სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10498

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ გოგუა 1960-93წწ. დაკარგ. სოფ. კამანი სოხუმი. დ. სოფ. ვარჩა გულრიფში აფხაზეთი თამაზ გოგუა 1960-93წწ. დაკარგ. სოფ. კამანი სოხუმი. დ. სოფ. ვარჩა გულრიფში აფხაზეთი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გოგუა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

თამაზ გოგუა 1960-93წწ. დაკარგ. სოფ. კამანი სოხუმი. დ. სოფ. ვარჩა გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

თამაზ  ომარის  ძე  გოგუა  დაიბადა  1960  წლის  7  იანვარს. გულრიფშის   რაიონის  სოფელ  ვარჩეში. 1976  წელს  დაამთავრა  ამავე  სოფლის  საშუალო  სკოლა. 1978-1980  წლებში   მსახურობდა  საბჭოთა   არმიის  რიგებში. დემობილიზაციის  შემდეგ  ჩაირიცხა  ხარკოვის   ენერგეტიკის  ინსტიტუტში.


       აფხაზეთში მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს   მეგობრებთან   ერთად  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში  იდგა. თამაზ  გოგუა  1993  წლის  15  მარტიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  მე-4  ასეულში  რიგით მებრძოლებად. თამაზი  პირნათლად  ასრულებდა  მასზე  დაკისრებულ  მოვალეობას.  1993  წლის  16  სექტემბრის  შემოტევისას  თამაზი  თანამებრძოლებთან  ერთად  აქტიურ  წინააღმდეგობას  უწევდა  მტერს  მდინარე  გუმისთასთან  (სოფ. ქვემო  ეშერა).


     1993  წლის  17  სექტემბერს  ბატალიონის  მე-4  ასეულის  პოზიციების  მიმდებარედ,ერთ-ერთი  საბრძოლო  დავალების შესრულებისას ,თამაზ  გოგუა  უგზო-უკვლოდ  დაიკარგა.



ეს არის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლი, თამაზ გოგუა, რომელიც გმირულად დაიღუპა ომის ბოლო დღეებში, როგორც ამბობენ სოფელ კამანში. ბოლოს რომ გარიდებოდნენ უეჭველ სიკვდილს, ბიჭებს უთქამთ, “ჟრები” გავითამაშოთ თუ ვინ დარჩესო სანგარში, თამაზის უთქვამს, ეს გამორიცხულიაო, მე დავრჩები, მე შეგიფარებთ და თქვენ გაეცალეთ აქაურობასო, ასე დაამთავრა სიცოცხლე ერთ ერთმა ქართველმა ვაჟკაცმა. მას დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მას ჰქვია თამაზ გოგუა, დაბადებული 1960 წლის 7 იანვარს . სოფელ ვარჩეს ღირსეული მკვიდრი. თუ შეძლებთ და გამოაქვეყნებთ ამ ინფორმაციას, დავიწყებული არ იქნებოდა ეს საქართველოს ღირსეული შვილი, მთელი ქართული საზოგადოებისთვის.

წყარო ნანა ჭელიძე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.03.2021
ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0