სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნუკრი დოლიაშვილი ბეჟანის ძე 1963-92წწ. გარდ. 29 წლის გაგრა, აფხაზეთი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი დაბ. თბილისი ნუკრი დოლიაშვილი ბეჟანის ძე 1963-92წწ. გარდ. 29 წლის გაგრა, აფხაზეთი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი დაბ. თბილისი ნუკრი დოლიაშვილი ბეჟანის ძე 1963-92წწ. გარდ. 29 წლის გაგრა, აფხაზეთი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი დაბ. თბილისი

1963-1992 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დოლიაშვილი სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ნუკრი დოლიაშვილი ბეჟანის ძე 1963-92წწ. გარდ. 29 წლის გაგრა, აფხაზეთი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი დაბ. თბილისი

ნუკრი დოლიაშვილი ბეჟანის ძე დაიბადა 1963 წლის 4 აგვისტოს ქ. თბილისში.



1969-1980 წლებში სწვალობდა ქ. თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში.

1978-1982 წლებში სწავლობდა ზ. ფალიაშვილის მე-2 მუსიკალურ სასწავლებელში, სპეციალობით - დაწყებითი კლასების მუსიკის პედაგოგი. უყვარდა ხატვა, ძერწვა, პოეზია, ნადირობა.


1989-1992 წლებში მუშაობდა მონადირეთა და მეთევზეთა კავშირში ეგერად. ჰქონდა კერძო ბიზნესი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრის ტერიტორიაზე დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

დარჩა მეუღლე-ჯული და ორი შვილი - თამარი და ალეკო.

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.


ნუკრი დოლიაშვილი

ნუკრი ბეჟანის ძე დოლიაშვილი დაიბადა 1963 წ. 4 აგვისტოს ქ. თბილისში.

სწავლობდა 126-ე საშ. სკოლაში. 1978 წ. სწავლა გააგრძელა ზ. ფალიაშვილის სახ.

მე-2 სამუსიკო სასწავლებელში და დაამთავრა 1982 წ. მუშაობდა მუსიკის

პედაგოგად. უყვარდა პოეზია ძერწვა ხატვა ბუნების ტრფიალმა კი მონადირეთა და

მეთევზეთა დაცვის საზოგადოებაში მიიყვანა სამუშაოდ ეგერად.


სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ნუკრი დოლიაშვილი დაიბადა 1963 წლის 4 აგვისტოს, ქ. თბილისში. სწავლობდა თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში. 1982 წელს დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი. 
1992 წლის სექტემბერში ჩაირიცხა ეროვნული გვარდიის მე-4 სპეცდანიშნულების ბატალიონში, „თეთრი არწივი“. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში. 
ნუკრი დოლიაშვილი 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრაში, ძლიერი შეტაკების დროს, გმირულად დაიღუპა. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად... დარჩა მეუღლე და ორი შვილი. 
გუჯარ ყურაშვილი, გენერალ-მაიორი: "ბატალიონ „თეთრი არწივის“ მებრძოლი, ზემდეგი ნუკრი დოლიაშვილი გმირულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, საბრძოლო ოპერაციის დროს 1992 წ. 2 ოქტომბერს. ნუკრი დოლიაშვილმა, აღნიშნულ შეტაკებაში, გამოიჩინა დიდი სიმამაცე. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა ქალაქის დასაცავად. იღებდა ტაქტიკურად სწორ გადაწყვეტილებებს, რითაც გადაარჩინა მრავალი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე. მან ბოლომდე მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში". 
თამარ დორეული-დოლიაშვილი, ნუკრი დოლიაშვილის დედა: „სამშობლოს დასაცავად იარაღს ვიღებ და აფხაზეთში მივდივარ. ვერ ვიჯდები ტელევიზორის წინ... ჩემი ალეკოს წინაშე პირნათელი უნდა ვიყო! რომ მკითხავს - მამა სად იყავი, როდესაც ასე უჭირდა შენს სამშობლოსო.. რა ვქნა, შენ სხვანაირად არ გაგიზრდივარ, “ - ეს იყო ნუკრის უკანასკნელი სიტყვები. ვიცოდით, ვერ გადავაფიქრებინებდით და შევეგუეთ აზრს, რომ უნდა წასულიყო... 1992 წლის 3 სექტემბერი იყო, მე და მამამისმა გავაცილეთ ზღვაზე "თეთრი არწივის" დისლოკაციის ადგილამდე... ომიდან 23 წლის შემდეგ, ჩემი შვილის თანამებრძოლი გავიცანით, რომელიც გვიყვებოდა, როგორ იცავდა და უფრთხილდებოდა მას ნუკრი. მარტოს არსად მიშვებდა, პატარა ხარ და თუ რამე სახიფათო იყო, პირველი თვითონ გარბოდაო. ...2 ოქტომბერს გაგრა დაეცა, ამის შემდეგ ჩემი შვილის კვალი იკარგება. 20 დღის განმავლობაში აეროპორტში ვათენ-ვაღამებდით, ხელში ნუკრის ფოტოსურათით და ყველა ჩამომსვლელს ვეკითხებოდი, ეს ბიჭი ხომ არ გინახავთ-მეთქი. გაგრის დაცემის შემდეგ ჩემი ქმარი სოხუმშიც ჩავიდა. ზოგი არწმუნებდა, საავადმყოფოშია დაჭრილიო, ყველა ჰოსპიტალი მოიარა. იმხანად ომში დაკარგულების ოჯახებში ბევრი ცრუ ზარი შემოდიოდა, მშობლებს ატყუებდნენ, ვიცით, სად არის თქვენი შვილიო. ჩვენც სხვადასხვა ვერსიას ვისმენდით. მერე ჩამოვაყალიბეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფონდი, რომლის მეშვეობითაც მშობლები ოფიციალურად ვთხოვდით მთავრობას დაკარგული შვილების პოვნაში დახმარებას. ნუკრის ძებნაში, წლისთავზე, მეუღლეც გამომეცალა ხელიდან - 54 წლისას ტვინში სისხლი ჩაექცა... მე ნუკრისთან ერთად მოვკვდი, თუმცა, ერთი წამითაც არ ვყოფილვარ მის გარეშე.როცა გავიგებდი, დაღუპული ჩამოასვენესო, ბღავილით სასაფლაომდე მივდევდი ცხედრებს. დღესაც იმ დედებს შევნატრი, ვისაც შვილების საფლავები მაინც აქვთ.
 "...ასეთები ვართ ქართველები _მტერს უთანასწორო ბრძოლაში შევაკვდებით და სიცოცხლეს არ ვზოგავთ. მას შემდეგ, უსაფლავო შვილის დედა ვარ... რომელი ჯარისკაცის საფლავსაც მივადგები, ისაა ჩემი შვილი. შვილო ნუკრი, მე შენი სიხარული მაამებდა, შენი ოცნებები მხიბლავდა, შენი სიყვარული მაცოცხლებდა წარსულის იმ ბედნიერ ხანაში. შენი დაკარგვით სიცოცხლის დღეები დამილიე, შენი დაკარგვით ოცნებების ტაძარი დამინგრიე, ჩემი გასავლელი ბილიკები დამილიე... არ დამშვიდდება დედის გული, სანამ შენი საფლავის მიწას თავს არ დავახლი. არ მივცემ გულს სიხარულის უფლებას, სანამ არ დაგიგულებ ჩემი და მამაშენის ძვალთშესალაგის გვერდით, ჩემო დაუტირებელო შვილო. მაგრამ ეს ხომ ბედია, ასე უცვლელი ქართველთ დედების, რომ მარადჟამს ცრემლში ზელდნენ ბრძოლით დაფერფლილ შვილების გვამებს. მართალია, სიცოცხლის ცოტა დრო დამრჩა, მაგრამ იქნებ გიპოვო. „იქნებ“ - კვლავ იმედი და მოლოდინია... ლოდინი გვასულდგმულებს... დიდი რამ ყოფილა ლოდინის იმედი. ლოდინში გავიდა მრავალი უძილო, თეთრადნათევი, ცრემლის ტბად ქცეული ღამეები... ლოდინი, მაგრამ როდემდე??? შვილის სიკვდილის შემდგომ განვლილი დრო არ იკურნება. ჩვენი უკანასკნელი ამოსუნთქვაც სამშობლოსათვის თავგანწირულ, დაკარგულ შვილებს ეკუთვნით." - ამონარიდი თამარ დორეული-დოლიაშვილის წერილიდან. 
2016 წელს, საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას III კვარტალში, პატარა სკვერს ნუკრი დოლიაშვილის სახელი მიენიჭა. 
ნუკრი დოლიაშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2018 წლის 24 აგვისტოს

