სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10669

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კობა გოგრიჭიანი 1965-93წწ. დაკარგ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი კობა გოგრიჭიანი 1965-93წწ. დაკარგ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გოგრიჭიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

კობა გოგრიჭიანი 1965-93წწ. დაკარგ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

კობა გოგრიჭიანი ჯიბოს ძე  დაიბადა 1965 წლის 2 დეკემბერს ქ. სოხუმში.



1971-1980 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის ა. ჭოჭუას სახელობის მე–17 სასუალო სკოლაში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქ. სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1984 წელს .

1984–1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, გერმანიაში.


დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ქ. სოხუმის სააქციო საზოგადოება ,,ორგტექნიკი"– ს ამწყობ–მექანიკურ საამქროში. იყო მე–6 თანრიგის ხარატი, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, საამქროს ბრიგადირი. იყო ძალიან მეგობრული და ერთგული ადამიანი.

1992 წელს ჩაირიცხა  ბატალიონ ,,ცხუმი"–ს 23–ე ბრიგადაში.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლისტის დროს, 1993 წლის 17 სექტემბერს გუმისთის მიდამოებთან დაიკარგა უგზო–უკვლოდ.

დარჩა მეუღლე და ორი შვილი.


საამაყო და სასიხარულოა, აღზარდო შვილი, რომელიც ათასობით მის თანატოლებთან ერთად ერთგულად დგას სამშობლოს სადარაჯოზე. დიახაც!
ამიტომ აცილებდნენ ჭაბუკებს არმიაში სამსახურისთვის....

ასე გააცილეს 1984 წელს 19 წლის სოხუმელი ჭაბუკი, კობა გოგრიჭიანი. იგი სანიმუშოდ იხდის მოვალეობას დედა სამშობლოს წინაშე.
კობა დაიბადა 1965 წლის 2 დეკემბერს ქ. სოხუმში. ამავე ქალაქის ა.მ. ჭოჭუას სახელობის მე-17 საშუალო სკოლაში სწავლობდა. 8 კლასი რომ დაასრულა ჩაირიცხა ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომელიც 1984 წელს დაამთავრა.
''სეკუნდისათვის ბრძოლაში''----ასე ჰქვია ჩანახატს, რომელიც 1984 წლის 9 ოქტომბერს დაიბეჭდა იმ სამხედრო გაზეთში, სადაც კობა გოგრეჭიანი მსახურობდა.
კობა მუშაობდა სააქციო საზოგადოება ''ორგტექნიკ-ის'' ამწყობ მექანიკურ საამქროში. იყო მე-6 თანრიგის ხარატი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. საამქროს ყველა თანამშრომლისთვის მაგალითის მიმცემი, მეგობრული და მოსიყვარულე, უღალატო ადამიანი.
კობა ჯიბის ძე გოგრიჭიანი ჩარიცხული იყო 23-ე ბრიგადის, ბატალიონ ''ცხუმში''.1992 წლის ოქტომბრის თვიდან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ცატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციებში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა დავალებებს. 1993 წლის 17 სექტემბერს მდინარე გულისთის მიდამოებში /უჩხოზი/, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს კობა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მარინა ნაჭყებია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.03.2021
ბოლო რედაქტირება 05.07.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0