დუშეთის რაინში გარდაცვლილი 54 მებრძოლი ბადრი პაპიაშვილისგან გადადი ლინკზე
იოსებ თანიაშვილი სერგოს ძე დაიბადა 1970 წლის 27 მაისს ქ. დუშეთში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/25
1976-1987 წლებში სწავლობდა ქ. დუშეთის I საშუალო სკოლაში.
1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. მოსკოვში.
1991 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტზე.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 4 ოქტომბერს გაგრის ტერიტორიაზე დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორეგასლის I ხარისხის ორდენით.
იოსებ სერგოს ძე თანიაშვილი გაწვეული იყო მთაწმინდის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ 1992 წლის 29 აგვისტოს და ჩაირიცხა 103-ე ბატალიონში I ასეულის, II ოცეულის, მეორე ათეულის მეთაურად.
იოსებ სერგოს ძე თანიაშვილი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა გაგრა-ლესელიძის ბრძოლებში. გამოირჩეოდა მეთაურისათვის დამახასიათებელი ორგანიზატორული ნიჭით.
1992 წლის 4 ოქტომბერს იოსებ თანიაშვილი მეორედ შეტრიალდა უკვე მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ქ. გაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრი...
დედა ქალბატონი ლაურა
დათო ეგნატიშვილი დაკ. 1993წ. სოხუმი აფხაზეთი
ავტორი მარინე მელქაძე
იოსებ თანიაშვილი გაგრაში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებების დროს უგზო-უკლოდ დაიკარგა. მის გმირობაზე მასთან ერთად მებრძოლმა დავით ეგნატიშვილმა, სოსოს გმირობაზე ჩანახატი გააკეთა.
დიდება გმირებს ... ეძღვნება ... ს ო ს ო ...თ ა ნ ი ა შ ვ ი ლ ს..
ოქტომბრის - დღეებია ყველას ტკივილით გვახსოვს აფხაზეთის ომი... ომი რომელიც დღემდე ტკივილია ..დღეები როცა ომი დაიწყო , 2 ოქტომბერი გაგრის დაცემისდღეები . ამდღეს ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. ბევრი მებრძოლი გმირულად დაიღუპა. ბევრი მებრძოლი ბრძოლისდროს დღემდე სოსოსნაირად უგზოუკვლოდ დაიკარგნენ... ^ სოსოსთან ერთად მებრძოლმა დათომ სოსოს გმირობაზე ჩანახატი გააკეთა....^
დ ა თ ო ე გ ნ ა ტ ი შ ვ ი ლ ი და ს ო ს ო თ ა ნ ი ა შ ვ ი ლ ი აფხაზეთის ომის დაწყების პირველსავე დღეებში ერთად იბრძოდნენ....იქ მათ გაიცნეს ერთმანეთი... დამეგობრდნენ.... გაგრის ტრაგედიისას.... ს ო ს ო უგზო-უკვლოდ დაიკარგა.... დავითი სიკვდილს გადაურჩა... თბილიში დაჭრილი დაბრუნდა ...გამოკეთდა თუ არა ისევ წავიდა აფხაზეთის დასაცავად და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემისას დავითიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა.....
დათო სანამ გამოკეთდებოდა და წავიდოდა აფხაზეთში.... ახლადშეძენილ მეგობარზე სოსოს გმირობაზე ჩანახატი გააკეთა.....იმდენად განიცდიდა სოსოს დაკარგვას რომ.... ეძმო სოსოს....შეჰფიცა ძმობა, ბრძოლა სიკვდილამდე და სამწუხაროდ...დავითიც დაიკარგა.... და რამდენიმე წლის შემდეგ დავითის დედამ ქალბატონმა ნუნუმ...შემთხვევით სახლში იპოვა დავითის ჩანახატი.... სოსოს გმირობაზე .......და გაზეთ მოლოდინში გამოაქვეყნეს.... ეს წერილი.......
<<< ო მ შ ი შ ე ძ ე ნ ი ლ ი მ ე გ ო ბ ა რ ი >>>
ომზე ბევრს წერენ, მაგრამ რასაც საკუთარი თვალით ნახავ და გაიგებ, რასაც საკუთარი მხრებით გადაიტან, როცა საკუთარითვალებით ჩახედავ სიკვდილს თვალებში, როცა შენი თვალით დაინახავ დაჭრილ მეგობარს ანდა შეტაკების შემდეგ ცოცხლებს თვალს მოშკრავ, ამ განცდებს უბრალო სიტყვით ვერ აღწერ... ეს ყოვლად შეუძლებელია...
