გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ალექსანდრე კუკულდავა ჯემალის ძე დაიბადა ქ. თბილისში 1968 წლის 3 თებერვალს.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/6
1974–1985 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის მე-10 საშუალო სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში ირიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რეგბის გუნდში. 1985 წელს ჩაირიცხა პოლიტექნიკური ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტზე.
1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა სამშენებლო ტექნიკუმი და მიენიჭა მშენებლის კვალიფიკაცია.
1988 წელს მუშაობა დაიწყო ისნის რაიონის მცირე სარემონტო საწარმო ,,დიდოსტატში" მშენებელ-ოსტატის თანამდებობაზე.
1992 წლის მაისში მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში სამაჩაბლოში. კოფლიქტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამხედრო პოლიციაში და დაინიშნა ასეულის მეთაურად. მეგობრები ,,ვაზირა"-ს ეძახდნენ.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 5 ოქტომბერს სოფელ განთიადში დაიკარგა უგზოუკვლოდ.
დაჯილდოვებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის" და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.
ალექსანდრე კუკულდავა
ალეკო კაკულდავა კეთილშობილი ვაჟკაცი იყო. ყმაწვილობიდანვე დიდბუნებოვანი,
მეგობრების სული და გული. მის აზრს იზიარებდნენ, რჩევას ეკითხებოდნენ.
„ვაზირა“ მეგობრებმა შეარქვეს.
სამხედრო სავალდებულო სამსახური ალეკომ გორში დაიწყო და ერევანში დაასრულა.
როცა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი გახდა, ჯერ სამაჩაბლოს იცავდა, შემდეგ
აფხაზეთში გადაინაცვლა და 1992 წლის 4 ოქტომბერს განთიადში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
http://mematiane.ge/docs/16285102606111183497f21.pdf