ბესარიონ მალაქშანიძე გიორგის ძე დაიბადა 1976 წლის 27 სექტემბერს გაგრის რაიონის დაბა პიცუნდაში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/68
1982-1990 წლებში სწავლობდა პიცუნდის საშუალო სკოლაში. შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სამხედრო სასწავლებელში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 28 სექტემბერს დაიკარგა უგზო-უკვლოდ ოჩამჩირე-გალის გზაზე.