ქართველ კაცს მეგობრის სიყვარულში ვერავინ გაეჯიბრება, მაგრამ ომში შეძენილ მეგობარს მაინც არავინ შეედრება..
ს ო ს ო თ ა ნ ი ა შ ვ ი ლ ი იყო ჩემი ომში შეძენილი მეგობარი. კაცი, რომელთანაც შემეძლო გამემხილა ჩემი სულის ტკივილი , ჩემი განცდები და ვრამი....
ს ო ს ო გაგრაში მიმავალ გემზე გავიცანი. ეს იყო 22 წლის მუდამ მომღიმარი, საშუალო სიმაღლის ჭაბუკი. ნამდვილი მეგობარი, მეგობარი და ვაჟკაცი. აი ასეთი დამრჩა მეხსიერებაში... მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახური მშენებელთა ბატალიონში გაატარა და არავითარი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, გასაოცარ გამბედაობას იჩენდა ბრძოლის ხაზზე.... საოცარი იყო მისი ერთგულება მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად, სამშობლოს ერთი გოჯის დასაცავად მზად იყო სამსხვერპლოზე თავისი სიცოცხლეე მიეტანა.....
23 სექტემბრის მშვიდი დილა იყო. უშფოთველად ჭიკჭიკებდნენ ჩიტები, თითქოს მათთვის უჩვეულო არაფერი ხდებოდა...
კოლხიდის ზემოთ ხეობაში გვეკავა საბრძოლო პოზიცია. მშვიდი დილის ფონზე უჩვეულო აღმოჩნდა ჭურვის აფეთქება, დაიწვა ეზოში მდგარი ჩვენი ბმპ, საბედნიეროდ, შიგ არავინ იყო... ძნელი მისახვედრი არ იყო რომ მთაზე განლაგებული მოწინააღმდეგე ხელის გულივით ხედავდა ჩვენს პოზიციებს და მეორე ჭურვით უსათუოდ სახლს ამოიღებდა მიზანში.... სასწრაფოდ ავკრიფეთ საბრძოლო ნივთები, გავანგრიეთ ფანჯარა და გადავხტით სიმინდებში....
ჩვენი ჯგუფი 12 კაცისგან შედგებოდა.... შეიარაღებული ვიყავით მხოლოდ ავტომატებით, ჭურვსაწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა... საჭირო იყო როგორმე დავკავშირებოდით შტაბს... იმათ მოსვლამდე კი სუნთქვაშეკრული ვისხედით სიმინდებში... დრო ნელ-ნელა მიიზლაზნებოდა. საშველი არსაიდან ჩანდა... მტერი კი თანდათან წინ მიიწევდა... სოსომ წამჩურჩულა...<< მანქანას შევახტები და შტაბს ვაცნობებო.... მაგრამ , საუბედუროდ , ამ განზრახვას ასრულება არ ეწერა.... მტერი მანქანას იმწამსვე ააფეთქებდა და ეს იქნებოდა უბრალოდ თავის გაწირვა.....სოსო არ ცხრებოდა . თითქოს არაფრად აგდებდა მოსალოდნელ უბედურებას, ვეღარ ვაკავებდით... ჩვენდა საბედნიეროდ შტაბიდან მომავალი ბმპ შევნიშნეთ... ახლა ის ამოიღეს მიზანში... მთავარი იყო მისი გადარჩენა.... ის მიიტანდა ამბავს შტაბში... ჯავშანტრანსპორტიორმა ცხვირი იბრუნა და უკან წავიდა. გაგვიხარდა, ჩვენები მალე დაგვეხმარებოდნენ, იქნებ გადავრჩენილიყავით... იმ საღამოს სამი მებრძოლი დავკარგეთ.....იმ ავად მოსაგონებელ დღესაც სოსომ ითავა ქართველი მებრძოლების გდარჩენა...
