სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1963-1993 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნაჭყებია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

ნაჭყებია აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე დაიბადა ქ. სოხუმში 1963 წ. 17.02. ქართველი,



განათლება – უმაღლესი, უცოლშვილო. მისმა დამ მარინა ნაჭყებიამ გამოსცა წიგნები აფხაზეთის ომის გმირებზე. გააცოცხლა უამტრავი დოკუმენტური მასალა,

„აფხაზეთის ომის დაწყებისას ახლობლებთან სტუმრობს გალში, იმ საღამოსვე გადმოდის და რამდენიმე საათში ფეხით ჩამოდის სოხუმში (საგზაო-სარკინიგზო ტრანსპორტი მალევე პარალიზებული აღმოჩნდა). 18 აგვისტოს ტასო უკვე გენერალ გენო ადამიას შენაერთის ჯარისკაცია და იბრძვის ბოლომდე, მანამ სანამ სჯერა.

სჯერა კი სოხუმის დაცემამდე სნაიპერის მიერ ზუსტად დამიზნებულ ტყვიამდე; მანამ, სანამ „მამულის კეთილდღეობისა“ და „ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისათვის“ ბრძოლა მართალ და ჯანსაღ თამაშს ჰგავს.
23-ე მექანიზებული ბრიგადის საზენიტო ბატალიონის ჰაერსაწინააღმდეგო დივიზიონის („შილკას“) ოცეულის მეთაურმა,

31 წლის სოხუმელმა ინჟინერმა აქვსენტი (ტასო) ნაჭყებიამ ვერ მიატოვა ქალაქი და სხვებთან ერთად დარჩა „წაგებულ წრეში“.
…ომი ახალი დაწყებული იყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბიჭებმა ტანკი შემოაგრიალეს. მუხლუხებიანი მანქანა გაზონზე გადავიდა და ნაძვი წააქცია. ტასოც იქვე იდგა. ისე გაბრაზებულა, თავი ვერ შეიკავა: „რას შვრებით, ბიჭებო… ომი ომია, მაგრამ ეს ქალაქი ხომ ჩვენია, ჩვენი გასაფრთხილებელი და ბოლომდე მოსავლელიო!“ სანამ ის ლამაზი ნაძვი ფეხზე არ წამოაყენა და არ გამართა, იქიდან არ წამოსულა.
…ომის დროს მტრის თითო-ოროლა თვითმფრინავი თუ გამოუყვანია მწყობრიდან ჩვენს ჰაერსაწინააღმდეგო შენაერთებს. ერთ-ერთი ტასოს „შილკა“ იყო, მიზანს რომ მოხვდა.

ომით დაფიქსირებული დიალოგი…
– გთხოვთ, გაიყვანეთ დედა და ბავშვები და დატოვეთ ქალაქი, ჩემი დარდი ნუ გექნებათ, ერთი ორი დღე და… ვიღაცამ ხომ უნდა აიტანოს ეს ჯოჯოხეთი… დედამ უნდა გამიგოს… ჯერ ვერ წამოვალ, ისედაც ბევრი დავკარგეთ… – სადგურს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს გადახვეული და-ძმა განშორებით შეწყვეტილ ერთად ყოფნის წამებს ითვლიდა. ტასოს მართლა არ ეშინოდა, მაგრამ მის წინ ვედრებისთვის დაჩოქილი მარინა ებრალებოდა. (სამ დას ეს ერთი საფიცარი ძმა ჰყავდა). ეს იყო თვალებით გამხელა იმისა, რომ დამარცხებული ხარ, რომ უკვე ყველაფერი ამაოა, მაგრამ სხვანაირად მოქცევის უფლება არა გაქვს…
ძიძარიასა და გელოვანის ქუჩების მისადგომები ერთ-ერთი მძიმე უბანი აღამოჩნდა, სადაც 19 სექტემბერს საკუთარი აწყობილი ტანკით უკანასკნელ საბრძოლო დავალებას წარმატებით შეასრულებს ლეიტენანტი. სასაფლაოზე წასვენების არანაირი საშუალება არ იქნება და საკუთარ ეზოში ერთადერთი ბოთლი შამპანურის ბათქითა და ავტომატების კაკანა ჯერით ბიჭები, დედა და დები დაემშვიდობებიან ტასოს.
მუდამ მომღიმარს, იმედიანს, ვაჟკაცურს, მხნესა და ომახიანს დაიმახსოვრებენ ახლობლები და თანამებრძოლები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერს ტასო ნაჭყებიას“.
ნანა ჭანტურიას მოგონებებიდან


„ცოცხლები არავის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი… სისხლით ბანასა,
გაზრდის-ღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?“



მამა ალექსანდრე ნაჭყებია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.04.2021
ბოლო რედაქტირება 15.11.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1 ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.06.2023
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

2 0