გრიგოლ მიხეილის ძე ბუაჩიძე (დ. 5 თებერვალი, 1916, სოფ. ფარცხნალი, ახლანდელი ხარაგაულის რაიონი — გ. 1996) — საბჭოთა კავშირის გმირი (26 ოქტომბერი, 1943). სკკპ წევრი 1942 წლიდან.
მუშაობდა პედაგოგად. 1938 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1939 არმიაში გაიწვიეს. დიდ სამამულო ომში იბრძოდა სტალინგრადთან, ხარკოვთან, კრემენჩუგთან, სადაც მდ. დნეპრისგადალახვისა და მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმის გამაგრების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. შემდეგ მონაწილეობდა კიშინიოვ-იასის ოპერაციაში, აგრეთვე ბროლებში რუმინეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის და ავსტრიის განსათავისუფლებლად. 1946-1954 წლებში მუშაობდა ყესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კადრების განზოფილების უფროსად, 1955 წლიდან მუშაობს ქ. რუსთავის ქიმიურ კომბინატში ოსტატად. 1956 წელს დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით.