გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
1993 წელს სოხუმში, მინისტრთა საბჭოში უგზოუკვლოდ დაკარგულები... გოჩიაშვილი დავით, ფარცვანია ალქსანდე, ქავთარაძე გიორგი.
დავით გოჩიაშვილი დაიბადა 1970 წლის 4 ივლისს თბილისში. გარდაიცვალა 27 სექტემბერი 1993 წელი სოხუმი
თბილისის 142-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პირნათლად მოიხადა მხედრული ვალი ქ. პერმში.
1992 წლიდან მსახურობდა თბილისის სამხედრო კომენდატურაში სპეცდანიშნულების ჯგუფის ოპერატიული მუშაკის თანამდებობაზე. ამავე წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა „ავღანელთა“ ბატალიონში. 1993 წლიდან გადავიდა უშიშროების სამსახურში,საიდანაც მაშინდელი მინისტრის, ბატონ შოთა კვირაიას სიტყვიერი ბრძანებით, სხვა მეომრებთან ერთად გააგზავნეს აფხაზეთში დათოს თანამებრძოლები ახასიათებენ, როგორც უტყუარ, ერთგულ, უშიშარ თანამებრძოლს.
იგი სოხუმის დაცემის ბოლო წუთამდე ვაჟკაცურად ედგა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ჟიული შარტავას გვერდით და იცავდა. მისი ფართო და ლამაზი თვალები აღბეჭდილია კასეტაზე, რომელზეც ჩაწერილი და გადაღებულია 27 სექტემბერი, ავადსახსენებელი თარიღი. მიუხედავად მძიმე ტრაგიკული დღისა, დათოს თვალებში შიში არ იგრძნობა, ის ურყევად დგას და, ბატონი ჟიულის მსგავსად, წარბშეუხრელად შესცქერის სიკვდილს...
ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.