ბეჟან ფარულუა არქიპოს ძე დაიბადა 1961 წლის 28 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ საბერიოში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/194
1968-1978 წლებში სწავლობდა სოფ, საბერიოს საშუალო სკოლაში.
1978 წლიდან ჩაირიცხა სოფ. საბერიოს კავშირგაბმულობის ტექნიკუმში.
ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თავისი პროფესიით ( კავშირგაბმულობა).
1980-1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
1982 წლიდან მუშაობდა სოფელ კინდღში, თავისი სპეციალობით.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 10 აგვისტოს, ოჩამჩირის რ-ის სოფელ ახალდაბასთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ.