სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 ალექსი ალექსის ძე ასკაროვი 1901-1971წწ სამამულო ომის გმირი. თბილისი, ქართლი.

1901-1971 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ასკაროვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ალექსი ალექსის ძე ასკაროვი 1901-1971წწ სამამულო ომის გმირი. თბილისი, ქართლი.

ასკაროვი ალექსი ალექსის ძე (1901-12 ოქტომბერი 1971) _ ქალაქი თბილისი. 1943 წლის 10 ოქტომბერს კიევის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;


ალექსი ალექსის ძე ასკაროვი დაიბადა 1901 წელს ქ. თბილისში. ეროვნებით ჩერქეზი. სამოქალაქო ომისა და დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1943-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 17 ოქტომბერს - დნეპის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის. გარდაიცვალა 1971 წელს.


42 წლის ასაკში გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1943 წლის სექტემბერში ასკაროვი უკვე მდინარე დნეპრის ფორსირებაში იღებდა მონაწილეობას. თავის მეგობარ, მორგულიანთან ერთად ასკაროვმა შეაკეთა დაზიანებული სათევზაო ნავები, შეაკოწიწა ტივები და ნიჩბები. 24 სექტემბრის დღის ბოლოს, მტრის უძლიერესი ცეცხლის მიუხედავად, ასკაროვი და მორგულიანი პირველ ასეთ ნავში ჩასხდნენ და საბჭოთა დესანტს გაუძღვნენ წინ. მარჯვენა ნაპირზეც პირველები გადავიდნენ, შეძახილით "Ура!". დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პოზიციების გამაგრების შემდეგ, ასკაროვი და მორგულიანი ისევ მარცხენა ნაპირზე დაბრუნდნენ და დესანტის მეორე ნაწილს გამოუძღვნენ. მათ სულზე მიუსწრეს ნაცისტი ჯარისკაცების მიერ შევიწროებულ პირველ დესანტს. გაერთიანებული ძალებით საბჭოთა დესანტმა უკუაგდო გერმანელები.

ასკაროვმა და მორგულიანმა ჩერნიგოვის მხარის სოფელ ოკუპინოვოსთან სულ 4 ასეთი "რეისი" განახორციელეს და მთელი პოლკი გადაიყვანეს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0