სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ  მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ  მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

1873-1933 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი თალაკვაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

69       ბეჭდვა

ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

თალაქვაძე ნიკიტა მალაქიას ძე (1873, ოზურგეთის მაზრა, სოფ. ასკანა _ 8.12.1933,ქ. თბილისი) _ დეკანოზი.


დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1895-1899 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1899-1902 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობს.


1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 8 დეკემბერს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. აქ მსახურების დროს მამა ნიკიტას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს მაშინდელ ეპისკოპოს დიმიტრისთან (აბაშიძე), რომელმაც ეგზარქოს ალექსის (ოპოცკი) მოძღვრის სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა.1903 წლის 19 ნოემბერს მღვდელი ნიკიტა დიდუბის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამ დროს საქართველოში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და რუსი ეგზარქოსები ცდილობდნენ, ქართველი მრევლის მეხსიერებიდან ამოეშალათ ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეები. მამა ნიკიტამ მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული. იგი, როგორც ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალურ მოძრაობაში.1912 წლის 20 მაისს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1913 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1917 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკო საბჭოს წევრია. იგი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ III (საძაგლიშვილი).დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრული. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი:საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი დღეები დაუდგა. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:

"ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება".

ხელისუფლება დღითიდღე ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა.1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. გარდაიცვალა 1933 წლის 8 დეკემბერს, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. 

გიორგი მაჩურიშვილი

MEMBER OF ORGANIZATIONS

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

BIBLIOGRAPHY

დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 



დეკანოზი ნიკიტა მალქიას ძე თალაკვაძე 1873 წელს ოზურგეთის მაზრაში. სოფელ ასკანაში, მედავითნის 
ოჯახში დაიბადა. 1889-1895 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1895-1899 წლებში კიევის სასოულიერო აკადემიაში სწავლობდა. 
საქართველოში დაბრუნებული ნიკიტა 1899-1902 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. 
1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 8 დეკემბერს 
ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრაღ დაინიშნა. აქ მსახურების დროს მამა ნიკიტას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს 
მაშინდელ ეპისკოპოს დიმიტრისთან (აბაშიძე), რომელმაც ეგზარქოს ალექსის (ოპოცკი) მოძღვრის სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა. 
1903 წლის 19 ნოემბერს მღვდელი ნიკიტა დიდუბის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად გადაიყვანეს. ამ დროს საქართველოში წირვა–ლოცვა რუსულ ენაზე მომდინარეობდა და რუსი ეგზარქოსები
გვ455
ცდილობდნენ, ქართველი მრევლის მეხხიერებიდან ამოეშალათ ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეები. მამა ნიკიტამ მიტრიფანე ლაღიძის, 
სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული. იგი, როგორც ეპისკოპოს 
კირიონის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში.  
1912 წლის 20 მაისს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს 
1913 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1917 წელს დეკანოზის 
წოდება მიენიჭა. 
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე 
ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, 
ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკოსო საბჭოს წევრია. იგი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 
არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის 
მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ III (საძაგლიშვილი). 
დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოის-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრული. დაკრძალვის დღეს სიონის 
ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარშოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე 
მეცნიერ-მწყემსმთავარი: 
„მშვიდობით, თქვენო უწმინდესობავ! 
ეს ერთი კვირაა შენი ანჩისხატი, მთელი მორწმუნე თბილისის ქართველობასთან ერთად, გულდათუთქული დაგქვითინებდა 
ტყვიით განგმირულ თავის მამამთავარს. დღეს კი ჩვენი სამ
გვ456

