სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10496

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნიკოლოზ წიკლაური 1962-93წწ დაკარგ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. ტყარშეტი, ყაზბეგი ნიკოლოზ წიკლაური 1962-93წწ დაკარგ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. ტყარშეტი, ყაზბეგი

1962-1993 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი წიკლაური სია

სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ნიკოლოზ წიკლაური 1962-93წწ დაკარგ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. ტყარშეტი, ყაზბეგი

ნიკოლოზ წიკლაური  ზაქარიას ძე დაიბადა ქ. თბილისში 1962 წლის  4 აპრილს. 


წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/31

1969-1997 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 133-ე საშუალო სკოლაში. 

1980-1982 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებული სამსახურში.

1978-1992 წლებში დაკავებული იყო რაგბით და იყო საქართველოს ნაკრების  წევრი.

1986-1992 წლებში სწავლობდა საქართველოს  სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.

1992 წლის 3 ნოემბრიდან 1993 წლის 22 ოქტომბრამდე ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლად (სამხედრო წოდება - ზემდეგი).    

1993 წლის 22 სექტემბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს  ტრაგიკულად დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს.

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის  III ხარისხის ორდენით.


აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულკად დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს.

     დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით. 

101-ე ბატალიონის მე-2 ასეულის, მე-3 ოცეულის მეომრები 23 წლის ზურაბი და 25 წლის თემურ ზალდასტანიშვილები. 1992-წლის 3-ნოემბრიდან უშიშროების სპეცრაზმში.1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში, რუსი სამხედროების მიერ, თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპნენ. დელისის ქუჩას მიენიჭა ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების სახელი.

აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ოცი წელიწადი გავიდა, მაგრამ უამრავი მშობელი, ახლობელი დღემდე ეძებს ომში დაკარგულ შვილს, ახლობელსა თუ ნათესავის კვალს

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო გმირი ხერხეულიძეების დედა, როდესაც მისი შვილები ბრძოლის ველზე, მის თვალწინ დაეცნენ? ალბათ, ისეთი, როგორიც ბელა ზალდასტანიშვილი იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ოთხი უძვირფასესი ნეშტის ჭირისუფლად. აფხაზეთის ომში ერთბაშად დაკარგა შვილებივით გაზრდილი ტყუპი ძმა და ორიც საკუთარი ვაჟი.



ძმები რომ  ბიძების კვალს გაჰყვნენ და ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურში ჩადგნენ, 

არ  უფიქრია, მუდმივად საფრთხესთან პირისპირ მყოფ შვილებსა და ძმებს ძალიან ნაადრევად, გმირულად თუ მოუწევდათ მამულიშვილური ვალის მოხდა. მაშინაც, უკანასკნელად რომ გააცილა, არ დაეჭვებულა, რომ ის დღე ბოლო იყო, მერე კი წარმოუდგენელი ტკივილის, დაკარგული გვამების ძებნის ხანა დაიწყებოდა. ტყუპი ბიძები - 28 წლისანი, მათი დისშვილები კი 24 და 23 წლის ასაკში დაიღუპნენ. 

1993 წლის 22 სექტემბერს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები და  ვასიკო და ნუკრი წიკლაურები სოხუმში სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის გამოსაყვან ოპერაციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ. მათი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს.



მაშინ 11 ღირსეული ქართველი დააკლდა სამშობლოს, მათი ნეშტების გადმოსვენების საკითხი კი უსასრულოდ გაჭიანურდა.

ბელა ზალდასტანიშვილი  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევა-მოძიების კომისიის თავმჯდომარის სტატუსით სხვის შვილებთან, ძმებთან, მამებთან, ქმრებთან ერთად ეძებდა საკუთარ შვილებსა და ძმებს.  ორიოდე წლის წინ "კვირის პალიტრაშიც" დაიჩივლა,  აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ოცი წელიწადი გავიდა, მაგრამ უამრავი მშობელი, ახლობელი დღემდე ეძებს ომში დაკარგულ შვილს, ახლობელსა თუ ნათესავის კვალს.

ჩვენი მონაცემებით, ომის დროს 800 კაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულიო. მაშინ დაახლოებით იცოდა, სად იყვნენ დაკრძალული მისი ვაჟკაცები...“   

სვეგამწარებულ დედას გულს უკლავდა  პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებები, რომ 2008 წელი ცხინვალის ღირსეულად დამარცხების წელი ყოფილა, იქ იბრძოდნენ ნამდვილი ვაჟკაცები, აფხაზეთში კი ფრონტის ხაზზე ნარკომანები და გამოუსადეგარი ხალხი მიდიოდაო... "ჩემი შვილები, ძმები ზალდასტანიშვილები, და ჩემი ძმები, წიკლაურები, უშიშროების საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში მუშაობდნენ და წელიწადი და სამი თვე იბრძოდნენ განწირული მიწის გადასარჩენად.  არც თვითმფრინავის ხმაზე იმალებოდნენ დაბომბვის შიშით და არც 1993 წლის 16 სექტემბერს თბილისში დაბრუნებულებს უფიქრიათ, რომ აფხაზეთში მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იქ წასვლაზე აღარ უნდა ვიფიქროთო. მამულიშვილური ვალის მოსახდელად წავიდნენ და გმირებად  დაბრუნდნენ", - ამბობს ქალბატონი ბელა.

გმირი ზალდასტანიშვილებისა და წიკლაურების სიცოცხლე ახლა მათ ქალიშვილებში გრძელდება, გოგონებს არ ახსოვთ მამები, მაგრამ ეამაყებათ, ვისი გორისაც არიან. 


12 გვამის იდენტიფიკაცია იგეგმება

წითელი ჯვრის ეგიდით 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე 6 შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია.


2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია ჩატარდა. იდენტიფიცირებისთვის ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს. დნმ-პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს 4 ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა და გაირკვა, რომ ოთხივე ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნის.

6 დეკემბერს წითელი ჯვრის ეგიდით ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ იდენტიფიცირებული 4 ნეშტი ოჯახის წევრებს გადასცა. უახლოეს დღეებში გამოცხადდება კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიკაციის  შესახებ.

კვირის პალიტრა სტატია

http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/15


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.03.2021
ბოლო რედაქტირება 13.08.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0