ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე (დ. 15 იანვარი, 1909, (სხვა მონაცემებით 26 ივლისი, 1907), კონჭკათი — გ. 9 თებერვალი, 1950) — ქართველი სნაიპერი. ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა პოლკის სნაიპერი,ზემდეგი. საბჭოთა კავშირის გმირი (4 აპრილი, 1945). მეორე მსოფლო ომის ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი.
დაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
1941 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში: სტალინგრადის, კალინინის, ყირიმის ბრძოლებში.
განსაკუთრებით გამოჩინა თავი 1944 წელის ზაფხულში ბელორუსიაში ვიტებსკის ოლქის გათავისუფლებისას;
სულ კვაჭანტირაძის ანგარიშზე 542 განადგურებული მოწინააღმდეგეა; ასეთ შედეგს მხოლოდ ერთეულებმა მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის დროს;
1946 წლის იანვრიდან მუშაობდა კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მშობლიურ სოფელში, გურიანთაში;
ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა პოლკის სნაიპერი, ზემდეგი; მეორე მსოფლო ომის ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.- გვ. 491; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org; soviet-aces-1936-53.ru
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კომუნისტური პარტიის წევრი (1939-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი
- ოქროს ვარსკვლავის მედალი
- ლენინის ორდენი (ორგზის)