სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10526

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბესიკ ექიზაშვილი 1971-93წწ. გარდ.სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. თბილისი ბესიკ ექიზაშვილი 1971-93წწ. გარდ.სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. თბილისი ბესიკ ექიზაშვილი 1971-93წწ. გარდ.სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. თბილისი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ექიზაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ბესიკ ექიზაშვილი 1971-93წწ. გარდ.სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. თბილისი

ბესიკ ექიზაშვილი ვალდიმერის ძე დაიბადა 1971 წლის 19 ივნისს ქ. თბილისში.


წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/174 

1977-1988 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 129-ე საშუალო სკოლაში. გატაცებული იყო ხატვით, უყვარდა ჭედურობა, წერდა ლექსებს. მე-4 კლასიდან ვარჯიშობდა კარატეში.

1988 წელს ჩააბარა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ქ. ბარნაულში. უმაღლესში სწავლის პერიოდში ავარჯიშებდა სამხედროებს კარატეში, ამავე პერიოდში გახდა ,,შავი ქამრის" მფლობელი.


1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამო მიატოვა სასწავლებელი და დაბრუნდა საქართველოში, ვინაიდან თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო. 1991-1992 წლებში მუშაობდა შსს დაზვერვის დეპარტამენტში.


1993 წლის მარტიდან გადავიდა თავდაცვის სამინისტროში და დაინიშნა მანგლისის ბატალიონის ოცმეთაურად. 19 წლის ასაკში მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 16 ივლისს შრომა-სტარუშკინა-ცუგუროვკასთან გამართული ბრძოლებში  დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

დარჩა დედა-გულიკო ექიზაშვილი და და -ეკატერინე ექიზაშვილი.

დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის III ხარისხის ორდენით.


ლეიტენანტი ბესიკ ვლადიმერის ძე ექიზაშვილი მსახურობდა ეროვნული გვარდიის

მანგლისის სასწავლო ცენტრში ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე 1993 წლის 16

აპრილიდან. მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში.

დაიკარგა უგზო-უკვლოდ 1993 წლის 16 ივლისს აფხაზეთში, სოფ. ცუგუროვკაში

საომარი მოქმედებების დროს.


თბილისელი ბიჭი ბესიკ ვლადიმერის ძე ექიზაშვილი დაიბადა 1971 წლის 19 ივნისს ქ. თბილისში. ცხოვრობდა და ბავშვობა გაატარა ლოტკინზე.სწავლობდა 129-ე საშუალო სკოლაში. მე-4 კლასიდან დადიოდა კარატეზე.

სკოლის დამთავრების შემდეგ დაიმსახურა შავი ქამარი. იმ წელსვე მოეწყო ბარნაულში უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ავია გამანადგურებლების ინჟინრის სპეციალობაზე.

1989 წლის 9 აპრილის ამბებმა მასზე ძალიან იმოქმედა და სულ გვწერდა, მე საქართველოს ვჭირდებიო. 

1991-1992 წლებში მუშაობდა შსს დაზვერვის დეპარტამენტში. წოდება ჰქონდა ლეიტენანტი. 1993 წლის მარტში გადავიდა თავდაცვის სამინისტროში და გაუშვეს მანგლისის ბატალიონში ოცმეთაურად. 1993 წლის 6 ივლისს აფხაზეთში ახალციხისა და დუშეთის ბატალიონი შეიყვანეს. ამ ომში ყველაზე დიდი დანაკარგი ამ ბატალიონმა განიცადა,

ვიღაცამ დარეკა...ოჯახს უთხრეს-- '' თქვენი შვილი აგუძერაში საავადმყოფოში წევს დაჭრილიო.'' ბესიკის მამა სოხუმში გადაფრინდა.

ომი გრძელდებოდა, სოხუმი ჯერ კიდევ ისევ იდგა. 

შრომა, სტარუშკინა- ცუგოროვკასთან ახალციხელი ექიმი  გელა ჯანაშვილი და ბესიკი მუხლში დაჭრილი ნახეს 16 ივლისს.

ბესიკის დედამ ვერ გაუძლო მამა-შვილის მოლოდინს და თვითონაც გადაწყვიტა აფხაზეთში  ჩასვლა.  დადიოდა გადამწვარ დაბომბილ სოფლებში, სადაც ქვეყანაზე არავინ იცნობდა, არც  გზაკვალი იცოდა.. ეუბნებოდნენ--''დეიდა აქედან ყველა გარბის, შენ აქ რა გინდაო.''

სოხუმი დაეცა...

1993 წლის 16 ივლისის შემდეგ ბესიკი არავის უნახავს...

ბესიკ ექიზაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.03.2021
ბოლო რედაქტირება 19.07.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0