შობლოს ყოველი კუთხიდან მოზღვავებულა მთელი საქართველო – შენი საწყმსო, – რათა მიგაცილოს საუკუნო განსასვენებელ სავანემდე. 
დაობლებული შენი სამწყსო, ისევ დაქვრივებული ივერიის ეკლესია დღეს საქვეყნოდ მოსთქვამს და ჰგოდებს 
თავის ვაებასა, თავის უბედურებასა, თავის ეგზომ დაცოდვილებას, სამშობლო ქვეყნის გარეშეთაგან გაჭირვებას. ეს შენი 
საიდუმლოებით მოცული კუბოც შძიშე ლოდივით ზედ დაგვერთო. ასეთ განსაცდელს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს ჩვენში. 
არ ვიცი შენი ასეთი მოულოდნელი და უეცარი სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია. ზოგჯერ მტერი 
ვერ უზამს ადამიანს იმას, რასაც თვით ადამიანი თავის თავსაო, – სწორედ ჩვენზეა ეს ნათქვამი. სხვებმა, გარეშეებმა, ჩვენმა
გვ457 
მტრებმა და ორგულებმა შეიგნეს შენი დიდი პიროვნების ღირსება, ჩვენ კი ვერა! სხვებმა, უცხოელმა, დააფასეს შენი გონებრივი 
და ზნეობრივი ღვაწლი სამშობლოსათვის, ჩვენ კი ვერა... 
ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგდარ, დამაშვრალ, მხცოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, 
სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწეოდ მოიწვევენ, 
მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა სიბრძნე-გამოცდილებით ისევ ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე 
ვერ მოგექეცით. ჩვენ მხოლოდ უუფლებო კათალიკოს-პატრიარქად აგირჩიეთ! თითქოს ჩვენი ეკლესიის ხომალდის საჭეთ-მპყრობელი გიწოდეთ, 
ნამდვილად კი ეს საჭე ხელიდან გამოგტაცეთ! 
ქედმაღლობა, გამძვინვარებული შუღლი, საარაკო თავხედობა და გულფიცხობა ვაწარმოეთ თავის მამამთავრის გარშემო.. 
უკანასკნელი დღენი სიცოცხლისა ჩავუმწარეთ მას და ახალ საქართველოში ეკლესიასაც ძირი ამოვუთხარეთ, არსებობის 
ნიადაგი გამოვაცალეთ... 
განა მხოლოდ კირიონ კათოლოკოზს მოვექეცით ასე? უფრო მეტი სისასტიკით გავისტუმრეთ საიქიოს დიდი ილია! წიწამურისა და მარტყოფის 
ტრაგედია საქართველოს დაუძინებელი მტრების მიერ ჩვენში დათესილმა, ერთმანეთის ჯგუფურმა გადაკიდება-კინკლაობამ შეამზადა. მტრებმა დაგვქსაქსეს, 
ერთმანეთის მტრებად გადაგვაქციეს, საკუთარ ოჯახში შინაური მტრები და ჯაშუშები გაგვიჩინეს და ეს თავზარდამცავი უბედურება თვით ქართველების ხელით გააკეთეს. 
რაღა გვეთქმის ამ შავბნელ ბოროტებაზე? – შური, ერთმანეთის მძულვარება და გაუტანლობა დაესადგურა ჩვენს შორის და ეს გვათხრევინებს 
ჩვენს სამარეს ჩვენივე ხელით.. როდესაც ილიას და კირიონს ყიჟინას სცემდნენ უგუნურნი, ჩვენში არ აღმოჩნდა ვინმე, რომ 
დამშრალთათვის ნუგეში ეცათ, მათთვის მოეგერიებინათ უპასუხისმგებლო კალმოსანნი. პირიქით, უფრო ასისიანებდნენ მათ..
გვ458
ილიას და კირიონს მამულიშვილობა, უანგარობა და სამშობლოსათვის თავგანწირვა როდი ესწავლებოდათ, საყვარელნო!.. 
მაგრამ დღეს რაღა გვეთქმის.. დღეს ისევ საქვეყნო სირცხვილში ჩავცვივდით ქართველნო.. ეტყობა ისტორიის გაკვეთილები 
ისევ ფუჭია ჩვენთვის, ჯერჯერობით მაინც.. მაგრამ ღრმად გვწამდა საქართველოს ჭირისუფლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის 
ანდერძი: 
ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის,
ეს განჭირული სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.
დიახ, „გზა უვალი“, კირიონისაგან „თელილი“ უსათუოდ დარჩება. ამ გზაზე უკვე დაგვაყენა განსვენებულმა. პირველმა მან 
შეაშუქა ჩვენს საზოგადოებაში ჩვენი ეკლესიის განთავისუფლების აზრი. შეაშუქა არა 1905 და 1917 წლებში, როდესაც 
ქვანიც კი ღაღადებდნენ, არამედ უფრო ადრე, როდესაც სუსხიანი ცარიზმისაგან ყოველი აზრი და იდეა თავისუფლებაზე 
