თეიმურაზ ბაბლიძე მოსეს ძე დაიბადა 1968 წლის 8 აპრილს ხარაგაულის რ-ნის სოფელ ჯაფარაულში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/233
1975-1984 წლებში სწავლობდა ხარაგაულის №2 საშუალო სკოლაში.
1984 წლიდან სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის №32 პროფტექნიკურ სასწავლებელში (სპეციალობა-ხარატი).
1987 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, თავისი სპეციალობით.
ამავე წელს დაოჯახდა და შეეძინა ორი შვილი- ნიკოლოზი და ირაკლი.
1987-89 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში უკრაინაში.
1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ხარაგაულის №1 საშუალო სკოლაში დარაჯად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრაში დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
სტენდისთვის ფოტოები შეაგროვა მამუკა ჭიპაშვილი დაბადებული ხარაგაულში 1971 წელს
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
2024 წლის 5 - 6 აგვისტო.
5 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში 1992-93 წლების რუსეთ - საქართველოს ომის დროს დაღუპული 16 პირის ( 7 მებრძოლი და 9 - მშვიდობიანი მოქალაქე) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
6 აგვისტოს, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 4 მეომარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, დანარჩენი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენეს.
სამხედრო:
1. შალვა ბათლომეს ძე კარტოზია;
2. გოგი ბორისის ძე სიჭინავა;
3. გენადი (გია) გენადი ძე ნიკოლაიშვილი;
4. თემურ მოსეს ძე ბაბლიძე;
5. ლევან იურის ძე ლოგუა;
6. ზაზა გურამის ძე დემეტრაშვილი;
7. მურთაზ ინვერის ძე აკობია ;
სამოქალაქო:
1. დიმიტრი ვლადიმერის ძე აბაშმაძე;
2. ნათელა ალექსანდრეს ასული დიხამინჯია;
3. თამაზი ივანეს ძე ქასრაშვილი;
4. ზაქარია მალაქიას ძე ხარაიშვილი;
5. ელენე ალექსანდრეს ასული ხარაიშვილი;
6. აკაკი გრიგოლის ძე სიგუა;
7. ციცინო ალანია;
8. ილია ეფრემის ძე ნარიმანიძე;
9. ჯემალ შალვას ძე ჩაჩავა;