ზურაბ და მამუკა ბეროძე მამა-შვილი 1965-93წწ.გარდ. 28 წლის, სოფ. აჩადარა, სოხუმი, აფხაზეთი
ბეროძეები---მამა-შვილი ზურაბ და მამუკა
ბეროძე მამუკა დაიბადა 1965 წლის 1 იანვარს.
სწავლობდა ქ. სოხუმის მე-11 საშ. სკოლაში. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტში განაგრძო, რომლის დამთავრებისთანავე ასპირატურაში დარჩა და მალე სამეცნიერო ხარისხიც უნდა მიეღო. რამოდენა გზა უნდა გაელია მამუკა ბეროძეს, რამდენი სიკეთე უნდა ეთესა, ემრავლებინა გენი გალაღებულიყო სიცოცხლით.
ბეროძე მამუკა ზურაბის ძე ჩარიცხული იყო 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონის მესამე ასეულის მესამე ოცეულის მეთაურად.
1993 წლის 19 სექტემბერს დაიღუპა აჩადარის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისას.
როდესაც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე მამუკა, მორიგი შეტევიდან აღარ დაბრუნდა, აფორიაქდა ზურაბ ბეროძე, რაღა გააჩერებდა და პირმშოს საძებრად მტრის ზურგს უტია.
ზურაბ ბეროძე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და ტექნიკური მექანიკის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოკტორი, ასზე მეტი სამეცნიერო შრომისა და რამდენიმე მონოგრაფიული ავტორი იყო. იყო შესანიშნავი პედაგოგი, მეგობარი, თანადგომი და უანგარო მრჩეველი ჰყავდათ მის აღმზრდელებს, მეგობრებსა და ახლობლებს..
ბეროძეების ოჯახიდან სამი ვაჟკაცი გააცილა ქალბატონმა მავლინამ ქუდზე კაცით და რაღა დააკავებდათ ლომგულა ბიჭებს მამუკასა და კახას.
მამულს ზურაბ და მამუკა ბეროძეების სიცოცხლე დასჭირდა მსხვრეპლად.
მამუკა ბეროძე 1998 ლის 27 ივლისს N435 განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.