ჩვენში გაყინულ-გათოშილი იყო; კირიონი კი მაინც თესდა ჩვენში თესლსა კეთილსა. ის შეესწრო კიდეც ამ თესლისაგან 
ნაყოფის გამოღებასა, მაგრამ თვით კი იგემა თვისი ნამუშაკარი. 
ასეთი ყოფილა ხვედრი ქართველ საზოგადო მოღვაწეებისა და ვერც კირიონი ასცდა თავის ხვედრს.·. 
არ შეიძლება არ გამცნოთ საყვარელნო კირიონისაგან ერთ საეკლესიო წრეში უკანასკნელი წარმოთქმული აზრი ჩვენს 
ძალთა ურთიერთგანწყობილებაზე: „ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, – ბრძანა განსვენებულმა, – 
შორიდგან თვლყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, 
მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ 
სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია“ – ასე ნაღვლიანად დაასრულა მან თავისი მწყემსმთავრული მხილება.
გვ459 
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენ ,ხელახლა დავიბადებით'',როგორც განსვენებულმა გვამცნო, ახალ საქართველოში, 
მხოლოდ თავისუფალ საქართველოში აღორძინდება, ამაღლდება, გაფაქიზდება ძალთა განწყობილება, მხოლოდ განახლებულ 
მოქალაქეობაში შევძლებთ უკუვაგდოთ აწ დამხობილ მონობისაგან ნაანდერძევი გახრწნილი ზნეჩვეულებანი და შეერთებულ ძალღონით სამშობლოს ვემსახუროთ. 
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აწ თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ეკლესია შესძლებს აღუზარდოს სამშობლოს ღირსეული მოქალაქენი 
მტკიცე ქრისტიანულ ზნეობის ნიადაგზე. უნდა შევიგნოთ საყვარელნო, რომ მხოლოდ წმინდა სახარების მცნებებზე 
აღზრდილი ერია უკვდავი და უძლეველი.  
ამ რწმენით მიგაცილებთ ტანჯულო მამამთავარო, საფლავის პირზე. აქ, ჭაღარა სიონის ტაძარში მივაბარებთ შენს ნეშტს 
მშობელ მიწას. აქ დაისვენე და განისვენე დამაშვრალო! აქ მაინც აღარ იქნები ,განმარტოებული“, აქ მუდამ სინანულის 
ცრემლებს დავაფრქვევთ შენს წმინდა საფლავს. შენც უწმინდესო მეუფეო, აქედან თვალყური გვადევნე, გაგვამხნევე, არ დაგვივიწყო. 
შენებურად, დიდსულოვნად შეავედრე ჩვენი ეგზომი დაცოდვილება სიონის ღვთისმშობელს, წმინდა ნინოს და
ჩვენს ნათლით მოსილ წინაპართ..  
შეგცოდეთ, შეგვინდევ და გვაპატიე, ჩვენო დაუვიწყარო 
მამამთავარო! 
ღმერთი იყოს შენი მოწყალე, ამინ“. 
საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი
დღეები დაუდგა.
1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის
16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:
გვ460
 „ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის 
ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. 
დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება“. 
ხელისუფლება დღითიდღე ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 
1922 წლის 17 ოქტოებერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა იგი მასწავლებლობიდან 
დაითხოვა· 
1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების  
უფროსად მუშაობდა, შემდეგ- კულტურის სამინისტროში. გარდაიცვალა 1933 წლის 8 დეკემბერს, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. 
დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. გთავაზობთ,
მის მიერ ანჩისხატის ტაძარში წარმოთქმულ სიტყვას 1917 წლის აღდგომის მეორე დღეს:
„ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! „აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და  ივლტოდენ მოძულენი მისნი 
პირისაგან მისისა!“ სხვათა შორის ამ სიტყვებით უღაღადებს წმინდა ეკლესია ქრისტე მაცხოვრის მკვდრეთით ბრწყინვალე აღდგომას. ეს სიტყვები 
ქრისტეს აღდგომის საგალობელისა საზოგადო სარწმუნოებრივ სიხარულის გამომსახველია მთელ საქრისტიანოში, მაგრამ განსაკუთრე


