სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლერი ასლანიკაშვილი 1969-93წწ გარდ. 24 წლის, აჩადარა სოხუმი სკორპიონი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი ლერი ასლანიკაშვილი 1969-93წწ გარდ. 24 წლის, აჩადარა სოხუმი სკორპიონი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი ლერი ასლანიკაშვილი 1969-93წწ გარდ. 24 წლის, აჩადარა სოხუმი სკორპიონი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ასლანიკაშვილი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

256       ბეჭდვა

ლერი ასლანიკაშვილი 1969-93წწ გარდ. 24 წლის, აჩადარა სოხუმი სკორპიონი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

ლერი ასლანიკაშვილი დაიბადა 1971 წლის 28 მაისს


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის
ძმობისა და მშვიდობიანი თანაცხიოვრების თავდადებული მოტრფიალე,
ვახტანგბ ასლანიკაშვილის შვილი.

ასლანიკაშვილების ოჯახის ტრადიაციად იქცა სამშობლოს სიყვარული, გამბედაობა, მამაცობა, პატრიოტიზმი, რომლის მაგალითია ლერი ასლანიკაშვილი, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას და 23 წლის ახალგაზრდამ 1993 წლის 16 მარტს დაასრულა სიცოცხლე, თუმცა გმირები არ კვდებიან.

ლერი ასლანიკაშვილი დაიბადა 1969 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფ. არადუში, რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისში კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებულ სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო მოსკოვის ავტო-საინჟინრო უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში. შევიდა ახლად ჩამოყალიბებულ ბატალიონში, რომრლიც დისლოცირებული იყო გულრიფშის რაიონში.

1992 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მოხალისეთა რიგებში ჩადგა და სოხუმის 23 - ე ბრიგადის 1 ბატალიონის მებრძოლი გახდა. ამ ბრიგადის ხელმძღვანელ გენო ადამიას გვერდით იბრძოდა სოცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
მრავალი შეტევის მონაწილე იყო ლერი ასლანიკაშვილი. სოხუმს რამდენიმეჯერ შემოუტია მტერმა, მაგრამ ქართველმა ვაჟკაცებმა უკუაქციას ის.
1993 წლის თებერვლის მკაცრი სუსხიანი ზამთარი იყო, მტერმა შემოუტია სოხუმს. ქართველებმა კონტრშეტევა განახორციელეს, მტერი განდევნეს და დაედევნენ. ამის შესახებ ლერის უბნის წიგნაკში ჩანაწერი გვეუბნება: “გავათავისუფლეთ აჩადარა, გადავედით გუმისთაზე, მივაღწიეთ ახალ ათონის მისადგომებთან, საღამომდე, ალბათ ლესელიძემდე მივიდოდით და ამ დროს მოვიდა ბრძანება, “დაიხიეთ უკან“, ე.ი. იყო ღალატი, ისე როგორც ყოველთვის ქართველებს გვჩვევია.
1993 წლის 16 მარტს, როცა მტერმა (აფხაზეთის სახელით რუსეთის შეიარაღებულმა ჯარმა) კვლავ შემოუტია, სოხუმის მისადგომებთან სოფ. აჩადარაში მდინარე გუმისთასთან ლერი პიდაპირ ეკვეთა, შემჩნია ორ სართულიან სახლში დაბანაკებული მოწინააღმდეგე და პირველი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მას, მაგრამ მტერმა სიმრავლით სძლია და ზურგიდან ორი ტყვიით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ლერიმ ვეღარ იხილა ალყაში მოქცეული თანამებრძოლების სამშვიდობოზე გამოყვანა, რაზედაც რამდენიმე ვაჟკაცის სოცოცხლე შეეწირა.
ლერი ასლანიკაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით “მხედრული მამაცობისათვის“.

ლერი ასლანიკაშვილი
ასლანიკაშვილი ლერი ვახტანგის ძე დაიბადა 1969 წ-ს 29 მაისს. საშუალო განათლებით, უცოლშვილო. მცხ. ოჩამჩირის რ-ნი სოფ. არადუ.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ასლანიკაშვილი ლერი ვახტანგის ძე ჩარიცხული იყო 23-ე ბრ. სამთო-მსროლელი ასეულის „სკორპიონის“ პირველ ოცეულში 1993 წლის 1 თებერვლიდან (ბრძ. N171 6.04.93 წ.).
ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში, მეთაურთა ბრძანებებს ასრულებდა პირნათლად. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
1993 წლლის 16 მარტს გუმისთაზე შემოტევის დროს, ასლანიკაშვილი ლერი სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია ოჩამჩირის რ-ნ სოფ. არადუში.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.04.2021
ბოლო რედაქტირება 31.12.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0