ნუგზარ ჭუჭულაშვილი 1968-93წწ. დაკარგ. 25 წლის, სოხუმი, აფხაზეთი დ. თბილისი
ჭუჭულაშვილი ნუგზარ
დაიბადა 1968 წლის 21 იანვარს ქ. თბილისში.
სამხედრო მოვალეობა ავღანეთში მოიხადა. რა საშინელებანი აღარ ნახე იმ ომში, რამდენი ტკივილი გამოსცადე, მაგრამ ისევ ის ნუგზარი დაგვიბრუნდი საქართველოში--მომღიმარი და გულჩათხრობილი.
თბილისში მიმდინარე ამბებს ძალიან განიცდიდი. ახალი ეროვნული მოძრაობა მოგინდა, მაგრამ თბილისის ომმა ძალიან გაგანაწყენა. ამ ამბებს აფხაზეთი მოჰყვა. აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ერთიანობისათვის მებრძოლთა გვერდით. სხვა უფლება არც ქონდა მას.ის ხომ უშიშროების სამსახურის ზემდეგი იყო. ყველა საბრძოლო ოპერაციებში ღებულობდა მონაწილეობას. აფხაზ ექსტრემისტებთან ბრძოლაში ქართველი პოლიციელებს არასოდეს უღალატნიათ. ასეთი იყო უშიშროების პოლიციის ზემსახური ნუგზარ ჭუჭულაშვილი. ნუგზარის ერთი დღითაც არ დაუტოვებია სოხუმი, იმ საბედისწერო 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქში შემოჭრილმა მტრის შენაერთებმა დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადა მათ. ამ მომენტისათვის ნუგზარი თანამებრძოლებით მინისტრთა საბჭოში იმყოფებოდა. ისინი იცავდნენ მინისტრთა საბჭოს შენობას და ბატონ ჟიული შარტავას. ამ დღიდან ისინი უგზო- უკვლოდაა დაკარგული.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
სამშობლოსათვის თავგანწირვა ერის გამორჩეული შვილთა ხვედრია, მათ სახელს დავიწყება არ უწერია და ყოველთვის მიეფერება შთამომავლობა.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს