სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ ადამია 1966-93წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი სკორპიონი დაბ. გულრიფში აფხაზეთი თენგიზ ადამია 1966-93წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი სკორპიონი დაბ. გულრიფში აფხაზეთი თენგიზ ადამია 1966-93წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი სკორპიონი დაბ. გულრიფში აფხაზეთი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ადამია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

თენგიზ ადამია 1966-93წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი სკორპიონი დაბ. გულრიფში აფხაზეთი

 მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა "სკორპიონი" წიგნიდან "საქართველოსთვის"

თენგიზ ადამია გარდ. 16 მარტი 1993წ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი


თენგიზ  ადამია  დაიბადა  1966  წლის  5  დეკემბერს  გულრიფშის  რაიონში.  1990  წელს  დაამთავრა  საქართველოს  სუბტროპიკული   მეურნეობის  ინსტიტუტი.

   თენგიზ  ადამია  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე,  მოხალისედ  ჩაეწერა  საქართველოს   ტერიტორიული  მთლიანობისა  და  ერთიანობისთვის  მებრძოლთა  რიგებში.  1992  წლის  სექტემბრიდან  1993  წლის  იანვრამდე  ირიცხებოდა  23-ე  მოტომსროლელი  ბრიგადის  მეთაურის, გენერალ  გენო  ადამიას  დაცვის  შემადგენლობაში ხოლო  1993  წლის  იანვრიდან  -  ამავე   ბრიგადის  საკომენდანტო  ასეულ  „სკორპიონში“  მსროლელად. მონაწილეობდა  საბრძოლო  ოპერაციებში  გუმისთისა  და შრომაში,აძიუბჟასა  და  ტამიშში.


     1993  წლის  16   მარტს  საკომენდანტო  ასეულის  სხვა  წევრებთან  ერთად  იბრძოდა  სოხუმის  რაიონის   სოფელ  შრომასთან.  უთანასწორო  ბრძოლაში  თენგიზ  ადამიამ  სასიკვდილო  ჭრილობა  მიიღო.

     თენგიზ  ადამია  დაკრძალულია  გულრიფშის  რაიონში.

       საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  თენგიზ  ადამია,  სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით  „ მხედრული  მამაცობისთვის“.


არანაკლებ მწვავე შეტაკება მოხდა სოფელ შრომის ზეგანის უბანში. 16 მარტს ლევან გვარამია ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. უთანასწორო ბრძოლაში ლევანი მედგრად უტევდა მოწინააღმდეგეს, რა დროსაც მტრის რამდენიმე ბოევიკი  გაანადგურა. ალყაში მოქცეული თენგიზ ადამია წამითაც არ დაბნეულა  და ყუმბარმტყორცნიდან ზუსტი გასროლით, მტრის რიგებში დანაკარგებთან ერთად,  არეულობაც გამოიწვია. გონივრული მოქმედებების და გმირული თავგანწირვის ხარჯზე, მან საკუთარი სიცოცხლის ფასად, თავისი მეგობრები გადაარჩინა. ზეგანის ბრძოლების დროს დაიჭრნენ – თამაზ ჩხაბელიძე, ემზარ ჯეჯელავა, გია წოწონავა.

 ღირსების ორდენით:

ანზორ არონია – ლეიტენანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის უფროსი ოფიცერი.

ჯამბულ ბჟანია – ლეიტენანტი. 247–ე საარტილერიო დივიზიონის მესამე ბატარეის მეორე საცეცხლე ოცეულის მეთაური.

დავით ზაქარია – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მეორე საცეცხლე სექციის უფროსი.

ვალერი კვეკვესკირი – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მეორე საცეცხლე სექციის უფროსი.

დავით მანჯგალაძე – რიგითი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მესამე საცეცხლე სექციის დამმიზნებელი.

სოსო მანჯგალაძე – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მესამე საცეცხლე სექციის მეთაური.

გიორგი მუჩხავა – კაპიტანი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის  საწვავ–საპოხი მასალების უფროსი.

ვალერი ქურდაგია – კაპიტანი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის უფროსის მოადგილე შეიარაღების დარგში.

ლეონიდე ხორავა – ლეიტენანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის სამწყობრო ნაწილის უფროსი.

თენგიზ ადამია – 247–ე საარტილერიო დივიზიონის  პირველი ბატარეის პირველი საცეცხლე სექციის მძღოლი–მექანიკოსი.

დავით გუჩუა – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის მესამე ბატარეის მესამე საცეცხლე სექციის მეთაური.

მერაბ რუხაია – რიგითი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის მძღოლი.

გიორგი წარაღბაია – 247–ე საარტილერიო დივიზიონის სადაზვერვო ოცეულის მზვერავი.

გენო ადამია

შვიდ თვეზე მეტია, ექსტემისტ–სეპარატისტთა მიერ ქართველებისათვის პროვოკაციულად თავსმოხვეული ომი მიმდინარეობს აფხაზეთში. უკანასკნელ დრომდე ბრძოლებს, შდარებით ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. ჩვენ შემოტევებს მხოლოდ ვიგერიებდით. ბოლო პერიოდში რუსეთის რეაქციული ძალების შთაგონებით გააქტიურდნენ მოწინააღმდეგენი. მატ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საკმაო რაოდენობით შემოიყვანეს გაწრვთნილი რუსი, ჩეჩენი, ადიღელი, ჩერქეზი და სხვა ჯურის დაქირავებული მკვლელები, შემოზიდეს რთული ტექნიკა და ემზადებოდნენე ფართო მაშტაბით შეტევებისათვის. ბუნებრივია, არც ჩვენ ვიყავით გულზეხელდაკრეფილი.

