სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა აქუბარდია 1961-93წწ დაკარგ. 32 წლის სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი გოჩა აქუბარდია 1961-93წწ დაკარგ. 32 წლის სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აქუბარდია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

გოჩა აქუბარდია 1961-93წწ დაკარგ. 32 წლის სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

გოჩა აქუბარდია

დაიბადა 1961 წელს ქ. სოხუმში. სწავლობდა ქ. სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში. დაამთავრა ქ. თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 1984 წელს, ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით. ინსტიტიტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. სოხუმის ორგ. ხელსაწყოს ქარხანაში, დირექტორის მოადგილედ. მისი ჰობი იყო შემოქმედებითი მოღვაწეობა; წერდა ლექსებს, მოთხრობებს.

ბუნებით იყო დინჯი, თავშეკავებული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, ჰყავდა ბევრი მეგობარი და მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები.ძლიერ განიცადა აფხაზი მეზობელი ბიჭის დაღუპვა, რომელიც მოწინააღმდეგეთა ბანაკში იბრზოდა.
აქუბარდია გოჩას არ დაუტოვებია მშობლიური ქალაქი--სოხუმი და თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა პირნათლად შეასრულა ბოლომდე. ის რიგით მებრძოლად ჩაირიცხა 1992 წლის ოქტომბერში მოხალისეთა ლაშქარ ''ცხუმის'' პირველ ასეულში. 1993 წლის თებერვლიდან კი დაინიშნა პირველი ასეულის მეორე ოცეულის პირველი ათეულის მეთაურად.
1993 წლის 16-17 სექტემბერს აქუბარდია გოჩა ევგენის ძე დაიკარგა უკვალოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საომარი მოქმედებების დროს ქ. სოხუმში შუქურას რაიონში.

მისი სახელი გმირთა მოედნის დაფას ამშვენებს ქ. თბილისის გმირთა მოედანზე. იქ დანთებული მუდმივი ცეცხლის ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა დაღუპული გმირის სული.
ისე კი ცხოვრების დევიზად ჯქონდა;;'' სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი''.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.04.2021
ბოლო რედაქტირება 02.07.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0