სულ ვიზიტორი : 52186515
განთავსებული სტატია : 6915

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები
აფხაზეთის ომი
ფირუზ მოსიძე 1951-93წწ. გარდ. სოფ გუმისთა სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

95       ბეჭდვა

ფირუზ მოსიძე 1951-93წწ. გარდ. სოფ გუმისთა სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

მოსიძე ფირუზ
დაიბადა 1951 წლის 4 ივნისს ქ. სოხუმში. დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. პარალელურად ვარჯიშობდა სოხუმის სპორტსკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში. 1974 წელს ჩაირიცხა და 1980 წელს დაამთავრა კრასნოდარის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. 1970-72 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. ვოლგოგრადში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, მიღებული აქვს მრავალი მადლობა და სიგელი, დაჯილდოებულია პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, იყო პირველი თანრიგია სპორტსმენი.
როცა საქართველოში მძიმე ჟამმა ჩამოკრა და აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა 1992 წლის აგვისტოში, სამშობლოსადმი სიყვარულით გულანთებული 50-ზე მეტი ქართველი ვაჟკაცი წავიდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტიდან ბრძოლის წინა ხაზზე. მათ შორის ოთხი მეგობარი, რომელთაც ძმობა შეფიცეს ერთმანეთს, ჩაირიცხნენ 23-ე მექანიზებული ბრიგადის გულრიფშის 6-ე სატანკო ბატალიონში და დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები. კოტე სიჭინავა, როზმან ლოლაძე, ფირუზ მოსიძე — აი, ისინი, ვინც მკერდით იცავდნენ მშობლიური ქალაქის — სოხუმის კარიბჭეს მდ. გუმისთასთან. უთანასწორო ბრძოლაში მათ არაერთხელ მოიგერიეს ძლიერი მტრის შემოტევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია 16-18 მარტი (1993 წ.), როცა მტერმა ფრონტის ხაზი გაარღვია და ღრმად შემოიჭრა, მაგრამ 6-ე სატანკო ბატალიონის ბიჭებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მათ და დიდი დანაკლისით უკან დაახევინეს კიდეც, რადგანაც ქართველი ბიჭები ბრძოლაში თავს არ ზოგავდნენ.ხოლო ივლისის შემოტევამ კი სამუდამო კვალი დატოვა მებრძოლებში. მძიმედ დაიჭრნენ, მაგრამ ღვთის წყალობით სასწაულებრივად გადარჩნენ კოტე სიჭინავა, როზმან ლოლაძე, ავთო ქარაია; ხოლო ფირუზ მოსიძისათვის საბედისწერო აღმოჩნდა ეს დღე... შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე... უზომოდ მამაცმა, უღალატომ და სულით ძლიერმა იმ საბედისწერო წამსაც, თანამებრძოლთა გადმოცემით, თამამად გაუსწორა სიკვდილს თვალები, რადგან მაშინ საკუთარ თავზე კი არა, საქართველოზე, მის მომავალზე ფიქრობდა... ის მუდამ მომღიმარი იყო, თბილი და ალერსიანი, ოჯახზე უზომოდ შეყვარებული, მაგრამ უყოყმანოდ დატოვა ოჯახური სითბო ბედნიერი საქართველოს ოცნებაში და დადგა იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა სამშობლოს; აბა, უკეთ სხვა ვინ დაიცავდა სოხუმს, თუ არა მკვიდრი შვილი ამ ქალაქისა! — ასე ესმოდა, ასე სჯეროდა მას და ამ გრძნობით წავიდა ზეციურ სამყაროში...
ფირუზის ქვრივი იხსენებს: ,,სასაფლაოზე ჯარისკაცებმა წაასვენეს, ახლობლები არ გაგვიყოლიეს რადგანაც საშინლად იბომბებოდა ის ადგილები, სადაც ხალხმრავლობა იყო. როგორც კი მიცვალებული ეზოდან გაასვენეს, მომიახლოვდა სფტი-ს დირექტორის მოადგილე სოსო კაკულია და მითხრა: ჩვენ არ გვაქვს უფლება არ მოვუფრთხილდეთ ფირუზის ერთადერთ ქალიშვილს — მადინას, იგი არ დაგვთანხმდება შენ თუ არ გაყვები, სასწრაფოდ თბილისში უნდა გადაგაფრინოთო... როცა გონს მოვედი, მძიმედ დაჭრილ ძმას ვადექი თავზე თბილისში. გული შემეკუმშა — ერთი საათის წინ ფირუზის ვეთხოვებოდი სოხუმში, ჯარისკაცები ჯერ კიდევ მის საფლავზე იქნებიან, გულზე უკანასკნელ მიწას აყრიან ალბათ, მე კი, მე... შვილის გადარჩენისათვის გადავდგი ეს ნაბიჯი... მართლაცდა შვილი კი გადავარჩინე, მაგრამ რა ბედი ეწიათ იქ დარჩენილებს? — ვერაგმა მტერმა საკუთარ სახლში შეუბრალებლად დახოცა ფირუზის და — ლუიზა მოსიძე და დედა — მარიამ აბულაძე. საფლავებიც არა გვაქვს მათი... მიჭირს, ძალიან მიჭირს ქვრივის მძიმე ტვირთის ტარება, მაგრამ ფირუზის ლამაზი ცხოვრებით დათესილი მადლის ნაყოფი მხვდება ყოველ ნაბიჯზე. მის კაცურ კაცობაზე, მის სიკეთეზე ყვება ყველა მისი ნაცნობი და ასეთ დროს მაინც ამაყად დავდივარ ამ ქვეყანაზე—მე ფირუზ მოსიძის ქვრივი მქვია, კაცური კაცის ქვრივი მქვია... სამსალანარევია ეს სიამაყე, მაგრამ საპატიო... მე ვამაყობ იმით, რომ სამშობლოს შეწირული ფირუზის ლამაზი სიცოცხლე ლამპრად ენთება
მის შვილს ცხოვრების გზაზე.“
ფირუზ მოსიძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის“.


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.04.2021





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

1 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 1


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

2 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-3 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-7 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა `ცხუმი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


ბატალიონი "მონადირე" 20 მებრძოლის სია რედ. ირმა ირემაძე *

1 0


სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე *

1 0


გაგრის ბატალიონი აფხ.1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე *

1 0


ლესელიძის ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


აფხაზეთის სამხედრო პოლიცია 81 მებრძოლი რედ. ირმა ირემაძე *

1 0


აფხაზეთის ა/რ საინფ.-სადაზვერვო სამსახური რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 250-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 247-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 246-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


აფხაზეთის ომი


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0


კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993 გადარჩენილი არტილერისტი ლალი ცერაძე სგან

1 0