მეტი ყურადღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისკენ! ამას ითხოვენ გმირთა სულები....
მტრის მიერ დადებულმა ნაღმა 1992 წლის 29 სექტემბერს სოფელ სომხურ ათარასთან სწორედ ის ტანკი ააფეთქა, რომელიც წინა დღით ვახტანგმა თავისი ხელით ააწყო და თვითონვე მართავდა.
23 წლის ვაჟკაცი ტანკში დაიწვა, იმავე დღეს მისი მამა ომარ ელერდაშვილი, საკუთარი ბინის აივნიდან მე-9 სართულიდან გადახტა და 49 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სამშობლოსა და შვილის უბედობით გამწარებული სიცოცხლე.
ვახტანგ ელერდაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''.
ქ. თბილისის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მიენიჭა ვახტანგ ელერდაშვილის სახელი.
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვახტანგ ელერდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ჩიხს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ვახტანგ ელერდაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე: გიორგი ალიბეგაშვილი