ლევან ლოგუა იურის ძე დაიბადა ქ. ზუგდიდში 1954 წლის 9 იანვარს.
1970 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის მე-5 საშუალო სკოლა.
1970-1975 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. ამავე დროს მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში.
1975-1976 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. იყო პოლკის კომკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე.
დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ქ. სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეტრში მსახიობად. იყო გამორჩეული დეკლამატორი. მისი ფირი შეტანილი იყო აფხაზეთის რადიოს ოქროს ფონდში.
გადაღებულია ფილმებში: ,,კრაზანა"; მტვერი მზის ქვეშ" და დ. რონდელის ფილმში ,,საჰაერო ხიდი". გატაცებული იყო ფოტო-ხელოვნებით.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმში დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
2024 წლის 5 - 6 აგვისტო.
5 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში 1992-93 წლების რუსეთ - საქართველოს ომის დროს დაღუპული 16 პირის ( 7 მებრძოლი და 9 - მშვიდობიანი მოქალაქე) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
6 აგვისტოს, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 4 მეომარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, დანარჩენი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენეს.
სამხედრო:
1. შალვა ბათლომეს ძე კარტოზია;
2. გოგი ბორისის ძე სიჭინავა;
3. გენადი (გია) გენადი ძე ნიკოლაიშვილი;
4. თემურ მოსეს ძე ბაბლიძე;
5. ლევან იურის ძე ლოგუა;
6. ზაზა გურამის ძე დემეტრაშვილი;
7. მურთაზ ინვერის ძე აკობია ;
სამოქალაქო:
1. დიმიტრი ვლადიმერის ძე აბაშმაძე;
2. ნათელა ალექსანდრეს ასული დიხამინჯია;
3. თამაზი ივანეს ძე ქასრაშვილი;
4. ზაქარია მალაქიას ძე ხარაიშვილი;
5. ელენე ალექსანდრეს ასული ხარაიშვილი;
6. აკაკი გრიგოლის ძე სიგუა;
7. ციცინო ალანია;
8. ილია ეფრემის ძე ნარიმანიძე;
9. ჯემალ შალვას ძე ჩაჩავა;