სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რევაზ ჭელიძე 1926-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი რევაზ ჭელიძე 1926-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭელიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

რევაზ ჭელიძე 1926-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

რევაზ ჭელიძე  რევაზის ძე დაიბადა 1926 წლის 10 ივლისს ქალაქ სოხუმში.

წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/144

1933-1943 წლებში სწავლობდა ქალაქ სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში ცეკვავდა სოხუმის სახალხო ფოლკლორის ანსამბლში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი მამა - მიხეილ ჭელიძე.

1938 წელს მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის ხალხთა კულტურისა და ხელოვნების მეორე დეკადაში ქალაქ მოსკოვში. იგი მთავრობამ დააჯილდოვა როგორც დეკადის ერთ-ერთი ნიჭიერი მონაწილე. იმდენად მოხიბლა ი.ბ. სტალინი, რომ საჩუქრად გადასცა ველოსიპედი. რევაზ ჭელიძე მაშინ იყო 12 წლის.

1944-1945 წლებში იყო ილიკო სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი.

1945 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. ამავე დროს სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალის განხრით.

1950 წელს მუშაობა დაიწყო  ქ. სოხუმში თავისი სპეციალობით, ვაჭრობის სამინისტროს მთავარ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ რაიკავშირის თავმჯდომარედ. იყო ქალაქ სოხუმის ბაზრის დირექტორი.

1990 წლიდან  მუშაობდა სოხუმის სავაჭრო სარევიზიო განყოფილების უფროსად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 28 სექტემბერს, რევაზ ჭელიძე დახვრიტეს თავისი საცხოვრებელი სახლის წინ.

დარჩა მეუღლე და ორი შვილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.03.2021
ბოლო რედაქტირება 26.08.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0