გვ461
ბულის ალფრთოვანებით ხმობს მას დღეს ეს ჩვენი ძველისძველი სიწმინდე – ანჩისხატის ტაძარი. 
ვინ მოსთვლის, მეუფეო, თუ რამდენი „მტერნი“ და მოძულენი ეხვეოდნენ ამ, მეშვიდე საუკუნის ქრისტიანობის მხურვალე კერას 
ჩვენის დედაქალაქისას და ლამობდნენ მის შემუსვრა-განიავებას! მაგრამ „ყოველნი მტერნი და მოძულენი“ ამისნი არა 
ერთხელ გამქრალან, ვითარცა კვამლი, არა ერთხელ დამდნარან, ვითარცა ცვილი წინაშე ცეცხლისა! ქრისტე მაცხოვრის „მტერნი და მოძულენი“ არა 
ერთხელ შემოენარცხენ ამ ტაძრის სალკლდოვან ზღუდეებს, ისინი წარხდნენ, ივლტოდენ და განიბნინენ, ხოლო ესე ჰგიეს შეუძვრელად! დიდება ღვთის განგებასა! 
მტერნი და მოძულენი ჩვენი მაინც არ სცხრებოდენ, ისევ იკრებდენ ძალას, ისევ გვეხეთქებოდნენ ხოლმე და სჯულის  
წარხოცვას გვიქადდენ. მაშინ ჯვარის მტვირთველი ქართველი ერი ეძმო, ეკავშირა ერთმორწმუნე დიდ რუსეთს სჯულისა და 
თვით არსებობის ·შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი ფურცელი ამ შეკავშირების ისტორიისა დაიწერა ამ საყდარში, იმ დროს 
მცხეთის კათალიკოსის კარის ეკლესიაში. პირველ დეკემბერს,  
1799 წელს საქართველოს უკანასკნელმა მეფეშ, გიორგი XII-მ, აქ ფიცი მიიღო რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, მინისტრის კოვალენსკის და 
საქართველოს ელჩის გარსევან ჭავჭავაძის თანდასწრებით. იმ დღეს ანჩისხატის ტაძარში მწირველნი იყვნენ კათალიკოსი ანტონ II, მთავარეპისკოპოსი იუსტინე, 
არსენი თბილელი, იოანე ბოდბელი და სტეფანე რუსთველი. გალობდა გურულ მგალობელთა გუნდი - ლოტბარი არქიმანდრიტი გერასიმე ანთაძე, ძმა მისი ოთარ 
და შვილი გიორგი. 
დიდის ზეიმით გადაიხადა თბილისმა ეს დღე: „მეფე ქრისტიანე ადიდებდა მეფესა ერთმორწმუნესა, მართლმადიდებლობის მისაყრდნობელსო“, მოგვითხრობს მატიანე. 
მაგრამ მალე აღმოჩნდა,თუ როგორი ,,მისაყრდნობელი“ იპოვა რუსეთის თვითმპყრობელებში ჩვენმა სამშობლომ და მისმა მართლმადიდებლობამ!
მათ დაარღვიეს დადებული ხე
გვ462
ლშეკრულება, დაატყვევეს და დაიმონეს საქართველო, დააქვრივეს და გაფცქვნეს ავტოკეფალური ივერიის სამოციქულო ეკლესია. 
სამშობლოდან გააძევეს დარბაისელი კათალიკოსი ანტონი, გადაასახლეს ის ცივ რუსეთში, სადაც მან ჩაჰყარა თვისი განაწამები ძვლები. 
მიჰფანტ-მოჰფანტეს მთავარეპისკოპოსნიც, თბილელი, რუსთველიც და სხვებიც! ჩვენის ეკლესიის მართვაგამგეობა იკადრა ანტი-კანონიკურმა რუსეთის კლერიკულმა 
