როინ ნიკურაძე ევგენის ძე დაიბადა 1947 წლის 23 ივლისს ქალაქ ოჩამჩირეში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/160
1954-1964 წლებში სწავლობდა ქ. ოჩამჩირის რკინიგზის 27-ე საშუალო სკოლაში.
17 წლის ასაკში დაქორწინდა. ჰყავდა ორი შვილი, ქალ-ვაჟი.
1974 წლიდან მუშაობდა სოხუმის ექსკურსიის ბიუროში.
1984 წელს მუშაობა დაიწყო კერძო კომპანიაში, ხის დამამუშავებელ ცეხში.
1986 წელს მიღებულ იქნა II კატეგორიის ექსკურსიამძღოლად. ამავე წლის ბოლოს მუშაობდა ოქრომჭედლად კინდღში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს არ დატოვა საკუთარი სახლი, დარჩა ოჩამჩირეში. მას შემდეგ მისი ბედი გაურკვეველია.