სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გია ჯოგლიძე  1973-93წწ გარდ. 20 წლის, ათარა არმიანსკაია, ოჩამჩირე, აფხაზეთი დაბ. კაზრეთი ბოლნისი გია ჯოგლიძე  1973-93წწ გარდ. 20 წლის, ათარა არმიანსკაია, ოჩამჩირე, აფხაზეთი დაბ. კაზრეთი ბოლნისი

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯოგლიძე სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

გია ჯოგლიძე 1973-93წწ გარდ. 20 წლის, ათარა არმიანსკაია, ოჩამჩირე, აფხაზეთი დაბ. კაზრეთი ბოლნისი

გია ჯოგლიძე დაიბადა 23 იანვარი 1973წწ დაბა კაზრეთი ბოლნისი გარდაიცვალა 21.02.1993 ატარა არმიანსკაია ბოლნისი 

ოფიციალურ მონაცემებში გარდაცვალების ადგილი სწერია სოფელი აგუძერა

ბოლნისის ბატალიონი რიგითი





1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165

1993 წლის 21 თებერვალი
გოჩას და ლევანის დაკარგვით მიღებული ჭრილობები
ჯერ მოშუშებული არ გვქონდა,
რომ თავს ახალი უბედურება
დაგვატყდა. ტყვარჩელის ფრონტზე, სოფელ ატარა არმიანსკაიას
მიმდებარედ, ბრძოლისას კიდევ
ერთი ვაჟკაცი, გია ჯოგლიძე
დავკარგეთ.
გიორგი ბოლნისიდან იყო. ამ
რეგიონიდან ჩვენს საარტილერიო დივიზიონში ბევრი ხალხი
იბრძოდა. ბოლნისს საკუთარი
ბატალიონიც ჰყავდა, მაგრამ ეს
ორი შენაერთი ისე მჭიდროდ
ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ბოლნისელთაგან
რომელი მებრძოლი ბოლნისს
ეკუთვნოდა და რომელი დივიზიონს, არავინ ვიცოდით. მათი უმრავლესობა ფრონტზე მსუბუქი
არტილერიის დანადგარით, „აგეესით “, მუშაობდა.
გია ჯოგლიძე 20 წლის აფხაზეთის ომში გახდა. მაგრამ
არაჩვეულებრივი ათლეტური მონაცემების და მისი ასაკისთვის
შეუფერებლად ძალზედ გაწონასწორებული ქმედებებით
უბადლო მებრძოლად ჩამოყალიბდა. ბავშვობიდან სპორტს მიჰყო
ხელი. ნიჭიერ, ტანმაღალ და არაბუნებრივი ძალის მქონე
მოზარდს ჭიდაობის მასწავლებელმა „ახალგაზრდა ვეფხვი“
უწოდა. მისი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ცოტა ხანში, ამ
- 96 -
ისედაც მრისხანე ზედმეტსახელს კიდევ ერთი „კლიჩკა“ ვანდამი
დაემატა.
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე უმძიმესი კონტუზია
მიიღო. მისგან გამოწვეული სიმპტომები ისეთი ძლიერი გამოდგა,
რომ გია თბილისის ჰოსპიატალში დააწვინეს.
ცოტა მომჯობინებული გიორგი საავადმყოფოდან კვლავ წინა
ხაზზე მიიწევდა.
- ჯერ იქნებ ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყავი, -
ემუდარებოდა დარჩენას დედა.
- ფრონტზე მყოფ ბიჭებსაც ჰყავთ დედები, მათი თხოვნით
ყველა სახლში რომ დაჩეს, ვინღა იომებს? - თავს იმართლებდა
გია.
ახალგაზრდა ვაჟკაცის მშობელი მიხვდა, რომ მისი
აღზრდილი შვილი სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. თავი დახარა და
ტირილი დაიწყო.
ეს მათი ბოლო საუბარი გამოდგა. ერთმანეთს ორი თვის
შემდეგ კვლავ შეხვდნენ. დედა კვლავ ტიროდა, ოღონდ იგი
ამჯერად თავაწეული შეეგება სამშობლოსათვის დაღუპული
რაინდის ცხედარს.
ათარა[1] (ყოფ. ნაბჟოუ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის ორივე ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:ათარბა-იხუსთა, ნახურზოუ). ზღვის დონიდან 100 მ, შავი ზღვიდან 10 კმ, ოჩამჩირიდან 31 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.03.2021
ბოლო რედაქტირება 16.04.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0