სინოდმა ეგზარქოსების საშუალებით. ერთმა მათგანმა რომ ვერ დაიმორჩილა ძლიერი სული გენათელ და ქუთათელ მიტროპოლიტთა, განაძევა ესენიც სამშობლოდგან. 
ისინი გზაშივე მოწამეობრივად აღესრულენ. 
დაქვრივდა ივერიის ეკლესია! დაობლდა ეს ტაძარიც, სადაც XVII საუკუნის დასასრულიდგან გვისვენია უდიდესი სიწმინდე 
ქრისტიანობისა „ხელთ-უქმნელი პირი ღვთისა“, ანჩიდგან აქ გადმოსვენებული! გაპარტახდა, აოხრდა აქაურობა. განადგურდა განმანათლებელი, 
კულტურული დაწესებულება, რომელიც აქ, კათალიკოსის გარშემო, თავს იყრიდა. აქაურობა გადაიქცა სასინოდო კანტორის მოხელეთა და ეგზარქოსების მსახურთა 
ბუნაგად· გავერანდა და გაიძარცვა მდიდარი ტაძარი, წაიბილწა ის ათასგვარ უსაქციელობით, დაეპატრონენ რა მის, ეზოშიდამოებს ვიგინდარები! 
თქვენს მეუფებას კარგად მოეხსენება ყოველივე ესე. თვით განგიცდიათ ამის გამო მწუხარება. ერთ დროს მოღვაწეობდით კიდეც ამ სიწმინდის აღსადგენად, 
ბევრიც იმოქმედეთ ამ მხრივ, მაგრამ თქვენ შემდეგ ისევ დასცეს, ისევ გაავერანეს ანჩისხატი. 
თუ ვინმე წინამძღვართაგანი გამოჩნდებოდა აქ მომქმედი და გულშემატკივარი, ასეთებს მალე აჰბარგავდნენ ხოლმე აქედგან, 
როგორც ეს უყვეს, მაგალითად, პატივცემულ ისტორიკოსს, მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილს. მამა კარბელაშვილმა 
გააძევა აქედგან ვიგინდარა – ჩამოსახლებული მოლოზნები და შეედავა სასინოდო კანტორას უსამართლოდ, ძალმომრეობით, 
დაფლობილ ეკლესიის ეზო-მიდამოზე. ამ დავას ვაწარმოებდით უკანახკნელ დრომდე. 
გვ463
შემდეგ ის დაკნინდა, დაძაბუნდა აქაურობა, რომ ჩამოეცალა ამ ტაძარს მისი ძველი დიდებული მრევლი. ანჩისხატის ტაძარი ერთ-ერთ უკანასკნელ 
სამრევლოდღა იყო ყველასგნით მიჩნეული. აქ ამწესებდნენ მოხუცებაში გადამდგართ პირთ ან ვისიც სასტიკად დასჯა სურდათ ეგზარქოსებს. ჩემი უღირსებაც ამ 
სახით გადმომიყვანეს აქ ჩვენის ქვეყნის „მტერ-მოძულეებმა“. გადმომიყვანეს დიდის ქებით, დიდებით და იმ იმედებით, ვითომ ამ ძველისძველ სიწმინდის 
აღსადგენად და გასამშვენიერებლად! ნამდვილად კი – მწარედ დასცინეს სიწმინდესაც და სხვებსაც! მაგრამ ღვთის დაცინვა არავის შერჩენია და
სასწაულებრივ საშინელებით დაისაჯნენ დამცინავნი. ეს ყველამ უწყის დღეს! 
