სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიული თაკალანძე 1952-14/03/93წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. სოფ. ოტობაია გალი გიული თაკალანძე 1952-14/03/93წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. სოფ. ოტობაია გალი

1952-1993 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თაკალანძე სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

გიული თაკალანძე 1952-14/03/93წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. სოფ. ოტობაია გალი

გიული თაკალანძე კაპიტანი გიული რაფიელის ძე თაკალანძე დაბადებული 1952 წლის   4 თებერვალს გალის რაიონ სოფ. ოტობაიაში.


1993 წლის 13 მარტს რუსული სამხედრო თვითმფრინავებიდან, ქ.სოხუმის მიდამოებში ჩამოყრილი იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობა არ აფეთქდა.


მეორე დღეს ვიცე–პოლკოვნიკ ანდრო მაღლაკელიძის მეთაურობით, ერთ–ერთი ასეთი აუფეთქებელი ბომბის გასანაღმავად, მესანგრეთა რვა კაციანი ჯგუფი სოფელ აჩადარას პოზიციაზე გავიდა. ბომბი ჯანჯღავების ოჯახის ეზოში იყო ჩამოგდებული. მესანგრეთა ჯგუფს ჟურნალისტებიც ახლდნენ. განაღმვის დროს ბომბი აფეთქდა და ახლო რადიუსში მყოფი ყველა ადამიანი იმსხვერპლა. 

დაიღუპა 7 მესანგრე (გიული თაკალანძე, რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხადაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი  ანდრო მაღლაკელიძე), 4 ჟურნალისტი (საქართველოს  პრესცენტრის და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ თანამშრომლები – გიორგი პოპიაშვილი, ალექსანდრე კარაპეტიანი, ჯუმბერ ეზუგბაია, გულიკო გოდოლაძე)  და ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი (???). 

მესანგრეთა ჯგუფიდან მხოლოდ დიტო ტალახაძე გადარჩა, რომელიც ვიცე პოლკოვნიკის ბრძანებით  მეზობელ სახლში ფიცრის მოსატანად იყო წასული.

14 მარტი მესანგრეების ხსენების დღეა!!!


გულიკო გოდოლაძე, რამაზ ბესელია


აკაკი მიმინოშვილი, გიული თაკალანძე

გიული თაკალანძე კაპიტანი გიული რაფიელის ძე თაკალანძე დაბადებული 1952 წლის   4 თებერვალს გალის რაიონ სოფ. ოტობაიაში. სოხუმის სკოლა- ინტერნატის დამთავრებისთანავე 1969 წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. 1992 წლის ომის დაწყების პირველი დღიდან, ჩადგა ქალაქის დამცველთა რიგებში. დანიშნეს  23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა  სამსახურის უფროსად, იყო კაპიტანი.

კაპიტანი თაკალანძე გიული რაფიელის ძე 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა ასეულის სამსახურშია 1992 წლის ოქტომბრიდან .

    1993 წლის 13 მარტს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებიდან ქ.სოხუმის მიდამოებში ჩამოყრილი იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობა არ აფეთქდა. მეორე დღეს გიული თაკალანძემ მიიღო საბრძოლო დავალება სოფ. აჩადარის საბრძოლო პოზიციაზე 500კგ აუფეთქებელი ავია ბომბის განაღმვის შესახებ, მესანგრეების ჯგუი გავიდა სოფ. აჩადარაში საბრძოლო დავალების შესასრულებლად, გასაუვნებელყოფად შემთხვევის ადგილზე გასულ მესანგრეთა ჯგუფს თან გაჰყვა ჯურნალისტებიც. განაღმვის მომენტში ბომბი აფეთქდა და მასთან ერთად იმსხვერპლა კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე    (გვარდიელბი: რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხადაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი  ანდრო მაღლაკელიძე. ჟურნალისტები:  დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ თანამშრომლები  ჯუმბერ ეზუგბაია და  გულიკო გოდოლაძე)  მესანგრეთა ჯგუფიდან გადარჩა მხოლოდ დიტო ტალახაძე რომელიც ვიცე პოლკოვნიკის ბრძანებით წასული იყო მეზობელ სახლში ფიცრის მოსატანად.

სამწუხაროდ მათი ცხედარი ისე იქცა ნაფლეთებად რომ ცალ-ცალკე მათი დაკრძალვა ვერ მოხერხდა.  დასაფლავებულია კურჩენკოს პარკში ძმათა სასაფლაოზე. გიული თაკალანძე დაჯილდოვებულია მედალით მხედრული მამაცობისათვის. 14 მარტი მესანგრეების ხსენების დღეა.

                             


წყარო ლაშა სირანაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.03.2021
ბოლო რედაქტირება 16.10.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0