"საბრძოლო ბატალიონ "თეთრი არწივის" მებრძოლი, 29 წლის ზემდეგი ნუკრი დოლიაშვილი გმირულად დაიღუპა აფხაზეთში საბრძოლო ოპერაციის დროს, კერძოდ, გაგრაში 1992 წლის 2 ოქტომბერს", - ეს ოფიციალური ცნობაა თბილისელი ბიჭის დაღუპვაზე, რომელსაც თანამებრძოლებმა "პატარა რემბო" შეარქვეს. 4 აგვისტოს ნუკრი დოლიაშვილი 55 წლის გახდებოდა... სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 26 წლის შემდეგ ნუკრის დედა თამარ დორეული ცრემლით იხსენებს ტკივილით აღსავსე დღეებს.

"სხვაგვარად არ შემიძლია"

- სამმა მეგობარმა აფხაზეთში წასვლა გადაწყვიტა. ნუკრიმ, სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია, ომში 16 წლის ბიჭები იხოცებიან და ტელევიზორით ვუცქირო მათ სიკვდილსო? ვიცოდით, ვერ გადავაფიქრებინებდით და შევეგუეთ აზრს, რომ უნდა წასულიყო... მისმა მეგობრებმა წასვლა გადაიფიქრეს, ნუკრი კი მაინც წავიდა. 1992 წლის 3 სექტემბერი იყო. მე და მამამისმა გავაცილეთ "თეთრი არწივის" დისლოკაციის ადგილამდე. ნუკრი გია ყარყარაშვილის მამასთან მუშაობდა ეგერად. გიას უთქვამს მამისთვის, 20 კარგი ბიჭი გამომიგზავნეო. ნუკრის გიას მამისთვის უთქვამს, თუ წავალ, გიასთან წავალო. სამი დღე მივდი-მოვდიოდით ზღვაზე, სადაც "თეთრი არწივის" დისლოკაციის ადგილი იყო, სატვირთო ავტომანქანა, რითაც უნდა წასულიყვნენ, მწყობრიდან იყო გამოსული, ვერავინ აამუშავა, ბოლოს ნუკრი შეძვრა მანქანის ქვეშ და შეაკეთა. მცხეთამდე მივყევით ჩვენი მანქანით. მას შემდეგ შვილი აღარ გვინახავს.

მოკლეს, მოკლეს!

- ომიდან 23 წლის შემდეგ ჩემი შვილის თანამებრძოლი გავიცანით, რომელიც გვიყვებოდა, როგორ იცავდა და უფრთხილდებოდა ნუკრი, მარტოს არსად მიშვებდა, პატარა ხარო და თუ რამე სახიფათო იყო, პირველი თვითონ გარბოდა.

2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. გამთენიისას თითქოს ვიღაცამ ყურში ჩამძახა, მოკლეს, მოკლესო! საწოლიდან დაფეთებული წამოვხტი, მაგრამ ჩემს შვილზე ავი მაინც არ მიფიქრია. 3-4 ოქტომბერს შევარდნაძემ რუსეთთან განიარაღებაზე რომ მოაწერა ხელი, მამშვიდებდნენ, ნუ გეშინია, ნუკრი უვნებლად დაბრუნდებაო. 2 ოქტომბრის ღამის მერე ჩემი შვილის კვალი იკარგება.

"აეროპორტში ვათენ-ვაღამებდი"

