კოხტა (ჯამბულ) მიხეილის ძე სვანიძე დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ ოქტომბერში.ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი 25 წლის ვაჟკაცი ოცნებობდა ლამაზ ქართულ ოჯახზე, თავისუფალ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველს უყვარდა და უყვარდათ, სიცოცხლით აღსავსე ერთი ჩვეულებრივი სოხუმელი ბიჭი, რომელსაც ღრმად სწამდა რომ ქართველები და. აფხაზები გადამთიელთა ჩარევის გარეშე არასდროს დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს... ფიზიკურად და სულიერად ზნეკეთილს, როცა მამულს დასჭირდა არჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია
1992 წლის 7 ნოემბრიდან კოხტა საქართველოს რესპუბლიკისვდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის მე-23 მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში ჩაირიცხა რიგით ჯარისკაცად. საბრძოლო მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის
თავდადებულმა მეომარმა. იყო დისციპლინირებული ჯარისკაცი.
მეთაურის დავალებებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თანამებრძოლებს შორის ავტორიტეტით სარგებლობდა:
განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა 1993 წლის 5 იანვარს, რისთვისაც მთავარსარდლის მადლობაც დაიმსახურა.
. 1993 წლის 16-17 მარტს მოწინააღმდეგის მასშტაბური შემოტევის დროს კოხტა სვანიძე სასიკვდილოდ დაიჭრა, თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 1993 წლის 29 მარტს კოხტა (ჯამბული) მიხეილის ძე სვანიძე
გარდაიცვალა, დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.