ოთარ ოძელაშვილი შოთას ძე დაიბადა 1958 წლის 2 მარტს დაბა წყნეთში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/231
1965-1975 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 147-ე საშუალო სკოლაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა ქ. ლენინგრადის სამხედრო სასწავლებელი.
1976-1981 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში.
1979 წელს დაოჯახდა და შეეძინა ქალიშვილი-ხატია ოძელაშვილი.
1982 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის სამშენებლო ტრესტში უბნის უფროსად.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 5 ოქტომბერს ქ. გაგრასთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ.