რ-ნი. სოფ. ცურტავი

410. თანდიდიშვილი ანდრო 

411. თათარიშვილი თედო გიგოს ძე. 1906 წ. ახალგორის რ-ნი. სოფ. ალევი 

412. თათანაშვილი ნიკოლოზი

413. ტატუნაშვილი შალვა ილიას ძე. 1917 წ. ახალგორის რ-ნი. სოფ. ყანჩავეთი

414. თვალაძე ილია დიმიტრის ძე. 1900 წ.  ქ. ქუთაისი. 

415. თევდორაძე მაკარ პავლეს ძე. 1921 წ. აბაშის რ-ნი. სოფ. საესაკოვო

416. თევდორაშვილი ამირან აბრამის ძე. 1918 წ. საგარეჯოს რ-ნი. სოფ. ხაშმი 

417. თოფურია ვალერიან მარკოზის ძე. 1918 წ. აბაშის რ-ნი. 

418. თოფურია ჭიჭიკო

419. თულაშვილი ნიკოლოზი

420. თურქაძე სიმონ გიორგის ძე. 1910 წ. ზესტაფონის რ-ნი. სოფ. საზანო 

421. თუთბერიძე ვარლამ თომას ძე. 1909 წ.  წყალტუბო. 

422. თხელიძე აკაკი სერგოს ძე. 1919 წ. ხარაგაულის რ-ნი. სოფ. ბაზალეთი. 

423. თხელიშვილი ჭიჭიკო 

424. უნაფქოშვილი მიხეილ ვასილის ძე. 1918 წ. საგარეჯოს რ-ნი. სოფ. პატარძეული

425. ურიდია ხრისანტ (ტრისტანი) 1912 წ. მარტვილის რ-ნი. სოფ. ვედიდკარი. შენიშვნა. მიუხედავად იმისა რომ ჯარისკაცი შეყვანილია კუნძულ ტექსელზე დაღუპულთა სიაში, კონტრაზვერვა ,,სმერშ“-ის მთავარი სამმართველოს 1945 წლის 24 აპრილის მონაცემებით ის ტყვედ ჩავარდა 31.08.1941 წ. და ირიცხება ტყვეობიდან განთავისუფლებულთა სიებში.  ინფორმაცია სხვა პიროვნებაზე ასეთი გვარ სახელით  არქივებში არ იძებნება. 

426. ურიდია ალექსანდრე გრიგოლის ძე. 1918 წ. მარტვილის რ-ნი. სოფ. ვედიდკარი. 

427. ურუშაძე ვალერიანი 

428. ხაინდრავა ვალერიანი 

429. ხარაიშვილი ნიკოლოზ ნესტორის ძე. 1910 წ. ლაგოდეხის რ-ნი. სოფ. ბაისუბანი. 

430. ხარიაშვილი იკა (სავარაუდოდ ნიკა) 

431. ხახიაშვილი სამსონ (სიმონ)  ყაზარის ძე. 1922 წ. ქ. ონი 

432. ხახიაშვილი შალვა სიმონის ძე. 1920 წ. გარდაბნის რ-ნი. სოფ. მარტყოფი 

433. ხეთაგუროვი ანტონი  

434. ხიზანიშვილი ილია დავითის ძე. 1906 წ. დედოფლიწყაროს რ-ნი. სოფ. არბოშიკი 

435. ხმალაძე ალექსანდრე ბასილის ძე. 1906 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ნუკრიანი. 

436. ხოზიევი ლეონტი

437. ხოკერაშვილი ფირუზ ნიკოლოზის ძე. 1909 წ. ახმეტის რ-ნი. სოფ. მაღრაანი 

438. ხოსრუაშვილი გიორგი

439. ხუროშვილი არჩილ დავითის ძე. 1922 წ. ქარელის რ-ნი. 

440. ხუციშვილი ვლადიმერი

441. ხუციშვილი გიორგი

442. ხუციშვილი მიხეილი

443. ცაბუტაშვილი გიორგი ილიას ძე. 1907 წ სიღნაღის რ-ნი. სოფ. ბოდბისხევი 

444. ცაგარეიშვილი გოჩა სერაფიონის ძე. 1920 წ. ქ. ქუთაისი. 

445. ცალუღელაშვილი კონსტანტინე (კოსტა) სიმონის ძე. 1912 წ. თიანეთის რ-ნი. სოფ. ზარიძეები

446. წამალაშვილი პავლე ივანეს ძე. 1914 წ. კასპის რ-ნი. სოფ. ქვემო გომი

447. ცირგვავა პეტრე

448. წოწონავა სერგო ლუკას ძე. 1908 წ. მარტვილის რ-ნი. სოფ. აბედათი. მცხ. თბილისი. ფოთის ქ. # 15 

449. წურწუმია კუკური (ილია) კონდრატეს ძე. 1920 წ. ქ. ზუგდიდი.

450. ჩალაური კონსტანტინე გარსევანის ძე. 1909 წ. გორის რ-ნი. სოფ. კარალეთი

451. ჭანტურია ალექსანდრე 

452. ჩაფიძე ნიკოლოზი

453. ჩარგაზია სევერიანე

454. ჩაჩუა რუბენ ექვთიმეს ძე. 1912 წ. სამტრედიის რ-ნი. სოფ. გამოჩინებული

455. ჩაჩუა გიორგი. 