- 20 დღის განმავლობაში აეროპორტში ვათენ-ვაღამებდით, ხელში ნუკრის ფოტოსურათით და ყველა ჩამომსვლელს ვეკითხებოდი, ეს ბიჭი ხომ არ გინახავთ-მეთქი. მერე გაგრიდან ამბავი ჩამოვიდა, ბევრი ბიჭია ტყეში გასული, გამოსვლის საშუალება არა აქვთო. ჩემი მეუღლე და რამდენიმე ჯარისკაცის მამა თავდაცვის სამინისტროში დადიოდნენ, ითხოვდნენ, ვერტმფრენი გამოეყოთ იმ ბიჭების წამოსაყვანად. მართლაც გამოყვეს, რომლითაც გაგრიდან 25 ბიჭი ჩამოიყვანეს, მაგრამ ნუკრი მათ შორის არ იყო. მერე ერთმა მებრძოლმა ჩემს ქმარს უამბო, როგორ დაიღუპა ნუკრი. ბიჭები გაგრაში, სასტუმრო "ენერგეტიკში" ყოფილან დაბანაკებული. ყარყარაშვილს უმრავლესობა შვებულებაში გაუშვია და 87 ბიჭიღა დარჩენილა. ჩეჩნები და აფხაზები მოულოდნელად თავს დასხმიან და ზოგს ტყისთვის შეუფარებია თავი. ნუკრი და რამდენიმე ბიჭი დარჩენილან. ტანკი რომ გამოჩნდა, ნუკრი სასტუმროდან თანამებრძოლების გამოსაყვანად შებრუნებულა, თუმცა ვერც ისინი გამოიყვანა და თვითონაც დაიღუპა. გვითხრეს, სახე ისეთი წაშლილი ჰქონდა, ვერ ვიცანით, ხელნაკეთი ყუმბარით მივხვდით, ნუკრი რომ იყოო.

ჯარისკაცის მამა

- გაგრის დაცემის შემდეგ ჩემი ქმარი სოხუმშიც ჩავიდა. ზოგი არწმუნებდა, საავადმყოფოშია დაჭრილიო, ყველა ჰოსპიტალი მოიარა. ბეჟანს თან ჩემი მეორე შვილიც გაჰყვა და სწორედ იმ დღეს სოხუმის დაბომბვა დაიწყო. ჩემს ქმარს ერთი ჯავშანჟილეტი"მისცეს, ისიც შვილს ჩააცვა. ვიღაცამ უთხრათ, ჰოსპიტალში დოლიაშვილი წევსო, ახლა იქ მივიდნენ, მაგრამ დაჭრილი დირბელი დოლიაშვილი აღმოჩნდა. იმხანად ომში დაკარგულების ოჯახებში ბევრი ცრუ ზარი შემოდიოდა, ოღონდ ფული ეშოვათ და, მშობლებს ატყუებდნენ, ვიცით, სად არის თქვენი შვილიო. ჩვენც სხვადასხვა ვერსიას ვისმენდით. მერე ჩამოვაყალიბეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფონდი, რომლის მეშვეობითაც მშობლები ოფიციალურად სთხოვდნენ მთავრობას დაკარგული შვილების პოვნაში დახმარებას. ნუკრის ძებნაში წლისთავზე მეუღლეც გამომეცალა ხელიდან - 54 წლისას ტვინში სისხლი ჩაექცა.

ამაო იყო ამდენი მსხვერპლი?!

- ყარყარაშვილის ძმა რომ ჩამოასვენეს, პანაშვიდზე ვნახეთ ნუკრის თანამებრძოლი, ფოტო ვაჩვენეთ და გვითხრა, უი,"პატარა რემბოო". თურმე ყველაფერში წინ მიდიოდა, არაფერს ეპუებოდა, ძლიერი და უშიშარი იყო. ყველა რემბოს ეძახდა, ბიჭებმა მისი ნამდვილი სახელი არც იცოდნენ.

ამაო იყო ეს მსხვერპლი, დავკარგეთ აფხაზეთიც და შვილებიც... მე ნუკრისთან ერთად მოვკვდი, თუმცა ერთი წამითაც არ ვყოფილვარ მის გარეშე. ნუკრის ქალ-ვაჟი გაიზარდა, ღმერთმა კარგად მიმყოფოს მათი თავი. როცა გავიგებდი, დაღუპული ჩამოასვენესო, ბღავილით სასაფლაომდე მივდევდი ცხედრებს. დღესაც იმ დედებს შევნატრი, ვისაც შვილების საფლავები მაინც აქვთ.

ნანა ფიცხელაური
https://kvirispalitra.ge/article/45543-nukris-qvela-rembos-ezaxda-bichebma-misi-namdvili-saxeli-arc-icodnen/?fbclid=IwAR2p50wnzNl7LA7ISBUf-d3Bmn1lh1M7ucdXzB7YRR375nFyjYixibveqfI

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.03.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0