გიორგი დავითის ძე ბეჭვაია 1961-1993წწ გარდ. სოხუმი დაბ. სოფ. დარჩელი ზუგდიდი სამეგრელო.
ბეჭვაია გიორგი დავითის ძე
დაიბადა 1961 წლის 24 ივნისი ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქალაქ კალინგრადში. ექვსი თვის შემდეგ გადაყვანილ იქნა ავღანეთში, რამაც მასზე უარყოფიდათ იმოქმედა, რის გამოც გარკვეული ხნის მანძილზე დეპრესიულ მდგომარეობაში იყო. გამოჯანმრთელობის შემდეგ საცხოვრებლად ქ. სოხუმში გადავიდა, მუშაობდა სამშენებლო ობიექტზე, პარალელურად სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო- სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. მალევე შექმნა ოჯახი და მომავალსაც იმედიანად შეჰყურებდა, რომ არა აფხაზეთში დატრიალებული მოვლენები . . . ის უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლთა რიგებში.
1993 წლის 16 მარტის ერთ-ერთ- შეტაკების დროს გიორგი მუცლის არეში მძიმედ დაიჭრა, ბედად გადარჩა, ბუნებით უშიშარი კიდევ კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა შინაგანად, რომ მტრის ტყვია ვერ მოერეოდა და კვლავ ჩაება ბრძოლაში. ის ამბობდა: ჩვენი ბრძოლა აფხაზებთან წააგავს ძმების ჩხუბს, რომლებიც დედის სიყვარულში ეჯიბრებიანო, სჯეროდა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა და შერიგება მოხდებოდა . . . .
თუმცა, 1993 წლის 26 სექტემბერს სოხუმში მტრის გააფთრებული შემოტევის დროს გიორგი ბეჭვაია მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჯკაცობისათვის და სიმამაცისათვის გიორგი ბეჭვაია დაჯილდოვებულია ღირსებვის ორდენით.