ბოლო დროს გახშირდა რუსეთის სამხედრო, „აფხაზური“ თვითმფრინავების ნიერ საბრძოლო პოზიციების, ქალაქ სოხუმის დაბომბვა, რამაც 15 – 16 მარტს ღამით მასირებული ხასიათი მიიღო და დაიწყო ფართო მასშტაბის შეტევითი ოპერაცია. შემოტევის დაწყების ღამეს ერთდროულად ამოქმედდნენ მოწინააღმდეგეთა ნაწილები ხმელეთიდან, ჰაერიდან, ზღვიდან და შესძლეს ჩვენი ზოგიერთი ქვედანაყოფისათვის ალყის შემორტყმა.

გუდაუთაში „დამზადებული“ ჯავშან–კოსტუმებში ჩაცმულმა მტრის გაწვრთნილმა ჯარისკაცებმა გახსნეს ცეცხლი. პასუხად, ჩვენი ბრიგადის მებრძოლებმა – სოხუმის და მისი შემოგარენის დამცველებმა, რომლებიც ძირითადად ქალაქ სოხუმისა და მისი მიმდებარე რაიონების ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ჯერ არ ნახული ბრძოლის მაგალითები უჩვენეს მომხვდურთ. ისინი, როგორც ჩვენი წინაპრები, ვეფხვივით იჭრებოდნენ მტრის დაჯგუფებაში, სანგრებში, სახლებში და სიცოცხლის დაუზოგავად მუსრს ავლებდნენ იერიშზე გადმოსულთ.

შეტევის დაწყებიდან 2 – 3 საათის განმავლობაში პირდაპირ ხერხემალი გადაუმტვრიეს მტრის ძალებს, ისისნი დააბნიეს ჩვენი მეომრების ცეცხლმა, დაკარგეს ორიენტირი, არის იმისი მაგალითიც, რომ მტრის ნაწილები ერთმანეთს ესროდნენ უკუნით ღამეს. დაიწყეს უკან დახევა. ამასობაში, მათდა საუბედუროდ, თენდებოდა და დაიწყეს თავშესაფრის ძებნა, გუდაუთისკენ გაქცევა, ტყვედ არ გვნებდებოდნენ, წინააღმდეგობას გვიწევდნენ, მაგრამ გზე გადაკეტილი ჰქონდათ და მიიმალნენე სოროებში, ტყეებში, ციტრუსოვანთა პლანტაციებში, მათტვის წინასწარ ცნობილ საცხოვრებელ სახლებში, წარმოება–დაწესებულებათა შენობებეში და იქიდან ისროდნენ. 

„ბრძოლის ველზე ენით აუწერელი, თავგანწირული ბრძოლოს მაგალითები უჩვენეს ჩვენი ბრიგადის ლომგულმა ვაჟკაცებმა. ბატალიონის უფროსის მოადგილე მაიორი იურა ომანაძე (ზემო კელასურიდან) ერთ სახლში დამალულ ათეულობით მტერს შეუვარდა, ცეცხლი გახსნა და ვინ იცის რამდენს დაუბნელა თვალები. ბრძოლაში თვითონ ლომივით დაეცა, მაგრამ მის ძმადნაფიც ბიჭებს შესაძლებლობა მისცა, რომ ერთიანად ამოეწყვიტათ სამტროდ მოსულნი.

იურის მეზობელმა ბატალიონის უფროსის მოადგილემ ტარიელ (გია) შამუგიამ, ვინ იცის რამდენ აფხაზს და გადამთიელს მოუსპო სიცოცხლე. ბრძოლის ბოლო მომენტში მტრის მეომართა ჯგუფში მოხვდა. ტყვედ აყვანა შესთავაზეს, პასუხად ხელყუმბარით აიფეთქა თავი, გვერდით კი მის მიერ დახოცილი მტრის ოთხი გვამი ესვენა.

ბრძოლებში დაიჭრნენ ბატალონის უფროსის მოადგილეები აღმზრდელობითი მუშაობის დარგში – გიორგი ფანჩვიძე, დიმა მჭედლიძე და თენგიზ დარცმელია. მტერს  განუმეორებელი ბრძოლის მომენტები უჩვენეს – ნონა მურღვლიანმა, რეზო სიმონიშვილმა, ლერი ასლანიკაშვილმა, თენგიზ ადამიამ, მალხაზ ქვაჭრელიშვილი, შოთა ჩალაძემ, რეზო ჯაჭვლიანმა, მურმან გუგუსიანმა, ვასილ გერაშენკომ, გურჯი და შოთა კოპალიანებმა, ავთანდილ თოდუამ და მრავალმა სხვამ.

ტრაგიკულად დაგვეღუპნენე ოფიცრები: ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი შოთა შარტავა, ბესიკ ბერია  და სხვები. მატ სახელებს ჩვენი ბრიგადის მებრძოლები, მეგობრები, მთელი ქართველი ხალხი, არასდროს დაივიწყებს, მათი რაინდობა მომავალ თაობეებს ლეგენდებად გადაეცემათ.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.03.2021
ბოლო რედაქტირება 07.08.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0