სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ავთანდილ კახიანი 1940-93წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ავთანდილ კახიანი 1940-93წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ავთანდილ კახიანი 1940-93წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1940-1993 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კახიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

ავთანდილ კახიანი 1940-93წწ გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

ავთანდილ კახიანი
ავთანდილ ელიზბარის ძე კახიანი

მე-8 ბატალიონის III ასეულის უფროსი მსროლელი
დაიბადა 1940 წლის 24 აგვისტოს. ავთო კახიანი სოხუმში, ძიძარიას ქუჩაზე #5-ში ცხოვრობდა. როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, რა თქმა უნდა კამანისაკენ გაეშურა. მისი ახალგაზრდობა იქ გაატარა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ხალხი იქ ეგულებოდა.
როგორც ქართველთა უმეტესობამ, სულით მებრძოლმა ადამიანმა, მანაც იარაღი აიღო ხელში და ძმებს გვერდში დაუდგა, რათა დაეცვა მისი მიწა, მისი ქვეყანა და ღირსება.\r\nავთო კამანის #-1 საგუშაგოზე იდგა, სადაც ყოველ მეორე დღე უწევდა მორიგეობა.

თუ სიტუაცია დაიძაბებოდა, საგუშაგოებზე ორივე ცვლა დარაჯობდა, თუმცა ორივე ცვლა არ ითვლიდა იმდენს, რასაც თითები ორივე ხელზე!\r\nკამანში იყო მოხუცებულთა და ინვალიდთა პასიონატი, (იმ დროისთვის ცარიელი) სადაც ასეულის შტაბიც იყო,
საწყობიც და ყაზარმაც. როდესაც ასეულს შემოაკლდებოდა საბრძოლო მასალა ან საკვები პროდუქტი, საჭირო იყო ბრიგადის შტაბიდან ყოველივეს ამოტანა, რაც გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. კამანიდან სოფელ შრომამდე 4 კმ-იან გზაზე მიმავალი,
ისე ჩანს ზემო ეშერიდან, როგორც ხელის გულზე და მტერი არა მარტო საბრძოლო ტექნიკას ესროდა, არამედ ა/მანქანებს და ფეხით მიმავალ ჯგუფისთვისაც იმეტებდნენ მსხვილ კალიბრიან ჭურვებს.\r\n1993 წლის 8 მაისს შტაბიდან მოსატანი იყო სურსათი.

ავთომ გადაწყვიტა თვითონ წასულიყო, -ბინასაც მივაკითხავ, უპატრონოდ მიტოვებული მაქვს, ხომ არ გატეხა ვინმემო. (სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებც ხშირი იყო). გზად, შრომის აღმართებზე მიმავალს, მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილობდა და ჩქარობდა,
პირველივე გასროლით დააწია მტერმა „ПТУРС“-ი (ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული სამართავი ჭურვი) და ავთოს ავტომქნქანა აფეთქდა. კამანიდან ფეხით დადევნებულ თანამებრძოლებს ცეცხლში გახვეული ავტომანქანა ცარიელი დახვდათ.
სოფელ შრომის მებრძოლებს გადარჩენის მიზნით, ქალაქისკენ გაუქანებიათ. კამანელების იმედი იმისა, რომ ავთოს ცოცხალს მიუსწრებდნენ, სოხუმის (ბარათაშვილის) N-1 საავადმყოფოში მისვლისთანავე ამოიწურათ!
***
მანქანის აფეთქებისთანავე მისკენ ფეხით გავიქეცით, მდინარეზე გადავცურეთ და აღმართი ქოშინით ავირბინეთ. მისულებს მანქანა ცეცხლის ალში გახვეული დაგხვდა. აფეთქებისაგან ოთხივე კარი გაღებულიყო, არც შიგნით და არც გარეთ ავთო არ ჩანდა.
იქვე ჩვენს ზემოთ შრომელების საგუშაგოდან ძახილი შემომესმა, გავიხედე და ზ. ფაცაცია ვიცანი. მან მითხრა -ნუ გეშინია ცოცხალია და საავადმყოფოში წაიყვანესო. ჩვენც გავაგრძელეთ გზა ფეხით ქალაქისაკენ. გზად შრომის შტაბი უნდა გაგვევლო,
სადაც შტაბის უფროსი გია ნიკოლეიშვილი დაგხვდა, რომელსაც გაუცილებია მანქანა დაჭრილით. გიამ აქვე შეგვამზადა და თითქოს მოგვისამძიმრა, ძალიან მძიმე მდგომარეობა არისო...
საავადმყოფოს მისაღებში ორი ქალბატონი მედდა დაგხვდა, ერთი ხნიერი, მეორე კი ახალგაზრდა გოგონა. ვკითხეთ დაჭრილი აქ ხო არ მოუყვანიათ მეთქი. გოგონამ კი კიო, თითქოს სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა, გვარი მკითხა და როცა მოვახსენე,
შეცბა... უცებ მეორე მედდისკენ შეტრიალდა. გავიგე როგორ ჩასჩურჩულა -ის კახიანი იყოო, ხო...
ჩვენს მისვლამდე სხვა დაჭრილი მებრძოლიც მიუყვანიათ, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იყო, სწორედ ეს კმაყოფილება წავიკითხე იმ გოგონას სახეზე, რაც ჩემი გვარის ხსენებაზევე წაეშალა. ჩვენი დაჭრილი ბიძა ჩვენს მისვლამდე
გარდაცვლილა და უკვე მორგვში გადაუყვანიათ.ავთანდილ ელიზბარის ძე კახიანი დასაფლავებულია სოხუმში, ძმათა სასაფლაოზეავთანდილ კახიანი

გარდაცვლილა და უკვე მორგვში გადაუყვანიათ.ავთანდილ ელიზბარის ძე კახიანი დასაფლავებულია სოხუმში, ძმათა სასაფლაოზე.

მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი

მე-8 ბატალიონის III ასეულის უფროსი მსროლელი

დაიბადა 1940 წლის 24 აგვისტოს. ავთო კახიანი სოხუმში, ძიძარიას ქუჩაზე #5-ში

ცხოვრობდა. როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, რა თქმა უნდა კამანისაკენ გაეშურა. მისი

ახალგაზრდობა იქ გაატარა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ხალხი იქ ეგულებოდა.

როგორც ქართველთა უმეტესობამ, სულით მებრძოლმა ადამიანმა, მანაც იარაღი აიღო

ხელში და ძმებს გვერდში დაუდგა, რათა დაეცვა მისი მიწა, მისი ქვეყანა და ღირსება.

ავთო კამანის #-1 საგუშაგოზე იდგა, სადაც ყოველ მეორე დღე უწევდა მორიგეობა.

თუ სიტუაცია დაიძაბებოდა, საგუშაგოებზე ორივე ცვლა დარაჯობდა, თუმცა ორივე

ცვლა არ ითვლიდა იმდენს, რასაც თითები ორივე ხელზე!

კამანში იყო მოხუცებულთა და ინვალიდთა პასიონატი, (იმ დროისთვის ცარიელი)

სადაც ასეულის შტაბიც იყო, საწყობიც და ყაზარმაც. როდესაც ასეულს

შემოაკლდებოდა საბრძოლო მასალა ან საკვები პროდუქტი, საჭირო იყო ბრიგადის

შტაბიდან ყოველივეს ამოტანა, რაც გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული.

კამანიდან სოფელ შრომამდე 4 კმ-იან გზაზე მიმავალი, ისე ჩანს ზემო ეშერიდან,

როგორც ხელის გულზე და მტერი არა მარტო საბრძოლო ტექნიკას ესროდა, არამედ

ა/მანქანებს და ფეხით მიმავალ ჯგუფისთვისაც იმეტებდნენ მსხვილ კალიბრიან

ჭურვებს.

1993 წლის 8 მაისს შტაბიდან მოსატანი იყო სურსათი. ავთომ გადაწყვიტა თვითონ

წასულიყო, -ბინასაც მივაკითხავ, უპატრონოდ მიტოვებული მაქვს, ხომ არ გატეხა

ვინმემო. (სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებც ხშირი იყო). გზად, შრომის აღმართებზე

მიმავალს, მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილობდა და ჩქარობდა, პირველივე

გასროლით დააწია მტერმა „ПТУРС“-ი (ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული სამართავი

ჭურვი) და ავთოს ავტომქნქანა აფეთქდა. კამანიდან ფეხით დადევნებულ

თანამებრძოლებს ცეცხლში გახვეული ავტომანქანა ცარიელი დახვდათ. სოფელ

შრომის მებრძოლებს გადარჩენის მიზნით, ქალაქისკენ გაუქანებიათ. კამანელების

იმედი იმისა, რომ ავთოს ცოცხალს მიუსწრებდნენ, სოხუმის (ბარათაშვილის) N-1

საავადმყოფოში მისვლისთანავე ამოიწურათ

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.04.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1

მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0

სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0

სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0