სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბესარიონ კივილაძე გარდ. 1961-93წწ ბაბუშარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი საბურთალო ბესარიონ კივილაძე გარდ. 1961-93წწ ბაბუშარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი საბურთალო ბესარიონ კივილაძე გარდ. 1961-93წწ ბაბუშარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი საბურთალო
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კივილაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ბესარიონ კივილაძე გარდ. 1961-93წწ ბაბუშარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი საბურთალო

ბესარიონ კივილაძე გარდაიცვალა 22.09.1993 ბაბუშარა საცხ. ადგილი თბილისი საბურთალო

1992-1993 თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონი წიგნი http://mematiane.ge/product-details.php?id=6165

მოკლე ბიოგრაფია: http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/173

დაიბადა 1961 წლის 26 დეკემბერს ქალაქ თბილისში.

1980 წელს ფრიადზე დაამთავრა ქ. თბილისის 132–ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1985 წელს.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიიღო სამხედრო განათლება არტილერისტის პროფესიით და მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება.

1985 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი.

1989 წელს მოიპოვა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1989 წელს მუშაობა დაიწყო ფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერმუშაკად. ამავე დროს მიწვეული იქნა ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილ ლაბორატორიაში ერთობლივი გამოკვლევების ჩასატარებლად. 

1989 წელს დაქორწინდა და შეეძინა ორი ქალიშვილი – თინათინი და სოფიო.

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს (გვარდიის) 1992 წლის 20 ნოემბრის №325 ბრძანებით ჩარიცხულ იქნა  პირველი ბრიგადის პირველი სპეცდანიშნულების ასეულში ჯერ ათეულის, შემდეგ ოცეულის მეთაურად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაიღუპა ავიაკატასტროფაში ბაბუშერას აეროპორტში.

დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდებით.


მართალია, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ფიზიკოსთა რიგებშიც
დაგვემატა კაცი. მამუკა კაჭკაჭიშვილი, გარდა იმისა, რომ ფიზიკოსი იყო, მას ასპირანტურის
დამთავრებაც მოესწრო. იგი
ირაკლი ქიმერიძესთან ერთად
კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ
სკოლაში სწავლობდა, ხოლო ბესო
კივილაძე უნივერსიტეტში გაიცნო.
არტილერიაში ოპტიკური
ხელსაწყოების გამოყენება შევასწავლეთ, თორემ ტოპოგრაფია და
გათვლების მათემატიკური ნაწილი მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.
- 140 -
ასეთი ცნობისმოყვარე ადამიანი მე ცხოვრებაში არ მყავს
ნანახი. ყველაფერი აინტერესებდა. ყველაფრის შესწავლა სურდა.
ვინ იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ ამის გაკეთება ერთდროულად
სურდა.