456. ჩანჩიბაძე  ვარლამ (ვაჩე) სამსონის ძე. 1923 წ. ოზურგეთის რ-ნი. სოფ. კინჩკათი. 

457. ჩვალაძე (უნდა იყოს ღვალაძე) ვლადიმერ მიხეილის ძე. 1907 წ. ბაღდათის რ-ნი. სოფ. მეორე ობჩა

458. ჩეჟია გრიგოლ დანიელის ძე. 1919 წ. ზუგდიდის რ-ნი. სოფ. ინგირი. 

459. ჩემინავა ბორისი

460. ჩიგიტაშვიილი თევდორე (თედო) მიხეილის ძე. 1919 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ბოდბისხევი 

461. ჩიკვაიძე დიმიტრი დავითის ძე. 1908 წ. ონის რ-ნი. სოფ. სამთისი

462. ჩილაჩავა ალექსანდრე ივანეს ძე. 1919 წ. სენაკის რ-ნი. სოფ. ეკი 

463. ჩინჩარაშვილი გიორგი 

464. ჩირინაშვილი ვასილ ზაქარიას ძე. 1918 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ჯუგაანი. 

465. ჩიტაშვილი ვასილ მიხეილის ძე. 1913 წ. ქარელის რ-ნი. სოფ. რუისი. 

466. ჩიტიშვილი დავით ვარდოს ძე. 1910 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. ჩინთი

467. ჩიხლაძე პავლე

468. ჩიხლაძე შოთა

469. ჩიჩუა გიორგი სამუელის ძე. 1919 წ. 

470. ჩოლიაშვილი ფიდო 1911 წ. დუშეთის რ-ნი. დაბა ჟინვალი

471. ჭონქაძე ლევან მიხეილის ძე. 1914 წ. დუშეთის რ-ნი. სოფ. ყვავილი. 

472. ჩუბინიძე მიხეილი

473. ჩულაშვილი იოსებ მიხეილის ძე. 1918 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. საქობო

474. ჭუმბურიძე მიხეილი

475. ჩუთლაშვილი დავით გიორგის ძე. 1920 წ. სიღნაღის რ-ნი. სოფ. ბოდბე

476. ჩხარტიშვილი ნიკოლოზი

477. ჩხარტია  (უნდა იყოს ჩარტია) ალექსნდრე

478. ჩხიკვაძე ნიკოლოზი

479. შალამბერიძე ნიკოლოზი  

480. შანიძე ვახტანგი

481. შარაშიძე ნიკოლოზ ვლადიმერის ძე. 1915 წ. თბილისი. 

482. შარიქაძე ლეონიდ დავითის ძე. 1907 წ. ხარაგაულის რ-ნი. სოფ. ლეღვანი

483. შათირიშვილი მიხეილი

484. შატეტიშვილი (უნდა იყოს შათირიშვილი) ალექსანდრე ზურაბის ძე. 1915 წ. თელავის რ-ნი. სოფ. იყალთო

485. შაშიაშვილი (ამ შემთხვევაში შაშვიაშვილი)  მიხეილ იოსების ძე. სიღნაღის რ-ნი. სოფ. მაჩხაანი

486. შველიძე პლატონი

487. შეყილაძე ალექსანდრე გიორგის ძე. 1902 წ. ჭიათურის რ-ნი. 

488. შეყილაძე ვარლამი (ვალერი) ირაკლის ძე. 1918 წ. ჭიათურის რ-ნი. 

489. შეყლაშვილი მიხეილი

490. შელია ამირან ნესტორის ძე. 1913 წ. აბაშის რ-ნი. სოფ. მარანი.

491. შენგელია ევგენი

492. შერმადინი ალექსანდრე გიორგის ძე. 1914 წ. ახალგორის რ-ნი

493. შერმადინი ივანე (ვანუშა) ზაქარიას ძე. 1904 წ. ახალგორის რ-ნი 

494. შიუკაშვილი ივანე

495. შირინაშვილი ვასილი 1911 წ. სავარაუდოდ ახალციხის რ-დან. 

496. შუშანია ბარნაბ არისტარხოს ძე.

497. მუმლაძე ირაკლი პეტრეს ძე.  1919 წ. ლაგოდეხის რ-ნი. სოფ. აფენი

498.  მშვენიერაძე გრიგოლ ავქსენტის ძე. 1910 წ. სამტრედია.  

 499. ჟორდანია შალვა  ვლადიმერის ძე. 1917 წ. ზუგდიდის რ-ნი. სოფ. ოქტომბერი

 500. რუხაძე სერგო სევერიანეს ძე. 1920 წ. ხონის რ-ნი. სოფ. კონტუათი. 

 501. ლაშქარაშვილი იცანე იოსების ძე. 1920 წ. თელავის რ-ნი. სოფ. ლაფანყური.

  502. ჩიტაშვილი ელიზბარ ივანეს ძე. ყვარლის რ-ნი.  სოფ. საბუე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2021
ბოლო რედაქტირება 02.06.2023
სულ რედაქტირებულია 7





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0