სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლევან ავაქოვი გარდ. 1993 ზემო კინდღიში ოჩამჩირე დაბ. თბილისი ლევან ავაქოვი გარდ. 1993 ზემო კინდღიში ოჩამჩირე დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ავაქოვი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ლევან ავაქოვი გარდ. 1993 ზემო კინდღიში ოჩამჩირე დაბ. თბილისი

სრული ინფორმაცია თეთრი არწივი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165

აფხაზეთის ომში კინდღისის მიდამოებთან გმირულად დაიღუპნენ თბილისელი სომხები, სამი ვაჟკაცი -  რუდიკ ხაჩატურიანი, ივანე(ვანო) სააკიანი  და ლევან ავაქოვი, რომლებმაც  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  შესწირეს საკუთარი სიცოცხლე/ 

Тбилисские армяне  -  Рудик Хачатурян, Иване (Вано) Саакян и Леван Аваков - героически погибли на войне в Абхазии,  (в окрестностях Земо Киндгиси 1 июня 1993 года) отдав свои жизни за Родину.

რუდიკიც, ივანეც და ლევანიც  მსახურობდნენ  თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონში.  რუდიკ ხაჩატურიანი ასეულობით მეტრზე გაშლილ მოწინააღმდეგესთან უთანასწორო ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და ეხვეწებოდა მეომრებს:

- "ტყუილად წვალობთ, მაინც დავიღუპები, მე აქ დამტოვეთ, მტერს გავაჩერებ, თქვენ კი ნუ დაკარგავთ ძვირფას დროსო." 

მაგრამ მეომრებმა რუდიკა არ მიატოვეს! 

რუდიკამ იგრძნო, რომ სისხლისგან იცლებოდა, ცოტა ხანში გონებასაც დაკარგავდა. აიხსნა საკუთარი ტყვია-წამალი და ბიჭების მხარეს გადააგდო.

-  "ტყვიები აიღეთ და ჩემზე ნუ ინერვიულებთ" - დაემშვიდობა

ძმებს რუდიკა... დაიღუპა ზემო კინდღისის მიდამეობში 1993 წლის პირველ ივნისს.

ვანო სააკიანი განსაკუთრებული ადამიანი გამოდგა იყო. გარდა იმისა, რომ ჩინებული მძღოლი იყო, ბრწყინვალედ ერკვეოდა ტექნიკაში. საველე პირობებში ბოლომდე შეეძლო დაეშალა ნებისმიერი მანქანა და შემდეგ ისევ აეწყო. ეს არა მარტო სავალ ნაწილს ეხებოდა, არამედ მანქანის ძრავსაც. ცოტა ხანში შორს გაუვარდა სახელი ვანოს. ასეთი სპეციალისტი ფრონტზე არ არსებობდა და უნდა გენახათ, ხალხს საიდან აღარ მოჰყავდა სამხედრო მანქანები მათ პოზიციაზე...

უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა ზემო კინდღიში, 1993 წლის პირველ ივნისს.

ზემო კინდღისში დაიღუპა აგრეთვე ლევან ავაქოვი,  რომელიც ევაკუაციისთვის განკუთვნილ მანქანას დაცვად გაჰყვა. იგი იყო მანქანის მძღოლი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, რომელიც  მანქანას გაუვალ ადგილებში უბადლოდ მართავდა. ზოგიერთი ადგილი ჩახერგილი იყო წაქცეული ხეებით და ელექტროგადამცემი

ხაზებით. ამას ემატებოდა გზაზე აფეთქებული ტექნიკა, თოვლი,

რომელიც იმ წელიწადს განსაკუთრებით დიდი მოვიდა და

ტალახი. გამოუცდელ მძღოლს მშვიდობიან პერიოდშიც კი

გაუჭირდებოდა იქ გასვლა.... 

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ,  სამივე მებრძოლი დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენებით...

წყარო -  თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი 1992-1993.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0