სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი
ბმულის კოპირება



გორი + გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი

ტაძარი აგებულია 1806-10 წლებში, როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წ. ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ.

XX საუკუნის დამდეგს ტაძრის წინამძღვრი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ დამფუძნებელი, დონ დომენიკე პაწაძე იყო. ეროვნული საქმიანობისათვის დონ დომენიკე 1911 წელს იქნა მოკლული, დაკრძალულია ტაძრის ეზოში სხვა სასულიერო პირებთან ერთად. 1921 წელს, ბოლშევიკური დიქტატურის პირობებში, 26 მაისს, ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე საფარიშვილი ქართული ეროვნული დროშით წარუძღვა ახალგაზრდობას ქალაქის ქუჩებში, რის გამოც დააპატიმრეს და სოლოვკის ბანაკში გადაასახლეს. 30-იან წლებში ტაძარი მოძღვრის გარეშე დარჩა, რის გამოც იგი დახურეს. ტაძრის შენობა კი სახალხო დეპუტატთა საბჭოს რაიონული აღმასკომს გადაეცა მფლობელობაში. XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ტაძრის შენობა გორის კომკავშირს გადაეცა, სადაც ახალგაზრდულმა ცენტრმა საკონცერტო დარბაზი მოაწყო, ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. „პერესტროიკის“ დაწყების შემდეგ, მორწმუნეთა დაჟინებული მოთხოვნით, დისკოთეკა გაუქმდა, თუმცა მორწმუნეთათვის ტაძარი ხელისუფლებამ არ დაუბრუნა; თბილისიდან პერიოდულად ჩასული კათოლიკე მღვდელი გორში, მორწმუნეთა ბინებში აღასრულებდა წირვა-ლოცვას. 1989 წელს ქალაქის აღმასკომმა გორის გაუქმებული კათოლიკური ტაძარი მართლმადიდებლებს გადასცა. 2000–იან წლებში ტაძარში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რომლის მიზანიც კათოლიკური კვალის წაშლა იყო, განადგურდა ფრესკები.  

ისტორიული მასალების მიხედვით, ეკლესია კათოლიკე მისიონერებმაა ააშენეს. 1628 წლის 14 დეკემბერს პადრე ამბროზიო და მორჩილი პეტრე გორში ჩამოვიდნენ, რადგან მეფე თეიმურაზ I-სთვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი გადაეცათ.

"მეფემ ისინი დიდი პატივით მიიღო და მადლირების ნიშნად გორში ერთი სახლი, პატარა მართმადიდებლური ეკლესია (სპარსთა ომის შემდეგ დაზიანებული), რამდენიმე სოფელი და ყმა უბოძა."

1632 წელს მისიონერებმა მეფისგან ნაჩუქარი ეკლესიის შეკეთება დაასრულეს და წმ. პეტრეს ეკლესია უწოდეს.

მოგვიანებით მისიონერებისადმი თეიმურაზ I-ის კეთილგანწყობა შეიცვალა, რადგან მოსახლეობაში კათოლიკურ მრწამს ავრცელებდნენ.

ამის შემდეგ ტაძარმა არაერთხელ იცვალა სახე.

ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1806-1810 წლებში, როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა.

XX საუკუნის დამდეგს ტაძრის წინამძღვარი ცნობილი საზოგადო მოღვაწე დონ დომენიკო პაწაძე იყო, რომელიც 1911 წელს ეროვნული საქმიანობისთვის მოკლეს. იგი სხვა სასულიერი პირებთან ერთად ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

ბოლშევიკური დიქტატურის პირობებში, 1921 წლის 26 მაისს, ტაძრის მაშინდელი წინამძღვარი კონსტანტინე საფარიშვილი ქართული ეროვნული დროშით წარუძღვა ახალგაზრდებს ქალაქის ქუჩებში, რის გამოც დააპატიმრეს და სოლოვკის ბანაკში გადაასახლეს. ამის შემდეგ ტაძარი წინამძღვრის გარეშე დარჩა და ცოტა ხანში დახურეს კიდეც. შენობა სახალხო დეპუტატთა საბჭოს რაიონულ აღმასკომს გადაეცა.

XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ტაძარი გორის კომკავშირის მფლობელობაში გადავიდა, სადაც ახალგაზრდულმა ცენტრმა საკონცერტო დარბაზი მოაწყო. ეკლესიაში განთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა.

საბჭოთა სისტემის რეფორმის შემდეგ (“პერესტროიკა“) მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით, ტაძარში დისკოთეკა გაუქმდა, თუმცა ხელისუფლებამ მრევლს შენობა არ დაუბრუნა. თბილისიდან პერიოდულად ჩამოდიოდა კათოლიკე მღვდელი, რომელიც მორწმუნეთა ბინებში აღასრულებდა წირვა-ლოცვას.

1989 წელს გორის აღმასკომმა გაუქმებული კათოლიკური ტაძარი მართლმადიდებლებს გადასცა.

2000–იან წლებში ტაძარში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ტაძარში სრულად გაქრა კათოლიკური კვალი, წაიშალა ფრესკებიც.

ამავე პერიოდში ტაძრის ეზოში აშენდა ახალი, სამსართულიანი სამრეკლო და გალავანი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0