ვლადიმერ ჩიტაია 1975-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დ. გაგრა აფხაზეთი
ვლადიმერ ჩიტაია
დაიბადა 1975 წლის 25 მაისს ქ. გაგრაში. განათლება საშუალო, ქართველი. გაგრის მუდმივი მაცხოვრებელი. დაამთავრა გაგრის 11 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაამტავრა ვოვა გადადის ომის ხაზზე. აფხაზეთის ომს ვოვა ჩიტაია,მ სულ ახალგაზრდა. 17 წლის ასაკში შეხვდა. ომის პირველ დღიდანვე აიღო იარაღი სამშობლოს დასაცავად. სამშობლოს სიყვარული დედის რძესთან ერთად შეისისხლხორცა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი იბომბებოდა, მაინც მოასწრო მშობლების გადაყვანა ადლერში. თვითონ კი დაბრუნდა.
1992 წლის 2 ოქტომბერი. . . .
ბევრი მძიმე და ძნელი დღე გამოიარა. მტკაველი მიწა არ ეთმობოდა, ვაჟკაცურად იბრძოდა.
ვლადიმერი ( ვოვა) გრიგორის ძე ჩიტაია მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში ქ. გაგრის ზონაში. ირიცხება ქ. გაგრის კომენდატურაში 1992 წლის 22 აგვისტოდან.
2 ოქტომბერს ქალაქზე შემოტევის დროს კომენდატურის ოცეულთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს.
ომი ერთი წელი და ერთი თვე მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში უამრავი გმირობის მოწმენი გავხდით - ამბობს ბადრი ფირცხელიანი - გაგრის კომენდანტი. მინდა მოგახსენოთ 17 წლის ვოვა ჩიტაიას ბრძოლის ეპიზოდი, - მას ყველა არ იცნობს.
- ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, მხედრიონში რომ მოვიდა. ძალიან ლამაზი ბაცშვი იყო, საიცრად “ჟილკიანი“. ომი რომ დაიწყო, ისევ ჩვენთან მოვიდა. ერთ დღეს ბიჭები დაზვერვაზე გავუშვი. არის ასეთი მთა მამძიშხვა. იქ უნდა ასულიყვნენ. გზის ნაწილი ავტობუსით უნდა გაევლოთ, მერე ფეხით წასულიყვნენ. ეს სამბავი ვიღაცამ აფხაზებს აცნობა. ჩეჩნები და აფხაზები ბიჭებს ჩაუსაფხდნენ, ავტობუსი ააფეთქეს. იქ 27 ადამიანი იჯდა. 6 დაიღუპა, დანარჩენები დაიჭრნენ, მაგრამ გამოღწევა შეძლეს. როცა ეს ამბავი გავიგეთ, დახმარება გავაგზავნეთ. დამხმარე რაზმში ვოვაც იყო. მათ ბიჭებს დროზე მოუსწრეს და მოწინააღმდეგე უკუაგდეს. დაჭრილები გამოიყვანეს. ვოვა მაშინ 17 წლის იყო. გადმოხტა მანქანიდან და ტყეში დაიწყო სირბილი, თან ყვიროდა თურმე, მოდი კარგად ვნახოთ, ან ჩვენიანი დაჭრილი არ იყოს სადმე, ანდა მტერიო. ერთ მასზე უფროს ბიჭს უთქვამს, ბიჭო, ნუ ყვირი, მტერმა არ დაგვინახოსო. ვოვა ამაზე გადაირია და უთხრა - კაცო, აქ იმიტომ ამოვედით, რომ დავინახონ და შენ ის მეუბნები, დავიმალოთო.
მოწინააღმდეგის სამხედერო ტექნიკა შემოვიდა. ვოვა რუსების ბმპ-ს შეახტა, თავიც აიფეთქა და რუსებიც თან გაიყოლია. საოცარი ბიჭი იყო ვოვა, ის ნამდვილი გმირია.