ვახტანგ თედიაშვილი დაიბადა 1973 წლის 25 დეკემბერს, დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა.
თვითნასწავლი მხატვარი იყო. მრავალი საინტერესო ტილო შექმნა და დაგვიტოვა. იყო კარგი მშობლების შვილი: ლეგენდარული ლევან თედიაშვილისა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ნანული მჭედლიშვილის ვაჟი. მან ოჯახურ გარემოში მიიღო და შეისწავლა მამაკაცური თვისებები, გულისხმიერება, სიკეთე, იუმორი. კარგად ერკვეოდა იარაღებში. საქართველოს ტკივილი, თედიაშვილებს საკუთარი ოჯახის ტკივილად მიაჩნდათ. ამიტომაც, ვახტანგის გადაწყვეტილება – წასულიყო აფხაზეთის ომში საბრძოლველად, ოჯახს არ გაკვირვებია. თავდაცვის სამინისტროს ბატონმა ლევან თედიაშვილმა საკუთარი სახსრებით ნაყიდი შვეულმფრენი აჩუქა. სოხუმში მამა-შვილი თედიაშვილები ერთად ჩაფრინდნენ და ერთად ჩადგნენ ბატალიონ „ავაზას“ რიგებში.
ვახტანგ თედიაშვილი მამის თვალწინ დაიჭრა, სისხლდენის შეჩერება არ ხერხდებოდა. დაუმარცხებელმა ფალავანმა – ლ. თედიაშვილმა, მკლავებზე გადაიწვინა ვაჟი. ხელებში ჩააკვდა შვილი მამას.
1998 წლის 25 ნოემბერს ვახტანგ თედიაშვილი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.
1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.