ლევანი ქართლელიშვილი გიორგის ძე დაიბადა ქ. თბილისში 1968 წლის 2 თებერვალს. ზოგიერთ წყაროში როგორც ქართველიშვილი
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/29
1974-1983 სწავლობდა ქ თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში.
1983-1987 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის უ. ჩხეიძის სახელობის საამშენებლო ტექნიკუმის საამშენებლო ფაკულტეტზე.
1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ყაზახეთის ოლქში, ქალაქ ჯამბულში (სამხედრო წოდება - ზემდეგი).
ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თავისი სპეციალობით სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე.
1991 წელს მონაწილეოდა სამაჩაბლოში წარმოებულ შეიარაღებულ კონფლიქტში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 23 სექტემბერს ქ. სოხუმთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ. სავარაუდოდ დაკრძალულია სოფ. მაჭარკის ძმათა სასაფლაოზე.
1994 წლის 2 დეკემბრის, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძალებულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლი I ხარისხის ორდენით.
მაიზერ გელოვანი ლევან ქართლელიშვილი (მარჯვნივ) 1992 წლის აგვისტოს თვეში. ჯერ კიდევ აფხაზეთში არ იყო ომი დაწყებული.