ჭიჭიკო დადვანი დაიბადა 1939 წლის 15 მაისს მესტიის რ-ნის სოფელ მულახში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/98
1946-1954 წლებში სწავლობდა ქლუხორის რ-ნის საშუალო სკოლაში.
1962-1964 წლებში მსახურობდა მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში თურქმენეთში, ქალაქ ნებიტდაგში.
1957-1967 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმში.
1968 წელს მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რ-ნის სოფელ კოჩარის კოლმეურნეობის საზოგადოებრივი კვების ობიექტის გამგედ.
1972 -1992 წლებში მუშაობდა გუდაუთის რ-ნის მიუსერაში სახელმწიფო აგარაკების მშენებლობაზე მძღოლად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 29 ნოემბერს დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფ. კვიტოულთან.
დარჩა მეუღლე, ხუთი შვილი და ერთი შვილიშვილი.