სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ (ხვიჩა) მიქაძე 1964-93წწ. გარდ.  აჩადარა აფხაზეთში დაბ. სოხუმი აფხაზეთი თამაზ (ხვიჩა) მიქაძე 1964-93წწ. გარდ.  აჩადარა აფხაზეთში დაბ. სოხუმი აფხაზეთი თამაზ (ხვიჩა) მიქაძე 1964-93წწ. გარდ.  აჩადარა აფხაზეთში დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მიქაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

თამაზ (ხვიჩა) მიქაძე 1964-93წწ. გარდ. აჩადარა აფხაზეთში დაბ. სოხუმი აფხაზეთი

თამაზ (ხვიჩა) მიქაძე 23-ე ბრიგადა 

1993 წლის 16 მარტს სოფ. აჩადარასთან მიმდინარე ბრძოლის დროს გმირულად დაიღუპა.


დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.   

ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა ლაშა სირანაშვილმა   

თამაზ (ხვიჩა) გივის ძე მიქაძე დაიბადა 1964 წლის 9 თებერვალს ქალაქ სოხუმში. 

თამაზ მიქაძე 1993 წლის 16 მარტს სოფელ აჩადარასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად გარდაიცვალა.


სიკვდლის შემდეგ; დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრულ მამაცობისათვის“.

გარდაიცვალნენ ერთდ გურჯი კოპალიანი 1963-93წ. გარდ. აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი


გარდაიცვალნენ ერთად  გიორგი გურამის ძე თვალთვაძე 1962-93წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოხუმი


იური ომანაძე ომარის ძე 1957-1993წწ გარდ. 36 წლის აფხაზეთში დ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი





თამაზ (ხვიჩა) მიქაძე

თამაზ გივის ძე მიქაძე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს II

საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელთა ბატალიონის რიგებში

ირიცხებოდა 1992 წლის 4 ოქტომბრიდან (ბრძანება N72) და დაინიშნა მესამე

საცეცხლე ოცეულში 1 ნოემბრიდან.

აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს, მან თავი გამოიჩინა,

როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა

მებრძოლმა. მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა

საბრძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 16 მარტს სოფ. აჩადარასთან მიმდინარე ბრძოლის დროს გმირულად

დაიღუპა.

დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 


ავტორი ნუგზარ ქებურია  გ ი ო რ გ ი - ჯ უ მ კ ა  თ ვ ა ლ თ ვ ა ძ ე

                                        

           16 მარტი... დილის 5 საათზე  23-ე ბრიგადის  მზვერავმა სოხუმელმა ბესიკ გეთიამ 1-ლი ბატალიონის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუმისთის ხიდის მისვლამდე სომხების სახლების სარდაფებში იმალებოდნენ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ბოევიკები. რომლებსაც სომხების სახლთან გზა ჰქონდთ ჩაკეტილი...

            თენდებოდა, მაგრამ გარეთ გამოსვლას ვინ გაბედავდა?..  ყველგან „გრადების“  თუ ჰაუბიცების რეაქტიული ჭურვები სტვენა-სტვენით დაფრინავდნენ, მხოლოდ სომხების უშიშარი ძაღლები  ღავღავებდნენ შეუსვენებლად.

            - დაყარეთ იარაღი!.. - გაისმა სარდაფის სარკმელიდან ავაზაკთა  მეთაურის ყვირილი.

          - ენაზე ესროლე! - ომანაძემ მოღრიალე ბოევიკზე ანიშნა გურჯი კოპალიანს.

         გურჯიმ მიზანში ამოიღო სარდაფის სარკმელი და ადგილზე გაშეშდა.

         იური ომანაძემ გურჯი კოპალიანს მოხედა მის მეგობარს სახე ალეწილი  ჰქონდა...

- რა მოხდა?

- პირდაპირ, სარდაფის ფორტოჩკას შეხედე, ხედავ, ყომბარმტყორცნს? - და თითი სომხის ორსართულიან სახლისკენ გაიშვირა, სადაც, ქვემოთ, სარდაფის ვიწრო, ოდნავ შესამჩნევ სარკმელის ქვედა კუთხეში თავი ჰქონდა გამოყოფილი AGS-17 მარკის ავტომატურ ყუმბარმტყორცს.

