სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნური აფრასიძე 1954-93წწ გარდ.  სოხუმი  დაბ. საკენი კოდორის ხეობა ნური აფრასიძე 1954-93წწ გარდ.  სოხუმი  დაბ. საკენი კოდორის ხეობა ნური აფრასიძე 1954-93წწ გარდ.  სოხუმი  დაბ. საკენი კოდორის ხეობა

1954-1993 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აფრასიძე სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

ნური აფრასიძე 1954-93წწ გარდ. სოხუმი დაბ. საკენი კოდორის ხეობა

ნური აფრასიძე ბიძინას ძე დაიბადა 1954 წლის 8 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში.


წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/184

1961-1971 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის სკოლა-ინტერნატში.

1971-1973 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. სუდაკში.

შემდეგ მუშაობდა ბიჭვინთაში მშენებლობაზე.

1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. სოხუმში ავტობუსის მძღოლად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 26 სექტემბერს, ქ. სოხუმთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ.


 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

ნური ბიძინას ძე აფრასიძე დაიბადა 1954 წლის 17 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში. 1961-1971 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის სკოლა-ინტერნატში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ სუდაკში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ბიჭვინთაში მშენებლობაზე, ხოლო1989 წლიდან _ ქალაქ სოხუმში ავტობუსის მძღოლად.

1993 წლის 2 მაისიდან ნური აფრასიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის პირველი დივიზიონის საკომენდატო ოცეულის მეთაურის მოადგილედ. 1993 წლის 26 სექტემბერს, სოხუმთან გამართული ერთ-ერთი ბრძოლის დროს ნური აფრასიძე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.


ნური ბიძინას ძე აფრასიძე

დაიბადა 1954 წლის 13 ივლისს.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს აფრასიძე ნური ჩარიცხული იყო

მეორე საარმიო კორპუსის 23 _ე მექ. ბრიგადის მეორე ბატალიონის პირად

შემადგენლობაში, ყუმბარმტყორცნელად. 1992 წლის სექტემბრიდან (ბრძანება # 3.

23 სექტემბერი.1992). მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ

ყველა საბრძოლო ოპერაციაში. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993 წლის 15-16

მარტის შემოტევების დროს (მძიმედ დაიჭრა), რისთვისაც ის საქართველოს

სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის ბრძანებულებით დაჯილდოვდა

მედლით ,,საბრძოლო დამსახურებისთვის“(00220).

ამის შემდეგ ნური აფრასიძე დანიშნულ იქნა პირველი საზღვაო დივიზიონის

საკომენდანტო შენაერთის მეთაურის მოადგილედ.

აფროსიძე ნური ბიძინას ძე 1993 წლის 27 სექტემბერს ქ.სოხუმში მიმდინარე

საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

მარინა ნაჭყებია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.03.2021
ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0