სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია 1914-1975წწ ომის გმირი.  სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1914-1975 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ბუკია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია 1914-1975წწ ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია (დ. 23 ოქტომბერი1914, სოფ. ძველი აბასთუმანიზუგდიდის მუნიციპალიტეტი ― გ. 25 დეკემბერი1974ზუგდიდი) — საბჭოთა კავშირის გმირი (24 მარტი1945), პოლკოვნიკი. სკკპ წევრი 1942 წლიდან.


1936 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი1938-1939 წლებში მონაწილეობდა ხასანის ტბასთან და ხალხინ-გოლთან ბრძოლებში. დიდ სამამულო ომში იბრძოდა მოსკოვთან, ლენინგრადთან, გომელთამ ჩერნიგოვთან, ბელაია-ცერკოვთან და სხვა. მონაწილეობდა რუმინეთისუნგრეთისავსტრიის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. იყო ტანკსაწინაღო დივიზიონის თვითმავალი საარტილერიო და სატანკო პოლკების მეთაური. ბუდაპეშტისა დავენის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და პოლკის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ჰირლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ ბუკია მონაწილეობა მიიღო აიპონინელთა კვანტუნის არმიის განადგურებაში. 1951-1954 წლებში იგი სწავლობდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1954 წლიდან თადარიგში გავიდა. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენითა და მედლებით


აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია დაიბადა 1914 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში. სკკპ წევრი. არტილერისტი, კადრის ოფიცერი, დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს - მდინარე პრუტის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. მონაწილეობდა ომში იაპონელ მილიტარისტთა წინააღმდეგ.

1944 წლის აგვისტოს ბოლოს გვარდიის მაიორი აკაკი ბუკია მსახურობდა მე-5 მექანიზებული დნესტრის კორპუსის საარტილერიო პოლკში. მაიორმა ბუკიამ პირველმა მოახდინა მდინარე პრუტის ფორსირება და რუმინეთის ტერიტორიაზე შეჭრა. მცირე ძალებით, პირადად გაანადგურა მტრის 3 ტანკი "პანტერა" და ალყასაც გაუძლო. ბუკიას 745-ე საქვემეხო პოლკმა ჯამში გაანადგურა მტრის 11 ტანკი, 8 თვითმავალი ქვემეხი, 120 ავტომობილი, 16 ჯავშანმანქანა, 92 საცეცხლე წერტილი, 300 ჯარისკაცი და ოფიცერი, 196 მათგანი კი ტყვედ აიყვანა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0