4 ოქტომბრის საღამო იყო... გაგრა უკვე მტერს ეკავა. განთიადში მიმდინარეობდა სასტკი ბრძოლა.... მტერმა საბოლოოდ გაარღვია ჩვენი პოზიციები.... მტრის მახლობლად აღმოჩნდნენ მეომრები, დაჭრილები, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც შ ვ ე ლ ა ს ითხოვდნენ... აქ უკვე სოსოს ვეღარავინ და ვერავითარი სიტუაცია ვერ გააჩერებდა.... თითქოს იმძლავრა ქართულმა გენმა, გენმა ქართველი ხალხის გადასარჩენად რომ დაგვყვა თან...
სოსო ოთხჯერ შეუბრუნდა მანქანით ტანკს, ოთხჯერ წინ გადაურბინა და გამოიყვანა ჩვენი მებრძოლები...ამის შემდეგ კიდევ შებრუნდა, კიდევ სურდა უიმედოდ დარჩენილი მებრძოლების გადარჩენ...მაგრამ, საუბედუროდ, ს ო ს ო იქიდან დაბრუნებული აღარავის უნახავს... უგზო-უკვლოდ დაიკარგა.... ს ო ს ო ს დედას შეუძლია იამაყოს შვილით, ჩვენ ქედს ვიხდით მის წინაშე და მოწიწებით ხელზე ვემთხვევით...
ო მ ი საშინელი რამეა, იქ ბევრჯერ ხდება სასწაულები..... იქნებ, ღმერთმა ინებოს და ახლა და ახლა სასწაული მოხდეს. იქნებ შეუშრეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილების დაკარგულ დედებს ცრემლი ... ღმერთმა ინებოს....>>
უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლი დ ა თ ო ე გ ნ ა ტ ი შ ვ ი ლ ი..... 1993 წლის ოქტომბერი.
დათო ეგნატიშვილი და სოსო თანიაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების პირველსავე დღეებში ერთად იბრძოდნენ.
იქ გაიცნეს ერთმანეთი... დამეგობრდნენ... გაგრის ტრაგედიისას სოსო უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დავითი სიკვდილს გადაურჩა, თბილიში დაჭრილი დაბრუნდა... გამოკეთდა თუ არა, ისევ წავიდა აფხაზეთის დასაცავად და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემისას, დავითიც უგზო-უკვლოდ გაქრა.
დათო ეგნატიშვილის ჩანახატი ომში შეძენილ მეგობარზე: „ს ო ს ო გაგრაში მიმავალ გემზე გავიცანი..საოცარი იყო მისი ერთგულება მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად, სამშობლოს ერთი გოჯის დასაცავად მზად იყო, სამსხვერპლოზე თავისი სიცოცხლე მიეტანა.“
იმ ავადმოსაგონარ დღესაც სოსომ ითავა ქართველი მებრძოლების გდარჩენა. 4 ოქტომბრის საღამო იყო, გაგრა უკვე მტერს ეკავა. მოწინააღმდეგემ საბოლოოდ გაარღვია ჩვენი პოზიციები. მტრის მახლობლად აღმოჩნდნენ მეომრები, დაჭრილები, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც შველას ითხოვდა. სოსო ოთხჯერ შეუბრუნდა მანქანით ტანკს, ოთხჯერ წინ გადაურბინა და გამოიყვანა ჩვენი მებრძოლები. ამის შემდეგ კიდევ შებრუნდა, კიდევ სურდა უიმედოდ დარჩენილი მებრძოლების გადარჩენა. მაგრამ, საუბედუროდ, სოსო იქიდან დაბრუნებული აღარავის უნახავს... უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს
იოსებ თანიაშვილი
იოსებ სერგოს ძე თანიაშვილი გაწვეული იყო მთაწმინდის რაიონის სამხედრო
კომისარიატის მიერ 1992 წლის 29 აგვისტოს და ჩაირიცხა 103-ე ბატალიონში I
ასეულის, II ოცეულის, მეორე ათეულის მეთაურად.
იოსებ სერგოს ძე თანიაშვილი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა გაგრა-ლესელიძის
ბრძოლებში. გამოირჩეოდა მეთაურისათვის დამახასიათებელი ორგანიზატორული
ნიჭით.
1992 წლის 4 ოქტომბერს იოსებ თანიაშვილი მეორედ შეტრიალდა უკვე
მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ქ. გაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი
თანამებრძოლების გამოსაყვანად. რის შემდეგაც დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
დედა ლაურა