ბესარიონ კივილაძე დაიბადა 1961 წლის 26 დეკემბერს, თბილისში.
132-ე საშუალო სკოლის წარჩინებით დასრულებისთანავე ჩაირიცხა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომლის ასევე წარჩინებით
დამთავრების შემდეგ გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის
ინსტიტუტის ასპირანტი. 1989 წ. ბესომ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა
კანდიდატის ხარისხი მოიპოვა. მას პედაგოგები ახასიათებდნენ, როგორც ნიჭიერ
ფიზიკოს-თეორეტიკოსს, რომელიც აქტიურად მუშაობდა თანამედროვე ფიზიკის ერთერთ აქტუალურ პრობლემაზე. იგი მიწვეული იყო თბილისისა და ჰელსინკის
ტექნიკური უნივერსიტეტების ცნობილ ლაბორატორიებში ერთობლივი მოკვლევების
ჩასატარებლად.
1989 წ. ბესო დაქორწინდა, შეეძინა ორი ქალიშვილი.
აფხაზეთის ომის დროს გულმა ფრონტის ხაზისაკენ გაუწია. მას უნივერსიტეტიდან
მიღებული ჰქონდა ლეიტენანტის წოდება. არტილერისტი იყო, მე-II ბრიგადაში
ოცმეთაურად დაინიშნა. თანამებრძოლები ამბობდნენ: ქვემეხის ჭურვს ისე სვამს
მიზანში, როგორც სანადირო თოფიდან ნასროლ ტყვიასო. ხანმოკლე შესვენებით იყო
ჩამოსული, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ექიმმა საველე პირობებში ყოფნა
აუკრძალა. იმ დღის შემდეგ მკურნალს აღარ უნახავს: „არ შემიძლია, უნდა წავიდე,
ბიჭებს გაჭირვებაში ვერ მივატოვებ და ვერც დაღუპული თანამებრძოლების სისხლს
შევარჩენ მტერს, მრცხვენია თბილისის ქუჩებში სიარული ასეთ დროს…“ ომმა მას
ბევრი მწარე სინამდვილე აჩვენა, რის გამოც გაზეთ „რეზონანსში“ 1993 წლის 26
იანვარს გამოქვეყნა წერილი, რომელსაც გთავაზობთ:
„ქართული ჯარი დღეს ძირითადად მოხალისეებისაგან არის დაკომპლექტებული.
მათი უმრავლესობა წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია, მაგრამ ამის
მიუხედავად, ელემენტარული წესრიგის უქონლობის გამო მოხალისეებისაგან
შემდაგრი ჯარიც კი არ არის ბრძოლისუნარიანი.
დღეს საქართველოს უჭირს და ყველა ქართველი ვალდებულია სამშობლო დაიცვას.
გასაგებია, რომ საკმარისი რაოდენობით არა გვაქვს იარაღი, ტანსაცმელი და სამხედრო
ბაზები, სადაც ახალწვეული სამხედრო მომხადებას გაივლის. მაგრამ ომი არასოდეს
ნიშნავდა მხოლოდ საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას. საომარი მოქმედებისა
და დივერსიული აქტების გამო თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში
დანგრეული და აფეთქებულია გზები და ხიდები, დამწვარი და დანგრეულია
მანქანები. ყოველივე ამის აღდგენას იარაღი არ სჭირდება.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა საომრად ხალხის გაწვევა. ვინც სამშობლოს დასაცავად
წასვლას არ ისურვებს, ისინი დეზერტირებად უნდა გამოვაცხადოთ და მათი ვინაობა
საჯაროდ, ყველას გასაგონად ვამხილოთ.
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გადაჭრას, ცხადია, ერთიანი სამხედრო
ხელმძღვანელობა სჭირდება, ურომლისოდაც ზედმეტია რაიმე დისციპლინისა და
ორგანიზაციაზე ლაპარაკი.
საქართველოს აქვს დიდი პოტენციური უპირატესობა მოწინააღმდეგესთან შედარებით
და იგი ჯერჯერობით ამას ვერ იყენებს. ასეთ ვითარებაში ჩვენი მხრიდან მსხვერპლი
გაცილებით მეტია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, მთელი საქართველო რომ იყოს
ომში ჩაბმული“.
ბესო კივილაძე იყო უაღრესად განათლებული. თავისუფლად ფლობდა რუსულ და
ინგლისურ ენებს, რაც თავისი პროფესიის ამაღლებაში ეხმარებოდა. მისთვის
მიუღწეველი ლიტერატურა არ არსებობდა. სწავლასთან ერთად ეუფლებოდა სპორტის
სხვადასხვა სახეობას.
სამშობლოს ღირსებას მისთვის არაფერი შეედრებოდა, აკი ანაცვალა კიდეც თავი.
1993 წლის 22 სექტემბერს კვლავ ფრონტის ხაზს მიაშურა და ცნობილ
ავიაკატასტროფაში მოჰყვა. მისი ცხედარი ამოუცნობი დარჩა.
ბესარიონ კივილაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II
ხარისხის ორდენით.
ბესო სამუდამოდ დატოვეს ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა სიაში.
საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის შექმნასა და განვითარებაში
განსაკუთრებული წვლილისათვის, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა:
1) საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის საპატიო წევრის წოდება. ამავე
ასოციაციასთან არსებული საპატიო პროფესორის წოდება.
2) მეცნიერებასა და ტექნიკაში აღმოჩენასა და გამოგონებისათვის დაწესდა ბესარიონ
კივილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0