მიუხედავად ამისა, შინაური თუ გარეშე „მტერ-მოძულენი'' ჩვენნი ისევ განაგრძობდნენ პირი ღვთის წინააღმდეგ უგუნურ
ბრძოლას, ამ სიწმინდის და ეროვნული საგანძურის აბუჩად აგდებას. ამათ, ამ უკანასკნელ წელს, არც კი იკადრეს აქ წირვის 
შესრულებაც კი, აღარ დასცალდათ, ისე გამოაცალა მათ განრისხებულმა განგებამ ფეხქვეშ ნიადაგი!  
დაიმსხვრა მონობის ბორკილი! 27-28 თებერვალი და ორი მარტი 1917 წლისა რუსეთის საბრძანებლის ისტორიაში მუდამ 
წარუხოცელი დარჩება. ამ დღეებში გამოიჭედა რუსეთის ერთა თანასწორობა და თავისუფლება. დაემხო ის ძალა, რომელმაც  
დაატყვევა და დაიმონა ჩვენი სამშობლო. შესწყვიტა მაჯისცემა ის დესპოტიამ, რომელმაც კლერიკალურ რუსეთის სინოდს
გადაუგდო სახრავ-საჯიჯგნავად მოწამეობრივ სისხლში განბანილი ივერიის ეკლესია. დაეცა სინოდიც და 12 მარტს აღდგა მშობელი ჩვენი ეკლესია! 
ჭეშმარიტად აღდგა ჩვენთვისაც ქრისტე ღმერთი, განიბნინენ მტერნი ჩვენნი და ივლტიან პირისაგან მისისა მოძულენი ჩვენნი! 
ქართველმა მართლმადიდებელმა ერმა, რომელიც თავსმოეგო, თვის ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ 12 მარტს 
ამოგირჩიათ თქვენ, მეუფეო ლეონიდე, მშობელ ეკლესიისათვის დიდო ჭირნახულო და დამაშვრალო. 
გვ464
დიდის სიხარულით, მოკრძალებით და სასოებით ვეგებები დღეს მცირე მოძღვარი ამ ტაძრის კარიბჭეში და თქვენთან 
ერთად ყოვლადსამღვდელოთ გიორგის იმერეთისას და ანტონის გორისას. მოვედით, მეუფენო, ჩვენო მწყემსმთავარნო! 
შესწირეთ დღეს აქ ჩვენს სასო პირი ღვთისას უსისხლო მსხვერპლი. შეავედრეთ მას განახლებული, გათავისუფლებული დიდი რუსეთი და მასში მუდამ ერთგული, 
გმირულად დღესაც ჭირსა და ლხინში თანამოსაზრე ქართველი ერი, რათა მოიკრიბოს მან თვისი ძალ-ღონე, თვისი ზნეობრივი და ნივთიერი ენერგია, 
რათა თვით გაუძღვეს თვის საკუთარ საქმეებს, თაოსან იქმნას ქართველი ერი თვის სამშობლო საქართველოში! შეევედრეთ პირი ღვთისას, მეუფეო, რათა მან 
მოგცეს თქვენ ძალი და ღონე, სიბრძნე და გამჭრიახობა მიიყვანოთ უსამართლობის სასტიკ ქარიშხლისაგან დაზიანებული ჩვენი ეკლესიის ხომალდი 
მშვიდ ნავსაყუდელში. 
„ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღვთისა და მართალნი იხარებდენ! ესე არს დღე იგი, რომელი ქმნა უფალმა, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“. 
ქრისტე აღდგა! გიხაროდენ!“ 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0