            ომანაძემ ერთერთ ჩამბელ მებრძოლს  უბრძანა ბატალიონის მეთაურისთვის ეცნობებია შექმნილი მდგომარეობა... თვითონ კი მტკიცედ გადაწყვიტა , გურჯი კოპალიანთან, სოხუმელ გიორგი (ჯუმკა) თვალთვაძესთან და მის განუყრელ მეგობართან თამაზ (ხვიჩა) მიქაძესთან ერთად სახლის სარდაფისკენ თავგანწირული ბრძოლით გაეკვლია გზა და მტრის ბოევიკები როგორმე სარდაფშივე ჩაეხოცა. სიკვდილთან ბრძოლა, რა თქმა უნდა საშინელება იყო, მაგრამ როცა გმირობაზეა, ლაპარაკი, სულით ძლიერი ქართველი მებრძოლები ყველაფერზე მიდიან...

         ტყვიების წვიმაში, ელვის უსწრაფესად მიაღწია იური ომანაძემ სარდაფის სარკმელამდე და გახსნილი ხელყუმბარა ზუსტი სროლით გააძვრინა სარკმელის ქვედა კუთხეში. ძლიერი აფეთქების ხმამ ბანდიტური ფორმირების ბოევიკები პანიკამ მოიცვა, ამით ისარგებლა  გიორგი (ჯუმკა) თვალთვაძემ, სარდაფში როგორღაც შეძვრა და ორი წინასწარ გახსნილი ხელყუმბარებით გაშტერებული შეუვარდა მგლის ხროვას... აფეთქების ტალღამ სახლი შეაზანზარა. სარდაფში კვამლისა და მტვრის ბუღი ავარდა...

    სასიკვდილოდ დაჭრილი ომანაძის გამოყვანა სცადეს გურჯი კოპალიანმა და თამაზ (ხვიჩა) მიქაძემ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში სამივე დაიღუპაა

არსენ გულბანის ვეტერანი მოგონება

ერთი დღით ადრე სანამ დაიღუპებოდნენ ცხონებული ხვიჩა მიქაძე და ჯუმკა(გიორგი)თვალთვოძე ისინი გელოვანის ქუჩაზე მეზობლები იყვნენ ერთმანეთის ერთად იზრდებოდნენ ომშიც ერთად იყვნენ პოზიციებზე(მიმინო)ეერთად დადიოდნენ ერთმანეთს ძმებივით უფრთხილდებოდნენ,წინა დღეს მარტში ორივემ სახლში გამომიარეს მომიკითხეს ,დანაჭერს რამე ხომ არ გჭირდება არსენო ვეხვეწე დარჩით ხვალ წადითპოზიციები ჩემი სახლიდან 1,5საათის ფეხით სავალი იყო,სიცილი დაიწყეს ტრანსპორტი გვყავსო ,გამიყვანეს გარეთ და მეც გავოცდი !თეთრი ცხენი ყავდათ საიდანღაც მითხრეს რაღას მოძრაობებია პოზიციებზე მგონი ემზადებიან იქ უნდა ვიყოთ ბიჭებს ვერ დავაღალატებთო !ვეხვეწე მეც წამოვალ ცხენზე მე დავჯდები თქვენ ფეხით წამოდით (ფეხებში ვიყავი დანაჭერი)უარი მითხრეს შწნ ჯერკიდევ სუსტად ხარ გიჭირს სიარული რამე რომ მოხდეს მერე ჩვენ თავს ვერ ვაპატიებთო ,რაჟოკებს მაინც მოგაწვდით,ტყვიებს დავტენი ვეხვეწე არაფერმა გასჭრა ! ხალისიანი მუდამ ორივე მომღიმარე მახსოვს ცხენზე რომ ამხედრდნენ იხუმრეს ხაჯარადზე უკეთესი ბიჩები ხომ ვართო !?ცხონებულმა დედაჩემა დალოცა რომ არ დამივიწყეს მომიკითხეს!რას და ვინ იფიქრებდა ვინმე რომ ორივე ვერ დაბრუნდდებოდნენ ,ორივე ერთ უბედურ სომხის სახლში აჩადარის სარკესთან ექიმის სახლში ჩასაფრებულ მტერს გმირულად შესწირავდნენ სიცოცხლეს საკუთარ ქალაქს და კუთხეს!უფალმა გაანათლოს მათი სული და მარადიული ხსოვნა ყველა გმირს ვინც სიცოცხლე არ დაიშურა სამშობლოსათვის!






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.03.2021
ბოლო რედაქტირება 14.02.2023
სულ რედაქტირებულია 6

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0